ღირს თუ არა კრიპტო პორტფელის დივერსიფიცირება?

Home » ბლოგი » ღირს თუ არა კრიპტო პორტფელის დივერსიფიცირება?
06/10/2023
ღირს თუ არა კრიპტო პორტფელის დივერსიფიცირება?

 თურმე, უორენ ბაფეტი ამბობდა, რომ “დივერსიფიცირება უცოდინრობის პრევენციისთვისაა. იმ ადამიანისთვის, ვინც იცის რას აკეთებს, ინვესტირებების გადანაწილება სულელური საქციელია”. მაგრამ, კრიპტოში ცოტა ვინმემ თუ იცის დანამდვილებით, რას აკეთებს, რადგან, როგორც მოგეხსენება, ბაზარი გამოირჩევა მოულოდნელობებითა და რყევებით. ასე რომ, თუ დამწყები კრიპტო-ენთუზიასტი ხარ, დივერსიფიცირებაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.

რა არის დივერსიფიცირება?

მარტივად რომ ავხსნათ, კრიპტოს შემთხვევაში დივერსიფიცირება რამდენიმე ქოინში ინვესტირებას ნიშნავს. იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ერთ ვალუტას ბოლომდე მიაწვე, ინვესიტრებისთვის გადადებულ თანხას სასურველი პროცენტულობით ანაწილებ და სხვადასხვა ვალუტას ყიდულობ. ამგვარად, კრიპტო-პორფელის აწყობის რამდენიმე გზა არსებობს: მაგალითად, 80/20 – ით გადანაწილება, სადაც 80% – დიდი კაპიტალიზაციის მქონე ქოინები იქნება, ხოლო 20%-ს ჯერ-ჯერობით დაბალი კაპიტალიზაციის მქონე, მაგრამ ძალიან პერსპექტიული ალტერნატივები დაიჭერენ. კიდევ ერთი მეთოდი, პორტფელის აწყობისა, არის ბიტკოინი, ეთერიუმი და ყველა დანარჩენი – იქედან გამომდინარე, რომ ბიტკოინი და ეთერიუმი ჯერ-ჯერობით ყველაზე ძლიერი აქტივებია, ზოგიერთის მოსაზრებით, სხვა ქოინებისკენ გახედვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა პორტფოლიოში უკვე BTC და ETH გაქვს დამარაგებული. ეცადე, პორტფელი ბირჟის ლიდერი ქოინებით შეავსო, აუცილებლად გადაამოწმე საბაზრო კაპიტალიზაციის რეიტინგები და მხოლოდ ტოპ 10 ან ტოპ 20 ამოირჩიე საინვესტიციოდ. გარდა ამისა, ეცადე სხვადასხვა ფუნქციისა და ტექნოლოგიის მქონე ვალუტები შეიძინო, რომ თითოეული მათგანი განსხვავებული იყოს. იმის ამოსაცნობად, თუ რომელი ალტკოინი უნდა გახდეს შენი ყურადღების ღირსი, შეიძლება ჩვენი რჩევებიც გამოგადგეს. 

გახსოვდეს, რომ დივერსიფიცირების მთავარი მიზანი არა გამდიდრება, არამედ რისკებისგან, რაღაც დონეზე მაინც, თავის დაცვაა. გარდა ამისა, დივერსიფიცირება უბრალოდ სტრატეგიაა და ზედმეტად პორტფელის დანაწილება, უთვალავი ქოინით არც რისკებისგან დაგაზღვევს და ვერც ქონების გაზრდას უზრუნველყოფს.

მეტიც, ზოგიერთი კრიპტო-მოვაჭრე საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს დივერსიფიცირების საჭიროებას – ცნობილი ეკონომისტი, მაიკლ სეილორი ამბობს, რომ დივერსიფიცირება საშინელი სტრატეგიაა – რადგან გამარჯვებული ყველას ჭამს, წაგებულ ქოინებში ინვესტირება კი მომგებიანი ვერანაირად იქნება. თუმცა, მაიკლ სეილორისა და ბიტკოინის დამოკიდებულებას თუ გავიხსენებთ, გასაგებია, თუ რატომ უნდა ყველა ინვესტიცია “გამარჯვებული” ბიტოინისკენ წავიდეს.

დივერსიფიკაციის მომხრე ან მოწინააღმდეგე არგუმენტების გამორკვევისა და საქმეში ჩახედვის შემდეგ, პორტფელის აწყობის ხერხს თავად გადაწყვეტ, უბრალოდ გახსოვდეს, რომ დივერსიფიცირების პრინციპი მარტივია – ყველა შენი კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა ჩააწყო.

შეგახსნებეთ, რომ ბლოგი საგანმანათლებლო ხასიათისაა და ის არ წარმოადგენს რაიმე სახის ფინანსურ რჩევას

© 2020 MyCoins.ge all rights reserved