რა არის “ეარდროფი”?

Home » ბლოგი » რა არის “ეარდროფი”?
02/02/2024
რა არის “ეარდროფი”?

სოლანაზე იუპიტერის (JUP) ჩაშვებამ ე.წ. “ეარდროფები” კიდევ უფრო აქტუალური გახადა, ასე რომ, ამ ბლოგში აგიხსნით რა არის “ეარდროფები”, რისთვის გამოიყენება ისინი და რამდენად უსაფრთხოა ეს სისტემა.  

როგორც თითქმის ყველა კრიპტო-ტერმინი, ეარდროფინგიც (airdrop) ინგლისური სიტყვაა და პირდაპირი მნიშნველობით ვერტმფრენიდან პარაშუტით რაიმეს ჩამოგდებას ნიშნავს. კრიპტოში “ეარდროფინგი” ერთგვარი მარკეტინგული სტრატეგიაა, რომელსაც ძირითადად ბლოკჩეინზე დაფუძნებული, ახალბედა კომპანიები იყენებენ. სტრატეგია ბლოკჩეინის მომხმარებლებში ახალი ციფრული აქტივის მცირე რაოდენობით გადანაწილებას ისახავს მიზნად. პროდუქტის გაცნობის ეს გზა ინტერესს იწვევს და აქტივის მფლობელების რაოდენობას სწრაფად ზრდის. “ეარდროფი” შესაძლოა უფასოდ მიიღო, ან მის მისაღებად პატარა “მისიის” შესრულება დაგჭირდეს, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ინფორმაციის სოციალური მედიის არხზე გადაზიარება. 

წარმატებული “ეადროფის” ერთ-ერთი მაგალითია სტელარი – 2017 წელს ჩაშვებულმა კამპანიამ 2.5 მილიონ ელექტრონულ საფულეზე გადაანაწილა (იმდროისთვის) 125 მილიონი დოლარის ოდენობის ქოინი (სხვათა შორის, სტელარის, იგივე XLM-ის ყიდვა, Mycoins.ge-ზეც შეგიძლია). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წარმატება მარკეტინგთან ერთად, სტელარის იმ დროინდელმა, ინოვაციურმა პროტოკოლმაც განაპირობა. 

“ეარდროფის” რამდენიმე ვერსია არსებობს, ყველაზე მარტივი – სტანდარტული ეარდროფი “ითხოვე და მოგეცემა” პრინციპით მუშაობს: უბრალოდ აფიქსირებ ინტერესს და ეგ არის. “ჯილდოს ტიპის” ეარდროფი კი, ჯილდოს სანაცვლოდ პატარა დავალებების შესრულებას გულისხმობს. “ეარდროფის” ზოგიერთი სახეობა ე.წ. “ჰოლდერებს” უწევს ანგარიშს და მიმდინარე აქტივების მიხედვით უნაწილებს ერთგულ ინვესტორებს ახალ ქოინებს. ზოგი “ეარდროფი” კრიპტოენთუზიასტების ექსკლუზიური სიისთვის ხდება, ზოგისთვის კი შემთხვევით ირჩევა იღბლიანი. 

თუმცა, “ეარდროფი” ყოველთვის უსაფრთხო არაა. ამდაგვარ კამპანიებს თან ახლავს გარკვეული საფრთხე, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო და გადაწყვეტილებები ისე მიიღო. უპირველესი და უმნიშნველოვანესი საშიშროებაა თაღლითობა და პფიშინგი. ყველაზე გავრცელებული ტაქტიკაა თაღლითებმა ისეთი მომხმარებელი მოატყუონ, რომელიც “ეარდროფის” კრიტერიუმებს არ შეესაბამება. ასეთ ადამიანს შემოვლითი გზით მიღებულ სარგებელს შესთავაზებენ. თუ “ეარდროფებთან” შეხება მოგიწევს, გაითვალისიწნე, რომ რაც დაუჯერებლად კარგად ჟღერს, დასაჯერებელი არც არის. 

პრინციპში, თაღლითობის ერთ-ერთი გამოვლინებაა საბაზრო მანიპულაციაც – “ეარდროფების” მიზანი კი ხშირად სწორედ ეგ არის. კონკრეტული პროდუქტის ირგვლივ ჰაიპის შექმნა, შემდეგ კი მისი “დამფინგი” უკვე ნაცადი პრაქტიკაა. 

რა თქმა უნდა, ახალი პროდუქტი წარმატებულ პროდუქტს არ ნიშნავს – შესაბამისად, იმის საფრთხე, რომ შენი ნადავლი მალე გაუფასურდება რეალურია. თუმცა, თუ კრიპტოში ახალი არ ხარ, ეგ უკვე გეცოდინება. თანაც, “ეარდროფი” კრიპტო კულტურის შემადგენელი ნაწილია და როგორც ამ კულტურის დანარჩენ ასპექტებს, დადებითი და უარყოფითი მხარეები ერთად აქვს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved