მაინინგის შესაძლო გავლენა Nvidia – ს გრაფიკული პროცესორების (GPU) გაყიდვების შემცირებაზე – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13/08/2018 – 19/08/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » მაინინგის შესაძლო გავლენა Nvidia – ს გრაფიკული პროცესორების (GPU) გაყიდვების შემცირებაზე – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13/08/2018 – 19/08/2018)
20/08/2018
მაინინგის შესაძლო გავლენა Nvidia – ს გრაფიკული პროცესორების (GPU) გაყიდვების შემცირებაზე – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (13/08/2018 – 19/08/2018)

Nvidia – ს განცხადებით, კრიპტო-მომპოვებლებზე გაყიდული გრაფიკული პროცესორების (GPU) რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წელს კომპანიის შემოსავალი დაახლოებით 2.66 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი იყო (40 % – ით ზრდა წინა წელთან შედარებით), ხოლო 2018 წელს კი მათ შემოსავლები 4 % – ით შემცირდა. ამ დროისთვის, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სათამაშო, პროფესიონალური ვიზუალიზაციისა და მონაცემთა ცენტრების მომსახურების გაყიდვები აბალანსებენ კრიპტო მიმართლებით შემცირებულ გაყიდვებს. შემოსავლების მონაცემებზე დაყრდნობით, კრიპროვალუტებთან დაკავშრებული პროდუქტებიდან მიღებული შემოსავალი 100 მილიონი ა.შ.შ. დოლარით შემცირდა, მაშინ როდესაც კრიპტო-სპეციფიკური პროდუქტების შემოსავალი რეალურად 18 მილოინი ა.შ.შ. დოლარო იყო. წინა პერიოდში (2016-2017) განვითარებულ მოვლენებზე დაყრდნობით, კომპანიამ ჩათვალა რომ კრიოტოსავალუტო მიმართულებით გრაფიკული პროცესორების წარმოების ზრდა აზრიანი იყო მათთვის, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით ისინი არ აპირებენ სამომავლოდ პოზიტიური განწყობის შექმნასა და წარმოების მოცულების ზრდას.

აღნიშნული კომპანიის პროდუქციაზე გასულ წელს მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, რაც ძირითადად კრიპტო-მომპოვებლების მხრიდან მომდინარეობდა. Nvidia – ს განცხადებით, რომელიც ამავე წლის მარტში გამოქვეყნდა, საჭიროა წარმოების მცირედით გაფართოვება რათა დაკმაყოფილდეს როგორც კრიპტო-მომპოვებლების ისე მოთამაშეების (gamers) მოთხოვნა გრაფიკულ პროცესორებზე. ამასთანავე, კომპანიისათვის საკმაოდ რთულია გამოიანგარიშოს მათი ბიზნეს აქტივობის რა ნაწილი მოდის კრიპტო-მომპოვებლებზე და რა ნაწილი მოდის ტრადიციულ ბაზრებზე. თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიმდინარე მონაცემების მიხედვით, მოგების დიდი ნაწილი კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიიდან მომდინარეობს, რაც ძირითადად ე.წ. „საოცარი თამაშების“ დამსახურებაა, რომლებიც ბოლო პერიოდში შეიქმნა.[1]

წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი

მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია ვებგვერდი MyCoins.ge – ს  მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.

დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (13/08/2018 – 19/08/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  ვებგვერდი MyCoins.ge – ს  დახმარებით.

 

ბიტკოინი / Bitcoin

ბოლო დროის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მისი ფასი კვირის დასაწყისში დაბალი იყო და კვირის ბოლოს მან შესამჩნევი ზრდა აჩვენა. კვირის დასაწყისში ფასი  6,297.57 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 6,408.43 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის ბოლოსკენ, 17 აგვისტოს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმამდე ფასი 6 % – ით გაიზარდა, რაც 13 აგვისტოდან 17 აგვისტოს ჩათვლით ზრდას ასახავს.

ფიგურა 1: წყარო: https://myc.ge/2PmGOvf (განხილულია დახურვის ფასები)

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 109.11 მილიარდი აშშ დოლარიდან 110.35 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების ზრდას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 113,.4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა გაცილებით მაღალია. ზოგადად ყველაზე დაბალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლიდან მაქსიმალურ დონემდე პროცენტული ზრდა 6 % – ს გაუტოლდა.

ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

რაც შეეხება ბიტკოინ ქეშს, ერთი ერთეული ბიტკოინ ქეშის ფასი 535.98 $ – სა და 597.01 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინის მსგავს ტრენდს იმეორებს. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ მინიმალური მაჩვენებლიდან 19 აგვისტოს ჩათვლით ფასის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 566.24 $ – ს უტოლდება. პროცენტულ ერთეულებში, ფასის ზრდა მინიმალური ფასის ნიშნულიდან მაქსიმალურ მაჩვენებლამდე 17 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 2: წყარო : https://myc.ge/2L8jKND (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 13 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით 9.87მილიარდი აშშ დოლარიდან 9.80 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 16 აგვისტოს დაფიქსირდა 8.87 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 10.34 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მინიმალური მაჩვენებლიდან მაქსიმუმამდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 17 % – ს გაუტოლდა.

ეთერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 315.73 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 17 აგვისტოს დაფიქსირდა და დაახლოებით 597.01 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმამდე ზრდა 16 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 3: წყარო: https://myc.ge/2wn0ExZ (განხილულია დახურვის ფასები)

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 32.43 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირება დაახლოებით 12 % – ს აღწევს.

რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია, და ამავდროულად მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში ყველა სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტებისგანსხვავებით შედარებით სტაბილურია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.27 $ – სა და 0.34 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 14 აგვისტოს, ხოლო ყველაზე მაღალი 17 აგვისტოს დაფიქსირდა 0.37 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 23 % – ით გაიზრდა.

ფიგურა 4: წყარო: https://myc.ge/2N7YsRK (განხილულია დახურვის ფასები)

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 14.29 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა ზრდამ მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 31 % შეადგინა.

 ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდები რიპლისაგან განსხვავებულ მერყეობას აფიქსირებს და ძირითადა (ბიტკოინისა და ბიტკოინ ქეშს ტრენდს იმეორებს). მისი ფასი კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ზრდის ტენდენციას აჩვენებს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 56,.85 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 57.50 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა ცვლილებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 1 პროცენტული ერთეული შეადგინა.

ფიგურა 5: წყარო: https://myc.ge/2vVoh0O (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია მცირედით განსხვავებულია. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 3.15 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 13 % – ით გაიზარდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის ბოლოს 18 აგვისტოს დაფიქსირდა და 3.56 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

დეში / Dash

დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი სტაბილურად მერყეობს  და კვირის ბოლოსკენ იგი უმნიშვნელოდ მცირდება. მაქსიმალური მაჩვენებელი 17 აგვისტოს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 14 აგვისტოს 138.57 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მინიმალური ფასიდან მაქსიმალურ ფასამდე პროცენტულმა ზრდამ 20 % შეადგინა.

ფიგურა 6: წყარო: https://myc.ge/2nQ7t7b (განხილულია დახურვის ფასები)

ასევე, ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 1.39 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 15 აგვისტოს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 17 % – ს გაუტოლდა.

საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.  ვებგვერდ MyCoins.ge-ზე არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩენებლების მიხედვით, 13 აგვისტოს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 65 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 19 %) და რიპლი (დაახლოებით 7 %) ინაწილებენ.

ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები ვებგვერდ MyCoins.ge-ზე არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (13/08/2018)

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები საგრძნობლად არ შეცვლილა. 19 აგვისტოს მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 66 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 18 %) და რიპლი (დაახლოებით 8 %) ინაწილებენ.

ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები ვებგვერდ MyCoins.ge-ზე არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (19/08/2018)

ა.შ.შ. – ს სადაზღვევო რეიტინგების ბიურო IBM – თან თანამშრომლობას იწყებს

სადაზღვევო მომსახურების ამერიკული ასოციაცია (AAIS) გადაერთო IBM – ის ბლოკჩეინის პლატფორმაზე სადაზღვევო ანგარიშების ავტომატიზირებული სისტემის მხარდასაჭერად. IBM – ის ბლოკჩეინში ჩაშენებული ე.წ. ჰიპერჩანაწერების სტრუქტურის (Hyperladger Fabric) გამოყენებით სადაზღვევო მონაცემების ღია სისტემის (openIDL) ამოცანაა სადაზღვევო მომსახურების მომწოდებელი კომპანიების მიერ მარეგულირებელი ორგანოებისათვის მოხსენებებისა და ანგარიშების წარმოების გამარტივება და აღნიშნული მონაცემების ბლოკჩეინის სისტემაში შენახვა, რაც მარეგულირებელ ორგანოებს საშუალებას აძლევს მოიძიონ მათთვის საინტერესო მონაცემები საჭროების მიხედვით დროის მოკლე პერიოდში. სისტემა არსებითად გაამარტივებს ასოციაციის მთავარ მისიას, რაც მათ მიერ სადაზღვევო კომპანიების აქტივობებისა და რეიტინგების მონაცემების მიწოდებას წარმოადგენს შესაბამისი სახელმწიფო დონის სადაზღვევო საქმიანობის წარმმართველი ორგანოებისათვის.

ამჟამად, სადაზღვევო მომსახურების ამერიკული ასოციაცია თითოეული დამზღვევი წევრისათვის ყოველთვიურად ან კვარტალურად აქვეყნებს მოხსენებას შტატის კანონმდებლობის მიხედვით. თუმცა, ახალი სისტემა, რომელიც საპილოტე რეჟიმშია შეამცირებს ასოციაციის ფუნქციებს, რადგან თითოეული დამზღვევი კომპანია პირდაპირ განათავსებს მოთხოვნილ მონაცემებს ბლოკჩეინის სისტემაში. შედეგად, მარეგულირებელ ორგანოებს პირდაპირ ექნებათ წვდომა საჭირო ინფორმაციაზე და გამოქვეყნებული მოხსენებებისა და ანგარიშების ლოდინის ნაცვლად, შესაძლებლობა ექნებათ შეამოწმონ ინფორმაცია ნებისმიერ დროს. ამავდროულად, მნიშველოვანია ისიც რომ ახალი სისტემის უპირატესობას არა მარტო მონაცემების გაცვლის გამარტივება, არამედ მონაცემთა უსაფრთხოების ზრდა, ხელმისაწვდომობის აწევა და მათი სისწორის გაუმჯობესება წარმოადგენს. ასევე, ჰიპერჩანაწერების სტრუქტურის მხარდაჭერა კერძო და კონფიდენციალური ტრანზაქციების განხორციელების მიმართულებით, კომპანიებს აღნიშნულ ქსელთან მონაცემების გაცვლის საშუალებას აძლევს, სადაც თითოეულმა მათგანმა იცის თუ რა მონაცემს ფლობს და ვის აქვს წვდომა კონკრეტულ ინფორმაციაზე. აღნიშნული სიახლე, წარმოადგენს იმის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინის სისტემამ გააერთიანოს მომხმარებელთა მთლიანი ეკოსისტემა და ინფორმაციას საშუალება მისცეს გაზიარდეს კომპანიებს შორის ახალი მეთოდებით, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს რეალურ ბიზნეს შედეგებამდე.[2]

 

[1] წყარო: https://myc.ge/2MEK4nb

[2] წყარო: https://myc.ge/2N316Z9

© 2020 MyCoins.ge all rights reserved