პოლიგონი (Polygon) ყველაზე პოპულარული ბლოკჩეინი გახდა
ბოლო მონაცემებით, რომლებსაც „პოლიგონ ლაბსის“ (Polygon Labs) პრეზიდენტი რაიან უაიეტი აქვეყნებს, პოლიგონი მიმდინარე წელს ყველაზე პოპულარული ბლოკჩეინი გახდა. ის ამბობს, რომ პოლიგონი კვლავ გრძელვადიან პროტოკოლურ სტრატეგიებზეა ფოკუსირებული და მიზნად, მის საზოგადოებაში მომუშავე დეველოპერთა შესაძლებლობების გაზრდას ისახავს.
გამოქვეყნებული მონაცემების შესაბამისად, პოლიგონმა პოპულარობით უკან ჩამოიტოვა ეთერიუმი, რომელიც პოპულარობით, ლიკვიდურობით და აქტიური მომხმარებლებით, გამოკვეთილი ლიდერი იყო. 2023 წლის პირველ კვარტალში, პოლიგონის პოპულარობა, 23-დან 41 პროცენტამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში, მის ქსელში ჩაერთნენ ისეთი დიდი კომპანიები, როგორებიცაა „ნაიკი“ (Nike), „რედდიტი“ (Reddit) და „სტარბაქსი“ (Starbucks)
იმავდროულად, გაიზარდა პოლიგონის ქსელში განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა. და რაც ასევე მნიშვნელოვანია, სხვა ქსელებისგან (მათ შორის, ბიტკოინისგან (BTC) განსხვავებით, პოლიგონის გადარიცხვების საკომისიოები შემცირდა.
რიპლმა CBDC-ების და სტეიბლკოინების გამოსაშვები პლატფორმა აამოქმედა
რიპლმა შეიმუშავა ახალი, „Ripple CBDC“ პლატფორმა, რომლის დანიშნულება, ცენტრალური ბანკების, მთავრობებისა და ფინანსური ინსტიტუციებისთვის, ეროვნული ციფრული ვალუტების და სტეიბლკოინების შექმნის საფუძველი იქნება.
ამ პლატფორმის (რომელიც XRP ლეჯერზეა ბაზირებული) გამოყენება შესაძლებელი იქნება საცალო და საბითუმო ანგარიშსწორებისთვის, რაც კერძო ბლოკჩეინის და სტეიბლკოინების მეშვეობით შესრულდება.
ახალი პლატფორმის მეშვეობით, ემიტენტები თავიანთი აქტივების მართვას და მოდიფიცირებას, მათი სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში შეძლებენ.
ახალი პლატფორმის საფუძველზე შექმნილი აქტივების მომხმარებლებს, საკუთარი ტოკენების უსაფრთხოდ შენახვის, მათი საგადასახადო საშუალებად გამოყენების და გადარიცხვების შესრულების გარანტია ექნებათ.