„რობინჰუდი“ SEC-ის მიერ ფასიან ქაღალდად დასახელებული 3 ტოკენის
მხარდაჭერას შეწყვეტს

Home » ბლოგი » „რობინჰუდი“ SEC-ის მიერ ფასიან ქაღალდად დასახელებული 3 ტოკენის
მხარდაჭერას შეწყვეტს
12/06/2023
„რობინჰუდი“ SEC-ის მიერ ფასიან ქაღალდად დასახელებული 3 ტოკენის<br>მხარდაჭერას შეწყვეტს

კრიპტო ვალუტებით და აქციებით სავაჭრო აპლიკაცია „რობინჰუდი“ აცხადებს,
რომ სამი კრიპტო ვალუტის – კარდანოს (ADA), პოლიგონის (MATIC) და სოლანას (SOL) მხარდაჭერას შეწყვეტს. სამივე კრიპტო SEC-მ (აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და სავალუტო
გაცვლების კომისია) არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდად მოიხსენია, როცა
კრიპტო სავაჭრო პლატფორმების, „კოინბეიზის“ და „ბაინენსის“ წინააღმდეგ
სარჩელები აღძრა.
„რობინჰუდმა“ 9 ივნისს გამოაცხადა, რომ დასახელებული სამი ტოკენის
მხარდაჭერას 27 ივნისს შეწყვეტს. ცალკე გამოქვეყნებულ ტვიტერში, ამის
მიზეზად, SEC-ის მოქმედება დასახელდა. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია,
რომ „კოინბეიზის“ და „ბაინენსის“ წინააღმდეგ აღძრული საქმეები, კრიპტო
ბაზრისთვის და განსაკუთრებით იმ ტოკენებისთვის, რომლებიც SEC-მა
არარეგისტრირებულ აქტივებად მოიხსენია, დიდ გაურკვევლობას ქმნის.
SEC-ის მიერ დასახელებულ არარეგისტრირებული აქტივების სიაში, რამდენიმე
ათეული კრიპტო ვალუტაა, რომელთაგან „რობინჰუდის“ ინსტრუმენტების სიაში
მხოლოდ კარდანო, სოლანა და პოლიგონი შედის.
„ჩვენ კრიპტოს მომავლის გვჯერა და კვლავაც ვემხრობით მოთხოვნას, რომ
საჭიროა შეერთებულ შტატებში ამ სფეროს რეგულირება, რათა მომხმარებლებმა
ბაზარზე თავდაჯერება იგრძნონ“, – ნათქვამია „რობინჰუდის“ განცხადებაში.

SEC-ის ყოფილმა წევრმა და „რობინჰუდის“ პარტნიორმა დენ გალაჰერმა
კონგრესის მოსმენაზე განაცხადა, რომ SEC-ის მიერ, კრიპტო ვალუტებისთვის
შემუშავებული სამოქმედო გეგმა ბევრ სირთულეს ქმნის. ის ამბობს, რომ
კომისიის მიერ რეგისტრირების მოთხოვნის შემდეგ, „რობინჰუდმა“ ეს გააკეთა,
მაგრამ ამისთვის 16 თვე დასჭირდა, რადგან კომისიის თანამშრომლები ჯიუტად
ცდილობდნენ, რომ კომპანიისთვის სპეციალური დანიშნულების ბროკერ-
დილერის სტატუსი მიენიჭებინათ.
მიმომხილველები SEC-ს კრიპტო კომპანიებთან მიმართებით,
არათანმიმდევრულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. ბევრი საქმე,
რომლებიც კომისიამ კრიპტოებთან დაკავშირებით წამოიწყო, ხანგრძლივი
იქნება, რისი საშუალებაც, დიდ ფირმებს კი აქვთ, მაგრამ პატარებს – არა და ამის
გამო, მათ ბაზრიდან გასვლა, ან ამერიკის დატოვება მოუწევთ.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved