FTX-ის კრახმა კრიპტო მილიარდერთა სია 10-ით შეამცირა

Home » ბლოგი » FTX-ის კრახმა კრიპტო მილიარდერთა სია 10-ით შეამცირა
10/01/2023
FTX-ის კრახმა კრიპტო მილიარდერთა სია 10-ით შეამცირა

ფორბსის (Forbes) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, წინა ცხრა თვეში, კრიპტო ინვესტორებმა დაახლოებით 116 მილიარდი დოლარი იზარალეს. ამის მიზეზი გახდა დაღმავალი ბაზარი და კრიპტო ბიზნესში მომუშავე კომპანიების, მათ შორის FTX-ის, გაკოტრებათა სერია.

მარტის შემდეგ, ამ ბაზრის 17-მა ყველაზე გამორჩეულმა ინვესტორმა, თავისი ქონების ნახევარზე მეტი დაკარგა. მათგან ათი აღარ არის კრიპტო მილიარდერთა სიაში. ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული მილიარდერია FTX-ის თანა-დამაარსებელი სემ ბენკმან-ფრიდი. მისი ქონება 2022 წლის დასაწყისში 24 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, FTX-ის საბაზრო ღირებულება კი 32 მილიარდ დოლარს აღწევდა.

მაგრამ წლის ბოლოს კომპანია გაკოტრდა, ბენკმან-ფრიდის ქონება კი პრაქტიკულად განულდა. ახლა ის ამბობს, რომ ჯიბეში მხოლოდ 100 ათასი დოლარი აქვს და იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გადაიხადოს გადასახადები, მათ შორის იურიდიული მომსახურებისთვის, რომელიც მას აუცილებლად დასჭირდება.

დაზარალებულ მილიარდერთა შორისაა FTX-ის კიდევ ერთი თანა-დამაარსებელი გარი ვანგი, ვისი ქონებაც 5.9 მილიარდი დოლარი იყო, მაგრამ ახლა ნულის ტოლფასია. ციფრული ვალუტების ჯგუფის დამაარსებლის და მთავარი აღმასრულებლის, ბარი სილბერტის ქონება, 3.2 მილიარდი დოლარიდან, ნულზე დავიდა. და ამის მიზეზიც FTX-ის კრახი გახდა.

ერთადერთი კრიპტო მილიარდერი, ვინც თითქმის არ დაზარალებულა, არის პროგრამისტი და რიპლის (Ripple) თანა-დამაარსებელი ჯედ მაკქეილები. მას შემდეგ, რაც თავისი კრიპტო აქტივების უმეტესობა გაყიდა, მისი ქონება 2.5-დან 2.4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

ყველაზე მეტად, ბაინენსის (Binance) მთავარმა აღმასრულებელმა ჩანპენ ჟაომ იზარალა. კომპანიაში მისი 70-პროცენტიანი წილი, მარტში 65 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ამჟამად კი „მხოლოდ“ 4.5 მილიარდი დოლარი ღირს. „კოინბეიზის“ მთავარი აღმასრულებლის, ბრაიან არმსტრონგის ქონება, 6-დან 1.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

რიპლის (Ripple) თანა-დამაარსებელ კრის ლარსენის ქონება 4.3-დან 2.1 მილიარდ დოლარამდე დაეცა. Facebook-ის და Gemini-ის თანა-დამაარსებელი ტყუპების, კამერონ და ტაილერ ვინკლვოსების ქონება კი 4.0-დან 1.1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved