კარდანო ალგორითმულ სტებლკოინს გამოუშვებს

Home » ბლოგი » კარდანო ალგორითმულ სტებლკოინს გამოუშვებს
07/12/2022
კარდანო ალგორითმულ სტებლკოინს გამოუშვებს

პრუფოფ-სტეიკ (PoS) ბლოკჩეინ პლატფორმა კარდანო (Cardano), პლატფორმა Coti-სთან ერთად, ეგრეთ წოდებულ ალგორითმულ სტეიბლკოინს (stablecoin) გამოუშვებს. პროექტის ავტორებმა „კოინტელეგრაფს“ (Cointelegraph.com) განუცხადეს, რომ ახალი სტეიბლკოინის უზრუნველყოფის საფუძველი იქნება კრიპტო ვალუტის სახით არსებული ჭარბი გირაო, რომელიც რეზერვში შეინახება.

ახალი სტეიბლკოინის სახელია Djed (DJED) და ის ბაზარზე სავარაუდოდ, იანვარში გამოვა. მანამდე ახალ პროექტს საგულდაგულო აუდიტი და არაერთი მკაცრი სტრეს ტესტი ჩაუტარდება. ახალი პროექტის ავტორების თქმით, DJED სტეიბლკოინი მიბმული იქნება ამერიკულ დოლარზე და მის მხარდაჭერას კარდანოს ADA უზრუნველყოფს. სარეზერვო დანიშნულებით კი გამოყენებული იქნება მონეტა „შენ“ (SHEN).

ახალი ალგორითმული სტეიბლკოინი ინტეგრირებული იქნება შერჩეულ პარტნიორებთან და დეცენტრალიზებულ გაცვლით პლატფორმებთან, რომლებიც ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად, მომხმარებლებზე DJED-ს გასცემენ. ახალი კოინის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, ავტორები პროექტის ეტაპობრივ ადაპტაციას გეგმავენ.

„ბაზარმა გვიჩვენა, რომ გვჭირდება უსაფრთხო თავშესაფარი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ძლიერი რყევების დროს. Djed კარდანოს ქსელში სწორედ უსაფრთხო თავშესაფრის როლს შეასრულებს. ჩვენ არა უბრალოდ სტეიბლკოინი გვჭირდება, არამედ ისეთი მონეტა, რომელიც უნდა იყოს დეცენტრალიზებული და რომელსაც ჯაჭვში რეზერვების მტკიცებულება ექნება“, – ამბობს Coti-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი შაჰაფ ბარ-ჯეფენი. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ბაზრის მსგავსად, ADA-ს ფასიც დაბლაა დაწეული, კარდანოს შემქმნელები აგრძელებენ ინოვაციების დამკვიდრებას.

სექტემბერში წარმატებით განხორციელდა განახლება „ვასილი“. ამ ჰარდფორკის მიზანი, კარდანოს ეკოსისტემის მასშტაბირებადების და ტრანზაქციების გამტარუნარიანობის გაუმჯობესება იყო. გარდა ამისა, ამ ფორკით უნდა გაზრდილიყო კარდანოს დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაძლებლობები.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved