Morgan Stanley ბიტკოინს (Bitcoin) სასპეკულაციო აქტივს უწოდებს

Home » ბიტკოინი » Morgan Stanley ბიტკოინს (Bitcoin) სასპეკულაციო აქტივს უწოდებს
17/03/2023
Photo: bitcoin, ბიტკოინი, MyCoins, მაიქოინსი
Morgan Stanley ბიტკოინს (Bitcoin) სასპეკულაციო აქტივს უწოდებს

Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ტრეიდერები ბიტკოინს (Bitcoin) სასპეკულაციო აქტივის რანგში იყენებენ და არა როგორც ვალუტას. ბანკის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ლაპარაკია იმაზე, რომ საბანკო სექტორში შექმნილი პრობლემების (SVB-ს და სხვა ბანკების კრახი) მიუხედავად, ბიტკოინის (BTC) ფასი დაეცა. არადა, მსგავს სიტუაციებში, ინვესტორები კრიპტო ვალუტებს ეტანებიან ხოლმე, რაც ფასის ზრდას იწვევს.

სამი ამერიკული ბანკის კრახის პირობებში, ინვესტორებს საკუთარი აქტივები ბიტკოინის (BTC) და კრიპტო აქტივებისკენ უნდა მიემართათ. „მორგან სტენლის“ ანალიტიკოსების არგუმენტი ისაა, რომ კერძო კრიპტო საფულეებში, აქტივები ეგრეთ წოდებული კონტრაგენტული რისკებისგან დაცულია.

საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თავის დროზე, ბიტკოინი (BTC) შეიქმნა, როგორც ფასეულობის შესანახი და ტრანზაქციების შესასრულებელი აქტივი, რომელსაც გადარიცხვებისას, შუამავლები (რა როლსაც ბანკები ასრულებენ) არ სჭირდება. მაგრამ რეალობაში, წამყვანი კრიპტო ვალუტა „ტრადიციული საბანკო სისტემისგან იზოლირებული“ არაა. ამის მიზეზი კი ის გარემოებაა, რომ ბიტკოინის (BTC) ფასი, საბანკო ლიკვიდურობისგან, მეტწილად ამერიკული დოლარით არის მხარდაჭერილი. ამ გარემოების გამო, ბიტკოინით ვაჭრობა, სპეკულაციური აქტივებით ვაჭრობის მსგავსია და არა ვალუტებით ვაჭრობისა.

მაგრამ Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების აზრით, მთავარი მაინც ისა, რომ მართალია, ბიტკოინის ქსელს, ბანკებისგან დამოუკიდებლად შეუძლია მუშაობა, მისი ფასი და შესაბამისად, მისი მყიდველობითი უნარი, კვლავაც დიდწილად არის დამოკიდებული ცენტრალური ბანკების (ძირითადად ფედრეზერვის) პოლიტიკაზე. ამასთან, ბიტკოინით (BTC) ვაჭრობისთვის საჭიროა ჩვეულებრივი ბანკების ჩართულობა, რომლებიც ფულის შედინება-გადინებას უზრუნველყოფენ.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved