რატომ სჭირდება სერვისის ინდუსტრიას ბლოკჩეინი?

Home » ბლოგი » რატომ სჭირდება სერვისის ინდუსტრიას ბლოკჩეინი?
24/11/2023
რატომ სჭირდება სერვისის ინდუსტრიას ბლოკჩეინი?

ბლოკჩეინი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის ერთ-ერთი ვარიაციაა, რომელიც დეცენტრალიზებისა და ელექტრონული მონაცემის უსაფრთხოების დასაცავადაა შექმნილი. მონაცემთაშენახვის ეს ფორმა უნიკლაურია, რადგან მისი დიზაინი გამორიცხავს უსაფრთხოების დასაცავად მესამე მხარის ჩართულობას. კრიპტო აქტივების მომხმარებელმა კარგად იცის რა სიკეთის მოტანა შეუძლია ბლოკჩეინს, თუმდა ციფრული აქტივების გარდა, ამ ტექნოლოგიის გამოყენება სერვისი ინდუსტრიასაც მოუხდებოდა.

ბლოკჩეინის სამი მთავარი ღირებულება, რაც სერვის ინდუსტრიისთვის მომხიბვლელი უნდა იყოს არის თაღლითობისადმი მედეგობა, “ჭკვიანი კონტრაქტები” და მონაცემთა დაცულობა. “ჭკვიანი კონტრაქტები” ტრანზაქციების ავტომატიზირებულობას განაპირობებს და გარეშე მხარეების ჩარევას ოპერაციებში გამორიცხავს, ხოლო ინფორმაციის დაცულობა სკლიენტთა კონფიდენციალობის სრული დაცვის საშუალებას იძლევა. განვიხილოთ ბლოკჩეინის შესაძლებლობები ორი ინდუსტრიის მაგალითზე:

ბლოკჩეინი ჯანდაცვაში

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია სენსიტიურია: მასთან მუშაობისას აუცილებელია პაციენტის პირადი სივრცის დაცვა და უმცირესმა შეცდომამაც კი შეიძლება კონფიდენციალობა დააზიანოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კლინიკასთან ერთად, პაციენტის ისტორიაზე წვდომა რამდენიმე პროვაიდერს აქვს, უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. დეცენტრალიზებული, უცვლელი დავთრის (ledger) დანერგვის შემთხვევაში, ბლოკჩეინი უსაფრთხოების პრობლემას გადაწყვეტს. ესტონეთს e-health მარეგულირებელმა უკვე დანერგა ბლოკჩეინ ტექნოლოგია, რომელიც სამედიცინო ისტორიისა და პაციენტზე ინფორმაციის დაცულობის მაქსიმალურ გარენტიას იძლევა და მასზე წვდომას პროვაიდერებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხევაში აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობაზე ინფორმაციის დამუშავების უფლება კომპანიებს არ ექნებათ.

ბლოკჩეინი სტუმართმასპინძლობის სფეროში

სტუმართმასპინძლობის სექტორში ბლოკჩეინის მთავარი გამოყენება კრიპტოვალუტაა: ის ქვეყანათაშორის სწრაფ და უსაფრთხო ტრანზაქციებს უზრუნველყოფს, გამორიცხავს სავალუტო ჯიხურებში სირბილსა და ბანკთან დაკავშირებულ დამატებით გადასახადებს. გამარტივებული გადახდები კი ზოგავს როგორც მომხმარებლის დროსა და თანხას, ისე ბიზნესებისას.

ზოგიერთი პლატფორმა, მაგალითად LockTrip, ბლოკჩეინის გამოყენებით ჯავშნების განხორციელების საშუალებასაც იძლევა – სასტუმროებს შეუძლიათ თავისუფალი ოთახების შესახებ ინფორმაცია მედიატორი გარეშე, პირდაპირ დამსვენებლებს მიაწოდონ. ასე შუამავლის სერვისისთვის გადახდა არ მოუწევთ, რაც საბოლოო ჯამში უფრო კონკურენტუნარიან ფასებს შექმნის ბაზარზე.

ბლოკჩეინის გამოყენების მაგალითები უკვე უძრავი ქონების, გართობისა და მედიის, სერვისისა და საცალო ვაჭრობის ინდუსტრიებშიც გვხვდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved