სავაჭრო პლატფორმა OKX 10 მილიარდი დოლარის BTC-ს, ETH-ს და USDT-ს
ფლობს

Home » ბლოგი » სავაჭრო პლატფორმა OKX 10 მილიარდი დოლარის BTC-ს, ETH-ს და USDT-ს
ფლობს
05/06/2023
სავაჭრო პლატფორმა OKX 10 მილიარდი დოლარის BTC-ს, ETH-ს და USDT-ს<br>ფლობს

კრიპტო სავაჭრო პლატფორმა OKX-მა გამოაქვეყნა ყოველთვიური სატესტო
მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიტკოინში (BTC), ეთერიუმსა (ETH) და სტეიბლკოინ
USDT-ში დაგროვილი მისი რეზერვების მოცულობამ, 10 მილიარდ დოლარს
მიაღწია.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ პლატფორმის რეზერვი, ჯამში 22 ციფრულ
ვალუტას მოიცავს. ჩამოთვლილთა გარდა, სიაშია USDC, დოგკოინი (DOGE) , რიპლი (XRP) და
სხვა. რაც მთავარია, პლატფორმაზე ყველა კლიენტის ფინანსები 100 პროცენტით
არის დაზღვეული.
პლატფორმა მის ხელთ არსებულ ციფრულ ვალუტებს მოიხსენიებს, როგორც
სარეზერვო აქტივებს, რომელთა მეშვეობითაც, ლიკვიდურობის მაღალი დონე და
ბაზრის მხრიდან აღიარებაა უზრუნველყოფილი.
დადასტურებული რეზერვები (PoR) იმის გარანტიაა, რომ საცავებში საკმარისი
სახსრებია იმისთვის, რომ მომხმარებელთა აქტივებსა და დეპოზიტებზე, ყველა
ვალდებულება სრულად დაიფაროს, რითაც გადახდისუნარიანობას
უზრუნველყოფს
“ – ნათქვამია პლატფორმის მოხსენებაში.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved