რა ელის კრიპტო ვალუტებს SEC-ის მიერ „ბაინენსის“ წინააღმდეგ სარჩელის
აღძვრის შემდეგ

Home » ბლოგი » რა ელის კრიპტო ვალუტებს SEC-ის მიერ „ბაინენსის“ წინააღმდეგ სარჩელის
აღძვრის შემდეგ
07/06/2023
რა ელის კრიპტო ვალუტებს SEC-ის მიერ „ბაინენსის“ წინააღმდეგ სარჩელის<br>აღძვრის შემდეგ

ბლუმბერგის ინფორმაციით, იმ ტოკენების რაოდენობა, რომლებსაც ფასიანი
ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისია (SEC) არარეგისტრირებულ
ფასიან ქაღალდებად (შესაბამისად, უკანონო აქტივებად) აღიარებს, ექვს ათეულს
ასცდა და მათი ჯამური კაპიტალიზაცია, 115 მილიარდ დოლარს აღწევს.
ამერიკელმა რეგულატორმა ბევრი ახალი ტოკენი მიაკუთვნა
არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების კატეგორიას. მათ შორისაა ისეთი
პოპულარული კრიპტოებიც, როგორიცაა კარდანო (ADA), სოლანა (SOL –
ეთერიუმის ეგრეთ წოდებული მკვლელი), პოლიგონი (MATIC) და ტრონი (TRX).
SEC აცხადებს, რომ ამ კრიპტოებისგან ამერიკელი ინვესტორების დაცვას
ცდილობს.
ერთი შეხედვით, SEC-ის გააქტიურებას ბაზარზე დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია,
მაგრამ არსებობს იმის საშიშროება, რომ სავაჭრო პლატფორმები, ფასიან
ქაღალდებად გამოცხადებული კრიპტოების დელისტინგს დაიწყებენ. უკვე
თვეებია, SEC-ს სასამართლო გარჩევები აქვს რიპლის XRP-სთან, რომელსაც ასევე
დაურეგისტრირებელ ფასიან ქაღალდად მიიჩნევს.
SEC-ის შეფი გერი გენსლერი დიდი ხანია ამბობს, რომ კრიპტო ვალუტების
უმეტესობა, ინვესტორთა დაცვის შესახებ კანონს ექვემდებარება და რომ
სავაჭრო პლატფორმები, მარეგულირებელ ორგანოში რეგისტრაციას
ექვემდებარებიან.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ SEC-ის მიერ „ბაინენსის“ წინააღმდეგ
სარჩელის აღძვრა და ათეულობით კრიპტოს არარეგისტრირებულ ფასიან
ქაღალდად გამოცხადება, კრიპტო ვალუტების ფასების ვარდნას მაინც ვერ
გამოიწვევს, რადგან მათ ოფშორულ სავაჭრო პლატფორმებზე კვლავაც იყენებენ
და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
სხვათაშორის, პლატფორმა „კოინბეიზი“ აცხადებს, რომ SEC-ის მიერ „შავ სიაში“
შეტანილი ტოკენების დელისტინგს მანამ არ აპირებს, სანამ სასამართლო ამ
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved