რატომ უნდა გქონდეს საინვესტიციო სტრატეგია?

Home » ბლოგი » რატომ უნდა გქონდეს საინვესტიციო სტრატეგია?
31/05/2024
რატომ უნდა გქონდეს საინვესტიციო სტრატეგია?

თუ კრიპტოში პირველი ნაბიჯები უკვე გადადგი (გილოცავთ!), უკვე გეცოდინება, რომ კრიპტო-ინვესტიცია ადვილი სულაც არაა. ბაზარი მერყევია, შესაძლებლობების გამოყენებას კი სწრაფი მოქმედება, სიზუსტე და ინტუიცია სჭირდება. თუმცა, კარგად მოგეხსენება, რომ მერყეობა ამ ბაზარის მთავარი გამოწვევაცაა და ღირებულებაც – მხოლოდ კრიპტოში შეიძლება მოვლენები თვალის დახამხამებაში შენს სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ შემოტრიალდეს.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ბაზრის ხასიათი თეორიულად ყველამ იცის, პორტფელის არასტაბილურობამ ახალბედა კრიპტო-ენთუზიასტებს შესაძლოა აქტივების პანიკური გაყიდვისკენ უბიძგოს. ე.წ “ფამფებს” კი FOMO-სა და მის შედეგად არასახარბიელო დროს ინვესტირების გამოწვევა შეუძლია. ვაღიაროთ, რომ რაც არ უნდა გამოცდილი ინვესტორი იყო, კრიპტო ვაჭრობისას ხშირად ემოციები იმაზე მეტ როლს თამაშობს ვიდრე საჭიროა.

ამ რეალობის გათვალისწინებით, ინვესტირების სტრატეგია აუცილებელია – არა მხოლოდ თავდაცვისთვის, არამედ აქტივებისა და მათგან მიღებული სარგებელის სტაბილურად ზრდისთვის. სტრატეგია მოგცემს საშუალებას ადვილად გადაიტანო ბაზრის რყევები და გარკვეული პროგნოზებიც გააკეთო.

კრიპტო სტრატეგია ყველამ ინდივიდუალურად, საჭიროებების მიხედვით უნდა აირჩიოს – შესაბამისად, სულაც არაა აუცილებელი საწყის ეტაპზე საინვესტიციო სტრატეგია ჩახლართული იყოს. მნიშვნელობა არ აქვს, ვალუტას იყიდი და წლობით აღარ დახედავ პორტფოლიოს, თუ ყოველდღე აქტიურად იქნები ყიდვა-გაყიდვაში ჩართული – მთავარია გეგმას მიყვე და რაც მთავარია, ამ გეგმის გჯეროდეს.

 გასათვალისწინებელია, რომ შენი ბრწყინვალე გეგმა, შეიძლება სხვისთვის შემდგარი კატასტროფა აღმოჩნდეს – წარმატებული ინვესტორობისკენ გზა ყველასთვის განსხვავებულია. თუმცა, კრიპტოში მაინც არსებობს ინვესტირების გავრცელებული, სტანდარტული სტრატეგიები. მათგან ყველაზე გავრცელებულია DCA – იგივე Dollar Cost Averaging -ია. თუ DCA-ის მიყვები, სტაბილურად რამდენიმე დღეში, კვირაში, თვესა თუ კვარტალში ერთხელ, ერთი და იგივე ოდენობის აქტივს ყიდულობ. DCA მერყეობის დაბალანსებას მოიაზრებს, დროის გრძელვადიან მონაკვეთში.

გავრცელებული ინვესტირების მეთოდია HODL – ისტორიულად, კრიპტოში ინვესტირების ყველაზე წარმატებული მეთოდი. თუ აქტივის შესაძლებლობებში დარწმუნებული ხარ, უბრალოდ იყიდე აქტივი და გქონდეს. როცა კრიპტოვალუტას უბრალოდ ინახავ, Bear და Bull ბაზრებისგან გამოწვეული ემოციები მინიმუმამდე დაგყავს. თანაც, დაბალფასიანი აქტივის ყიდვა, მისი “დაHODLვა” და ძვირად გაყიდვა კრიპტოში წარმატების ყველაზე წყალგაუვალი მეთოდია.

რა მეთოდიც არ უნდა ამოირჩიო, კრიპტოში წარმატების ყველა გზა მაინც ინფორმაციის უწყვეტ ნაკადზე, ფინანსურ განათლებასა და კრიპტოზე რაც შეიძლება მეტის გაგებაზე გადის. სხვა საინვესტიციო სტრატეგიებისა და ახალი ამბების გასაგებად თვალი ადევნე MyCoins-ის ბლოგს.

გაითვალისწინე, რომ ეს მასალა ფინანსური რჩევა არ არის

© 2020 MyCoins.ge all rights reserved