ევროპის ქვეყნების ექსპერიმენტები კრიპტო მიმართულებებით – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11/06/2018 – 17/06/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » ევროპის ქვეყნების ექსპერიმენტები კრიპტო მიმართულებებით – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (11/06/2018 – 17/06/2018)
18/06/2018
ევროპის ქვეყნების ექსპერიმენტები კრიპტო მიმართულებებით – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა  (11/06/2018 – 17/06/2018)

„კრიპტო სავაჭრო ცენტრის“ საპილოტე პროექტის ტესტირება სლოვენიაში
სლოვერნიის დედაქალაქ ლუბლიანაში არსებული BTC City სავაჭრო ცენტრი, ექსპერიმენტის ფარგლებში 150 მდე ადამიანს საშუალებას მისცემს შესყიდვები განახორციელოს კრიპტოვალუტების მეშვეობით 24 მდე ბრენდის მაღზიებში რომელთა საერთო რაოდენობა ტერიტორიაზე დაახლოებით 500 ერთეულს უახლოვდება. აღნიშნული ბრენდები მოიცავენ როგორც ტანსაცმლისა და ელექტრონული ტექნიკის ქსელებს, ასევე სარესტორნო და გასართობ ერთეულებსაც.
მიუხედავად სავაჭრო ცენტრის გასაოცრად შესაბამისი სახელისა (BTC City), ბიტკოინსა და სავაჭრო კომპლექსის დასახელებას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ სლოვენიის BTC სავაჭრო ცენტრი ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ცენტრს წარმოადგენს. იგი პირველად 1950 წელს გაიხსნა და მისი სახელი Blagovno Transporti Center – დან (ბლაგოვნოს სატრანსპორტო ცენტრი) მომდინარეობს.
2018 წლის დასაწყისში, სავაჭრო ცენტრმა სტარტაპ Eligma – სთან ერთად განავითარა პროექტი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ე.წ. dubbed Eliplay გადახდების სისტემას, რაც საშუალებას გვაძლევს მობილური აპლიკაციის გამოყენებით ტრანზაქციები და ანგარიშწორება კრიპტოვალუტების ერთეულებში განვახორციელოთ. დაახლოებით 500 სავაჭრო ობიექტზე მეტი ერთეულით, BTC სავაჭრო ცენტრი, მიზნად ისახავს რომ მსოფლიო მასშტაბით გახდეს პირველი სავაჭრო ჰაბი, რომელიც აღარებს კრიპტოვალუტებით განხორციელებულ ტრანზაქციებს.
ბიტკოინ ქალაქის (Bitcoin City) დაარსება საერთო ძალისხმევით ხორციელდება, რადგან მის შექმნას მხარს უჭერს როგორც კერძო სექტორის ისე ოფიციალური ინსტიტუტების წარმომადგენლებიც. კრიპტოვალუტების გამოყენების პროპაგანდის მხარდასაჭერად, სლოვენიის პრემიერ მინისტრმა და სახემლწიფო უწყების წარმომადგენელმა, სავაჭრო ცენტრში ვიზიტის დროს მიირთვეს ყავა, რომელიც კრიპტოვალუტით იყო შეძენილი. ამავდროულად, პრემიერ მინისტრი მკაფიოდ უჭერს მხარს, სახელმწიფო და საჯარო მომსახურების მიწოდების დარგებში ბლოკჩეინის პლატფორმის დანერგვას ეფექტიანობისა და მონაცემების დაცულობის გაზრდის მიზნით.[1]
 
წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია eMoney – ს ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალუტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, eMoney – ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.
კვირის მიმოხილვის ჭრილში, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (11/06/2018 – 17/06/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  eMoney – ს ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
ბოლო დროის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. მისი ფასი კვირის განმავლობაში შედარებით სტაბილური იყო და კვიროს ბოლოს მნიშვნელოვნად დაეცა. კვირის დასაწყისში ფასი  6,906.92 $ იყო და კვირის ბოლოს მან 6,581.61 $ – ს მიაღწია. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის დასაწყისში, 11 ივნისს დაფიქსირდა და დაახლოებით 6,906 $ – ს გაუტოლდა. პროცენტულ ერთულებში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმანდე ფასი 8 % – ით შემცირდა, რაც კვირის დასაწყისიდან 13 ივნისის ჩათვლით შემცირებას ასახავს.
Bitcoin
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 116.18 მილიარდი აშშ დოლარიდან 112.54 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი მოცულობის შემცირებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის დასაწყისში 118 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, თუმცა იგი კვირის ბოლო დღეს საგრძნობლად შემცირდა. ზოგადად ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მაჩენებლიდან მინიმალურ დონემდე პროცენტული შემცირება 8 % – ს გაუტოლდა.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
რაც შეეხება ბიტკოინ ქეშს, ერთი ერთეული ბიტკოინ ქეშის ფასი 844.24 $ – სა და 958.56 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინის მსგავსად ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა შედარებით სტაბილური იყო და ბოლო დღეს მისი ფასი საგრძნობლად შემცირდა. ამავდროულად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან (კვირის დასაწყისიდან) 17 ივნისამდე ფასის შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 854.74 $ – ს უტოლდება. პროცენტულ ერთეულებში, ფასის შემცირება მაქსიმალური ფასის ნიშნულიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე 12 % – ს მიუახლოვდა.
bitcoin cash
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 16.11 მილიარდი აშშ დოლარიდან 14.69 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 14 ივნისს დაფიქსირდა 14.51 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 16.44 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმუმამდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 12 % – ს გაუტოლდა.
ეთერიუმი / Ethereum
ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 477.49 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 11 ივნისს დაფიქსირდა და დაახლოებით 533.28 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე შემცირება 10 % – ს მიუახლოვდა.
ethereum
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 53.28 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირება დაახლოებით 10 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
სხვა განხილულ კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია, თუმცა მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში ყველა სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.53 $ – სა და 0.60 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 17 ივნისს, ხოლო ყველაზე მაღალი 11 ივნისს დაფიქსირდა 0.60 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 12 % – ით შემცირდა.
ripple
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 23.63 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალური კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 12 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
წინა კვირის მსგავსად, ლაითკოინის საბაზრო ტრენდები, მიმდინარე კვირაშიც რიპლის მსგავს საბაზრო ტენდენციებს იმეორებს. მისი ფასი კვირის დასაწყისში საგრძნოლბა დავარდა, ხოლო კვირის ბოლოს ფასმა უმნიშვნელო მატება განიცადა. კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ფასი 9 % – ით შემცირდა.
litecoin
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივაც, სიტუაცია მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 5.35 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 12 % – ით შემცირდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის დასაწყისში 12 ივნისს დაფიქსირდა და 6.12 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაშიც, კვირის დასაწყისში ფასი მცირდება და კვირის ბოლოსკენ ფასი ზრდას იწყებს. მაქსიმალური მაჩვენებელი 11 ივნისს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 13 ივნისს 245.96 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა ვარდნამ 10 % შეადგინა.
dash
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ასევე, ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 2.23 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 14 ივნისს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 10 % – ს გაუტოლდა.
საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩენებლების მიხედვით, 11 ივნისს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 54 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 24 %) და რიპლი (დაახლოებით 11%) ინაწილებენ.
11-06
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (11/06/2018)
კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები უმნიშვნელოდ შეიცვალა, რადგან ჩვენს მიერ განხილულმა ყველა კრიპტოვალუტის ფასმა და კაპიტალიზაციამ მსგავსი ცვლილებები განიცადა. 17 ივნისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 55 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 24 %) და რიპლი (დაახლოებით 10%) ინაწილებენ.
17-06
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (17/06/2018)

შვეიცარიის ერთ-ერთი ქალაქი, არჩევნებში ბლოკჩეინის პლატფორმის დანერგვას აპირებს

შვეიცარიის ქალაქი ციუგი (Zug), რომელიც გამორჩეულია ბლოკჩეინის ინდუსტრიის აქტიური მხარდაჭერით, აპირებს ხმის მიცემის საპილოტე პროექტის გაშვებას, რომელიც დაფუძნებული იქნება როგორც საარჩევნო სისტემის მონაცემებზე ისე მოსახლეობის ბლოკჩეინის ტექნოლოგიების IDs – ებზე. ე.წ. e-voting – ის (ელექტრონული ხმის მიცმა) საპილოტე ექსპერიმენტი განხორციელდება ამავე წლის 25 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, ბლოკჩეინის სისტემისა და ინდუსტრიის უკეთ ასათვისებლად მოცემული ქალაქის ფარგლებში. საპილოტე ვერსია მიბმული იქნება ციფრული იდენტურობის აღქმის საცდელ ვერსიასთან, რომელიც განხორციელების პროცესშია.
ქალაქის ოფიციალურმა წარმომადგენლება, გაუშვეს პროექტი, რომელიც ეთერიუმზე დაფუძნებული აპლიკაციის „uPort” – ის სახელით არის ცნობილი. მისი მეშვეობით ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის საიდენთფიკაციო (ID) მონცემების ციფრულ ერთეულებში გადატანა. საპილოტე პროექტი 2017 წლის ნოემბერში გაუშვეს და მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით ახალი მომსახურებით სარგებლობისათვის, 200 მდე მოქალაქე დარეგისტრირდა. საცდელი ვერსიის პირობებში, ციფრული ID – ს გმაოყენებით, ადგილობრივები შეძლებენ არჩევნებში ხმის მიცემას ბლოკჩეინის პლატფორმის მეშვეობით, თუმცა საწყის ეტაპზე მიცემულ ხმას არ ექნება საარჩევნო ძალა. ამ ექსპერიმენტის მთავარი მიზანია, დაიტესტოს საარჩევნო სისტემის უსაფრთხოების საკითხები, კერძოდ შეეძლება თუ არა ბლოკჩეინის სისტემას მიაღწიოს ე.წ. „გარდაუვალობას, ქმედითუნარიანობასა და გამოკვლევადობას“ ამომრჩევლის მონაცემების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფასთან ერთად.
ბლოკჩეინის საარჩევნო სისტემაში დანერგვის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საარჩევნო თაღლითობების შემცირება და უცვლელი/გარანტირებული ჩანაწერების წარმოება. აღნიშნული პრობლემების მოგვარებით ბოლო პერიოდში დაინტერესება გაიზარდა როგორც სამთავრობო დონეზე ისე ფინანსური საქმიანობის წარმართვის მიმართულებთაც. აღნიშნულიდან გამომდინარე NASDAC – მა (ამერიკის ფასიანი ქაღალდების ბაზარი) 2018 წლის ნოემბერში დაიწყო აქციონერების ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის განვითარება, რომელიც ბლოკჩეინის პლატფორმაე იქნება დაფუძნებული. ასევე, აღსანიშნავია ისიც რომ იმავე თვეს, ამერიკის შეერთებული შტარების ერთ-ერთმა შტატმა დასავლეთ ვირჯინიამ, გაუშვა ხმის მიცემის საპილოტე პროექტი, იმ ამომრჩევლებისათვის, რომლებიც არჩევნების დროს არ იმყოფებიან ადგილზე (კერძოდ, ჯარში მომსახურე მოქალაქეებისათვის). რა თქმა უნდა, აღნიშნული სისტემაც ბლოკჩეინის პლატფორმაზე იქნება დაფუძნებული და ამომრჩევლებს მობილური აპლიკაციის გამოყენებით შეეძლებათ არჩევნებში მონაწილეობა და ხმის მიცემა.[2]
[1] წყარო: https://www.coindesk.com/a-crypto-shopping-mall-is-being-tested-in-slovenia/
[2] წყარო: https://www.coindesk.com/swiss-city-plans-to-vote-on-blockchain-using-ethereum-digital-id/
 

© 2020 MyCoins.ge all rights reserved