FTX-ის კრახი კრიპტო ბაზრისთვის სასარგებლო მოვლენაა – ილონ მასკი

Home » ბლოგი » FTX-ის კრახი კრიპტო ბაზრისთვის სასარგებლო მოვლენაა – ილონ მასკი
18/11/2022
FTX-ის კრახი კრიპტო ბაზრისთვის სასარგებლო მოვლენაა – ილონ მასკი

Twitter-ის ახალი მფლობელი, ილონ მასკი დარწმუნებულია, რომ კრიპტო სავაჭრო პლატფორმა FTX-ის კრახი, ციფრული ვალუტების ბაზრისთვის სასარგებლო მოვლენა იქნება, რადგან ის სავაჭრო პლატფორმებისადმი, ტრეიდერების და ინვესტორების დამოკიდებულებას შეცვლის.

მასკი ამბობს, რომ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დამყარებული კრიპტო ვალუტები, ფინანსურ ბაზარს შეცვლის და ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ კრიპტო ბაზარმა კრახი განიცადა. Twitter Spaces-ის კონფერენციაზე მის გამოსვლას, პირდაპირ ეთერში მილიონიანი აუდიტორია ჰყავდა.

მასკის თქმით, ამიერიდან ინვესტორები კრიპტო სავაჭრო პლატფორმებს, მხოლოდ ვალუტების გაცვლისთვის გამოიყენებენ და არა საკუთარი კრიპტო აქტივების შესანახად, რისთვისაც ასეთი პლატფორმები გამოუსადეგარია. ილონ მასკი ამბობს, რომ ვალუტების შესანახად, პირადი საფულეების გამოყენებაა საჭირო, რადგან მათზე ფული კომპანიების გაკოტრებისგან და ჰაკერებისგან დაცულია.

„კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ კრიპტო ვალუტები საფულეებში უნდა ინახებოდეს, რომლებსაც პირდაპირი წვდომა აქვს. სავაჭრო პლატფორმები ამისთვის არ გამოდგება. რაც შეეხება კრიპტო ვალუტების მომავალს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ილონ მასკს ამაზე მკაფიო მოსაზრება აქვს. არსებობს სამი კროპტო ვალუტა, რომლებიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ჩემი აზრით, ბიტკოინს, ეთერიუმს და დოგკოინს მომავალი აქვს. დანარჩენებზე ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ თუ ამ სამიდან ერთს მაინც საფულეზე ინახავთ და არა პლატფორმაზე, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასეთ სქემას თავისი უპირატესობა გააჩნია“.

ილონ მასკი
© 2020 MyCoins.ge all rights reserved