სოლანას აწმყო და მომავალი

Home » ბლოგი » სოლანას აწმყო და მომავალი
05/01/2024
სოლანას აწმყო და მომავალი

2023-ის ბოლოს, კრიპტოსამაყრო სოლანას (როგორც ბლოკჩეინის, ისე SOL ქოინის) სასწაულებრივ დაბრუნებას აკვირდებოდა. ციფრული აქტივი, რომლის ფასიც 2021 წელს $200-ზე მეტი იყო, FTX-ის გაკოტრების შემდეგ $10-მდე გაუფასურდა. თუმცა, მოვლენები მოულოდნელად განვითარდა, აქტივი მკვდრეთით აღდგა და გასული წლის ბოლოს SOL $100-ზე მეტი ღირდა. ბუნებირივია, სოლანას დაბრუნებამ იმ კრიპტომომხმარებელში, რომლებსაც ჯერ კიდევ (საკმაოდ სამარლიანადაც) უჭირთ ენდონ სოლანას, სინანული და FOMO გამოიწვია. მართლაც, საკითხავია, ნამდვილად დაბრუნდა სოლანა, თუ კრიპტოსთვის დამახასიათებელ მერყეობასთან გვაქვს საქმე? აქვე გეტყვი, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა, იმ ფაქტებსა და პროგნოზებს გაგიზიარებთ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე:

რამ გააცოცხლა სოლანა?

სოლანას საერთო ღირებულება, იგივე TVL (Total value locked) წლის ბოლოს 671 მილიონი დოლარიდან 1.21 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ამას დიდწილად Jito-ს Airdrop-ს უკავშირებენ. რა არის Jito? და რა არის Airdrop? ბოლოდან დავიწყოთ – Airdrop კრიპტოში, კონკრეტული დავალებების შესრულებისას, არსებულ მფლობელებზე ქოინებისა და ტოკენების განაწილების მეთოდია. მას ახალბედა ბლოკჩეინ კომპანიები მარკეტინგულ სტრატეგიადაც იყენებენ. ახლა, გადავიდეთ Jito-ზე… მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ სოლანა ბლოკჩეინად მშვენიერია, დაარსების დღიდან ჰქონდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს პრობლემა კი Jito Labs-მა გადაჭრა – შეიმუშავა ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ღირებულების მაქსიმუმის მიღებასა და მის გადანაწილებას. Jito-ს უნიკალურობას ის განაპირობებს, რომ როგორც Prism da Nimbus ეთერიუმზე, ის სოლანაზე კლიენტია და თუ Jito-სგან გამოწვეული პროცესების მასშტაბებს გავითვალისწინებთ, მის მომავალზე შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს.

შეინარჩუნებს თუ არა სოლანა მაჩვენებლებს?

Jito Airdrop-მა სოლანას შეაძლებინა, რომ ყველა L1 კონკურენტისთვის გადაესწრო. TVL მაჩვენებლის გარდა, სოლანას 800%-იანი year-to-date ზრდაც აქვს – ამ მაჩვენებლით ეთერიუმის 94%-ს საგრძნობლად უსწრებს. თუმცა, როგორც Forbes აღნიშნავს, მხოლოდ TVL-ზე კონცენტრირება გამართლებული არაა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები სოლანას მრავალფეროვანი ეკოსისტემის გათვალისწინებით, დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სოლანაზე ძალიან გაიზარდა airdrop farmer-ების რაოდენობა, რომლებიც პირობებში ხვრელებს პოულობენ, რითაც მიღებული ჯილდოს (ქოინის ან ტოკენის) რაოდენობას ხელოვნურად ზრდიან. გრძელვადიან პერსპექტივაში, მათი საქმიანობა დადებითად არაფერზე აისახება.

საბოლოო ჯამში, Jito Airdrop-მა სოლანაზე მშვენიერი გავლენა იქონია, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კრიპტო კრიპტოა და ის მერყევია. ამ ბლოგში მოყვანილი ინფორმაცია მაინც დროის მოკლე მონაკვეთშია მომხდარი, JITOSOL-ის გრძელვადიანი შედეგები ჯერ არავინ იცის.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved