კრიპტო სავაჭრო პლატფორმა FTX, რომლის გაკოტრებამაც შარშან ბაზარზე დიდი რყევები გამოიწვია, აღდგენას ცდილობს. საქმეში პლატფორმის ინვესტორები არიან ჩაბმულნი, რომლებიც ამ მიმართულებით, რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.
ამჟამად კომპანიის მთავარი აღმასრულებლის მოვალეობას ბიზნესმენი ჯონ რეი ასრულებს. სწორედ ის აწარმოებს ინვესტორებთან მოლაპარაკებას და პლატფორმის აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორია.
უოლ სტრიტ ჯორნელის ინფორმაციით, ნებისმიერ შემთხვევაში, პლატფორმას სახელს შეუცვლიან, რადგან ძველი სახელი შელახულია. ინვესტორების უმეტესობამ FTX-ის კრახით იზარალა და მათ იმედი აქვთ, რომ სავაჭრო პლატფორმის ხელახლა გაშვების შემდეგ, საკუთარ დანაკარგებს აინაზღაურებენ.