კრიპტო სამუშაო ადგილების დინამიკა – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11/11/2018 – 18/11/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » კრიპტო სამუშაო ადგილების დინამიკა – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11/11/2018 – 18/11/2018)
19/11/2018
კრიპტო სამუშაო ადგილების დინამიკა – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11/11/2018 – 18/11/2018)

კრიპტოვალუტასთან დაკავშრებული სამუშაო ადგილებით დაინტერესების  დინამიკა – 2017/2018 წლის ჭრილში

მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ წელს ბლოკჩეინსა და კრიპტოსავალუტო აქტივობებში დასაქმებულთა და დამსაქმებელთა დაინტერესება შემცირდა. CoinDesk – ისთვის მიწოდებული ფიგურებიდან[1] (მონაცემები) გამომდინარე, ბიტკოინთან, ბლოკჩეინთან და კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სამუშაო ადგილების ძიების მოცულობა 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე 3.06 პროცენტით შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დამსაქმებელთა ინტერესი მსგავსი ტიპის სამუშაო ადგილებზე (რაც გულისხმობს სამუშაო ადგილების განთავსებას ვებ – გვერდზე) 25.49 პროცენტით გაიზარდა იმავე პერიოდის განმავლობაში. indeed.com – ის წარმომადგენლების თქმით, 2018 წლის სტატისტიკა საგრძნობლად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს წინა წლების სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით. მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, სამუშაოს მაძებელთა დაინტერესება კრიპტოსავალუტო საქმიანობასთან მიმართებაში 481.61 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ამავე სფეროს დამსაქმებელთა დაინტერესება ზემოთხსენებული პერიოდის ჭრილში 325 პროცენტიან ზრდას აჩვენებდა.

Indeed – ის მთავარი ვიცე პრეზიდენტის, რაჯ მუკერჯის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეინიშებოდა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სამუშაო ადგილებით დაინტერესების სტაბილური ზრდა, მათი მონაცემების მიხედვით, სამუშაოს მაძებელთა განსაკუთრებული მატება შეინიშნებოდა იმ პერიოდში, როდესაც ბიტკოინმა ფასის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მას შემდეგ კი მაძიებელთა დაინტერესებამ კლება დაიწყო, თუმცა მისი სიდიდე კვლავ საგრძნობლად მაღალია. Indeed – ისგან განსხვავებულ რიცხვებს გვთავაზობს სამუშაო ადგილების ძიების კიდევ ერთი პორტალი Glassdoor, რომელმაც საკუთარი სტატისტიკა ოქტომბრის თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშში წარადგინა. მათი გამოთვლების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2018 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული სამუშაო ადგილების რაოდენობა წინა წლის იგივე თვესთან შედარებით 300 პროცენტით გაიზარდა. ამავდროულად, მედიანურმა ყოველწლიურმა ანაზღაურებამ 84,884 ა.შ.შ. დოლარამდე მოიმატა, რაც წინა წელთან შედარებით 61.8 პროცენტიან ზრდას უტოლდება. [2]

წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი

ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.

დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (12/11/2018 – 18/11/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.

ბიტკოინი / Bitcoin

მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბიტკოინის ფასმა სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით ყველაზე საგრძნობი ცვლილებები განიცადა. ფასმა მაქსიმუმს დასაწყისში  მიაღწია და კვირის ბოლოსკენ კლების ტენდენცია განაგრძო. კვირის დასაწყისში ფასი  6,371.27 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 5,640.29 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვირის ბოლოსკენ, 17 ნოემბერს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე ფასი 12.7 % – ით შემცირდა, რაც 13 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით შემცირებას ასახავს.

ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 110.7 მილიარდი აშშ დოლარიდან 98.04 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების შემცირებას გვიჩვენებს. აღსანიშნავია ისიც რომ კაპიტალიზაციის მოცულობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად ჩამოცდა 100 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 110.7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა შესამჩნევად მაღალია. ზოგადად კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე კაპიტალიზაციის შემცირება 11.4 % – ს გაუტოლდა.

ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი 385.24 $ – სა და 516.31 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინის მსგავს ტრენდს მიყვება. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით მაღალი იყო და კვირის ბოლოს კლება განიცადა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ კვირის დასაწყისიდან, სადაც ფასის ნიშნული 516.31 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლო მონაცემამდე ფასის შემცირება 25.4 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 12 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით 9.01 მილიარდი აშშ დოლარიდან 6.73 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის ღირებულებამ მიაღწია 18 ნოემბერს დაფიქსირდა 6.73 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 9.01 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლომდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 25 % – ს გაუტოლდა.

ეთერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 174.00 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 12 ნოემბერს დაფიქსირდა და დაახლოებით 210.42 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან კვირის ბოლომდე შემცირება 15 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 21.71 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან კვირის ბოლომდე შემცირება დაახლოებით 15 % – ს აღწევს.

რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.47 $ – სა და 0.52 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 16 ნოემბერს, ხოლო ყველაზე მაღალი 12 ნოემბერს დაფიქსირდა 0.52 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 1 % – ით შემცირდა.

ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 20.79 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 9 % შეადგინა.

ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდები სხვა ყველა კრიპტოვალუტის მსგავს დინამიკას იმეორებს (რიპლის გარდა). კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 50.65 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 42.86 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა შემცირებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 15 % – ული ერთეული შეადგინა.

ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 3.04 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლომდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 7 % – ით შემცირდა.

დეში / Dash

დეშის შემთხვევაშიც, მისი ფასის მერყეობა სხვა კრიპტოვალუტების მსგავს ტრენდს იმეორებს (რიპლის გარდა). მაქსიმალური მაჩვენებელი 12 ნოემბერს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 17 ნოემბერს 132.63 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა შემცირებამ 19 % შეადგინა.

ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი ფასების მსგავ ტრენდს იმეორებს. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 1.38 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 17 ნოემბერს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 19 % – ს გაუტოლდა.

ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (12/11/2018)

საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 12 ნოემბერს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 66 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 12 %) ინაწილებენ.

ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (18/11/2018)

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები მცირედით შეიცვალა. 18 ნოემბრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 66 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 12 %) და რიპლი (დაახლოებით 14 %) ინაწილებენ.

Binance – ი საკუთარ სავაჭრო პლატფორმაზე USDC[3] სტაბილურ მონეტას განათავსებს

ბიტკოინით ვაჭრობის მოცულობის სიდიდის მიხედვით მესამე სავაჭრო პლატფორმა Binance – ი, აპირებს მხრი დაუჭიროს ახლად გამოშვებულ სტაბილურ მონეტას[4] USDC – ის (USD Coin). წინა კვირას, ხუთშაბათს გაკეთებული განცხადების მიხედვით, Binance – ი გახსნის სავაჭრო წყვილებს რეგულირებად დოლართან მიბმულ ვალუტასა და ბიტკოინს შორის (სტაბილური მონეტა ასევე დაწვილდება Binance – ის კრიპტოვალუტასთან BNB – სთან). ამასთან, ისინი უკვე ღებულობენ USDC დეპოზიტებს პლატფორმის სავაჭრო პროცესისთვის გასამზადებლად. აღნიშნული სიახლე, კრიპტო საფინანსო ფირმამ Circle – მაც დაადასტურა, რომელიც მონაწილეობდა აღნიშნული სტაბილური ვალუტის განვითარების პროცესში. აღსანიშნავია ისიც, რომ USDC – ი პირველად ამავე წლის სექტემბერში CENTRE კოსორციუმმა გაუშა სისტემაში, მათ ხელთ არსებული ა.შ.შ. დოლარების მონეტარიზაციისა და მისი ღირებულების საჯარო ბლოკჩეინებში მარტივად გადაცემის მიზნით.

USDC – ის მხარდაჭერის იდეა პირველად Coindek – ისთვის ოქტომბერში გახდა ცნობილი, როდესაც Binance – ის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა ვეი ჟუმ თავიანთ პლატფორმაზე უფრო მეტი სტაბილური მონეტის განთავსების სურვილი გამოთქვა. შედეგად, მიმდინარე მონაცემებით, Binance – ი უკვე მხარს დაუჭერს ოთხ სტაბილურ მონეტას USDC – ს, USDT – ს, PAX – სა და TUSD – ს (ბოლო სამი სტაბილური მონეტა უკვე განთავსებულია მათ პლატფორმაზე სავაჭროდ). გასულ თვეში, ამერიკულმა კრიპტო სავაჭრო ერთეულმა Coinbase – მაც განაცხადა სტაბილური მონეტის (USDC) საკუთარ პლატფორმაზე განთავსების შესახებ, რომელიც მის შემთხვევაში პირველ სტაბილურ მონეტას წარმოადგენს (Coinbase – ი Circle – თან ერთად CENTRE კონსორციუმის ერთ – ერთი თანადამფუძნებელია). რაც შეეხება სხვა სავაჭრო პლატფორმებს, სამხრეთ კორეაში დაფუძნებულმა Korbit – მა და იაპონიაში მოღვაწე Liquid – მა, ცოტა ხნის წინ საკუთარ პლატფორმებზე ხელმისაწვდომი გახადეს USDC – ით ვაჭრობა. Circle – ის განცხადებით, დღესდღეობით 50 – ზე მეტი გაცვლის ერთეული, პროტოკოლი, პლატფორმა, აპლიკაცია და საფულე მხარს უჭერს აღნიშნულ მონეტას, და ამასთან ერთად, კაპიტალის საერთო მიწოდება დაახლოებით 148 მილიონ ა.შ.შ. დოლარს უტოლდება[5]

 

 

[1] მსოფლიოს ერთ – ერთი უმსხვილესი სამუშაო ადგილების ძების ვებ – გვერდის www.indeed.com – ის მონაცემების მიხედვით

[2] წყარო: https://www.coindesk.com/crypto-job-interest-still-strong-despite-decline-says-indeed

[3] USD Coin (USDC)

[4] რომელიმე ვალუტაზე მიმაგრებული კრიპტოვალუტა. ამ შემთხვევაში აღნიშნული კრიპტოვალუტა გამყარებულია ა.შ.შ. დოლარით.

[5] წყარო: https://www.coindesk.com/binance-exchange-will-list-the-usdc-stablecoin-this-week

© 2020 MyCoins.ge all rights reserved