3 კრიპტო პროგნოზი 2024 წლისთვის

Home » ბლოგი » 3 კრიპტო პროგნოზი 2024 წლისთვის
29/12/2023
3 კრიპტო პროგნოზი 2024 წლისთვის

2023-ში კრიპტო ზამთარი დამთავრდა და მგონი, ეს წინადადება გასული წლის შესაჯამებლად სავსებით საკამრისია. ახლა უკვე ჩავლილი 2023-ის შეფასებასა და გახსენებაზე გაცილებით საინტერესოა რა მოხდება 2024-ში კრიპტოში და როგორ შეიძლება ამ პროგნოზების გათვალისწინება. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო მერყევი და მოულოდნელობებით სავსე სფეროა, რამდენიმე შედარებით ზუსტი პროგნოზის გაკეთება მაინც შესაძლებელია. ასე რომ ყველა კრიპტო ბლოგერი თუ ინფლუენსერი ახლა საფუძვლიანი (და ზოგჯერ ძალიან უსაფუძვლო) წინასწარმეტყველებებს გვიზიარებს. არ დავიზარეთ, ლამის ყველა ანალიზს და ვარაუდს გავეცანით, ცოტა ჩვენიც დავუმატეთ და 2024 წლის რამდენიმე კრიპტო-პროგნოზს გთავაზობთ:

Spot ETF დამტკიცდება

ეს ყველაზე ადვილად საწინასწარმეტყველო რამეა: პროდუქტი, რომლის მოლოდინიც წლის მეორე ნახევარში ბიტკოინის ფასის ზრდის მთავარი მიზეზი იყო, ბოლოს და ბოლოს დამტკიცდება. ვარაუდის საფუძველს იძლევა ის, რომ SEC-ში უკვე რამდენიმე კომპანიას აქვს განაცხადი შეტანილი, მათ შორის არიან Wisdom Tree, Invesco, Franklin Templeton და Blackrock-ი. მსგავსი პროდუქტის ბიტკოინთან დაკავშირება, ციფრული აქტივის რეპუტაციას კრიპტოთი ნაკლებად დაინტერესებულ ადამიანებშიც გაზრდის, რაც ზოგადად ბაზრისთვისაა კარგი. ფასის ზრდის გარდა, Spot ETF პროდუქტი სხვა სარგებელსაც მოიტანს: კრიპტო უფრო გამჭვრივალე გახდება და კრიპტო-აქტივების დანერგვა ზოგადად გადახდებში უფრო სწრაფად მოხდება. 

ბიტკოინი $60.000-ს გასცდება

კი, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 60 000-ს ვწინასწარმეტყველებთ. თუმცა, ბევრად უფრო ოპტიმისტური პროგნოზებიც შეგხვდებათ, მათ შორის Bloomberg-ის ინტერვიუში, რომელიც ბიტკოინის $500 000-მდე ასვლას წინასწარმეტყველებს. ყველაზე ძველი და პოპულარული ქოინის ფასი რომ გაიზრდება ცალსახაა – წინ ETF და ჰალვინგი გველოდება. თუმცა, კრიპტო-ბაზაზე შემოსული უამრავი ახალი ინსტიტუციისთვის ფასის ისეთი მერყეობა, როგორიც კრიპტოს ახასიათებს მისაღები არაა. მოკლედ, $60.000 ბიტკოინის ჯანსაღი დაბრუნება იქნება.  

სტაბილურ ქოინებს აუდიტი ელოდებათ?

USDT კი რჩება ყველაზე ლიკვიდურ ქოინად, თუმცა, Tether-ს აწ უკვე ჩვეული პრობლემები აქვს გამჭირვალობასთან დაკავშირებით. S&P-ის ბოლო ანგარიში როგორც Tether-ს, ისე USDT-ის მაღალი რისკის ქვეშ მყოფებად აფასებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ფიატზე მიბმულ, სტაბილურ ქოინებს ჰონ-კონგმაც დაუწესა სავალდებულო მოთხოვნები. ლიცენზიების მისაღებად ამ მოთხოვნებთან შესაბამისობა სავალდებულო იქნება. 

მოკლედ, 2023 წელი კრიპტოსთვის მშვენიერი იყო, თუმცა 2024 უფრო აქტიური იქნება და დიდი ალბათობით, არსებული რეპუტაციული პრობლემები მეტ-ნაკლებად აღმოიფხვრება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved