FTХ-ის კრახის შემდეგ, კრიპტო ვალუტებით ვაჭრობის მოცულობამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

Home » ბიტკოინი » FTХ-ის კრახის შემდეგ, კრიპტო ვალუტებით ვაჭრობის მოცულობამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია
24/03/2023
FTХ-ის კრახის შემდეგ, კრიპტო ვალუტებით ვაჭრობის მოცულობამ <strong>ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია</strong>

ანალიტიკურ კომპანია „კაიკოს“ (Kaiko) ექსპერტთა შეფასებით, FTХ-ის კრახის შემდეგ, კრიპტო ვალუტებით ვაჭრობის მოცულობამ, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და ზრდას აგრძელებს. კომპანიის ცნობით, 14 მარტს, 18 ყველაზე ლიკვიდურ ცენტრალიზებულ კრიპტო სავაჭრო პლატფორმაზე, სავაჭრო გარიგებათა ჯამურმა მოცულობამ 51 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ბოლო ოთხ თვეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, FTX-ის კრახამდე, ვაჭრობის მოცულობა 80 მილიარდ დოლარს აღწევდა.

„კაიკოს“ ანგარიშში ნათქვამია, რომ ვაჭრობის გააქტიურებას, ხელი ბიტკოინის (BTC) გაძვირებამ შეუწყო. ამასთან, მისი ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდა უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე სხვა კრიპტო ვალუტების შემთხვევაში. ყველაზე უკეთ, ეს განსხვავება ჩანს ბიტკოინის (BTC) და ეთერიუმის (ETH) წყვილზე. მათი ფარდობა, 2022 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე მაღალ დონემდე არის გაზრდილი. კერძოდ, 12 მარტის შემდეგ, ბიტკოინის (BTC) ფასი 31 პროცენტით არის გაზრდილი, ეთერუმის (ETH) შემთხვევაში კი, ზრდამ 18 პროცენტი შეადგინა.

ვაჭრობის მოცულობის რეკორდული ზრდის მიუხედავად, ლიკვიდურობა დაბალ დონეზე რჩება. ანგარიშის ავტორები ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი შეიძლება ის გარემოება იყოს, რომ დაიხურა იმ ბანკების ნაწილი, რომლებიც კრიპტო ბაზრების დოლარზე ლიკვიდურობას უზრუნველყოფდნენ. მათ შორისაა ბანკი „სილვერგეიტი“ (Silvergate Bank).

„მიუხედავად იმისა, რომ ფიატურ ვალუტებზე წვდომა ძლიერ შეიზღუდა, ცენტრალიზებულ სავაჭრო პლატფორმებზე, სტეიბლკოინებით ვაჭრობის წილი გაიზრდება. განსაკუთრებით ეს ოფშორულ პლატფორმებზეა მოსალოდნელი, როგორიცაა „ბაინენსი“. ასეთი პლატფორმები, ფიატური საგადამხდელო სისტემებისგან პრაქტიკულად მოწყვეტილია“.

ნათქვამია „კაიკოს“ ანგარიშში.
© 2020 MyCoins.ge all rights reserved