შარშან მძარცველებმა პონცი სქემებით მომხმარებლის მილიარდობით კრიპტო
დოლარი მიითვისეს

Home » ბლოგი » შარშან მძარცველებმა პონცი სქემებით მომხმარებლის მილიარდობით კრიპტო
დოლარი მიითვისეს
06/07/2023
შარშან მძარცველებმა პონცი სქემებით მომხმარებლის მილიარდობით კრიპტო<br>დოლარი მიითვისეს

ბლოკჩეინის დაცვის სფეროში მომუშავე კომპანია „TRM ლაბსის“ ინფორმაციით,
შარშან მძარცველებმა სხვადასხვა თაღლითური გზით, მომხმარებელს
დაახლოებით 13 მილიარდი დოლარის კრიპტო ვალუტები გამოსძალა. მოპარული
თანხის უმეტესი ნაწილი, ეგრეთ წოდებულ პონცი სქემებზე (პირამიდული სქემა)
მოდის.
„TRM ლაბსის“ მონაცემებით, დაღმავალი ბაზრის მიუხედავად, კრიპტო
მძარცველების მადა არ გაუარესებულა. საინვესტიციო სფეროში თაღლითობების
მოცულობა 200 %-ით გაიზარდა და 2021 წლის 907 მილიონდან, 2022 წელს
2.57 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
მაგრამ ამაზე გაცილებით მეტი, მომხმარებლებმა პონცი (პირამიდული) სქემებით
იზარალეს – ჯამში თაღლითებმა ამ გზით 7.8 მილიარდი დოლარის კრიპტო
ვალუტები მიითვისეს. ეს კი სხვადასხვა თაღლითობით მოპარული თანხის
თითქმის ნახევარია. ყველაზე მეტად, თაღლითები მომხმარებლის
მოსატყუებლად, ისეთ სქემებს იყენებდნენ, რომელშიც ინვესტირება თეტერის
სტეიბლკოინ USDT-ით ხდება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პონცი სქემებში
სტეიბლკოინების გამოყენება, 2021 წლის შემდეგ, დაახლოებით გაორმაგდა.
ყველაზე დიდი პონცი სქემები იყო „ფორსაჟი“, რომლითაც მომხმარებელმა 974
მილიონი დოლარი დაკარგა, „მეტა ფორსი“, რომელმაც ინვესტორები ჯამში 574
მილიონი დოლარით აზარალა და „ტრეიდ კოინ კლაბი“, რომელში მონაწილეობაც
მომხმარებლებს ჯამში 295 მილიონი დოლარის დაკარგვად დაუჯდათ.
გარდა ამისა, თაღლითებმა დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის კრიპტოები
მოიპარეს ჩრდილოვანი ონლაინ ბაზრების ქსელში. რაც შეეხება ჰაკერულ
შეტევებს, ამ გზით მძარცველები ჯამში 3.7 მილიარდი დოლარის კრიპტო
ვალუტებს დაეუფლნენ.
შარშან კრიპტო ბაზრებზე ფიშინგ შეტევების რიცხვი 40 პროცენტით გაიზარდა.
ამ საქმეში კიბერ მძარცველებმა ახალი მეთოდების გამოყენება დაიწყეს, რაც
კლიენტს ხიფათის შემჩნევაში უშლის ხელს და შესაბამისად, ბოროტმოქმედის
მსხვერპლი ხდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved