ჩინეთის ყველაზე მდიდარი კრიპტო მილიარდერები – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (07/10/2018 – 14/10/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » ჩინეთის ყველაზე მდიდარი კრიპტო მილიარდერები – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (07/10/2018 – 14/10/2018)
15/10/2018
ჩინეთის ყველაზე მდიდარი კრიპტო მილიარდერები – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (07/10/2018 – 14/10/2018)

Wealth List – მა ჩინეთის 13 ყველაზე მდიდარი კრიპტო მილიარდერის სია გამოაქვეყნა

ჩინეთის რამდენიმე ანტერპრენეურმა, რომლებიც კრიპტოსავალუტო სტარტაპებს წარმოადგენენ როგორც ადგილობრივ ისე მსოფლიო მასშტაბით, პირველად ისტორიაში ქვეყნის კრიპტო მილიარდელების სია შეაადგინა.

Hurun – მა, ორგანიზაცია რომელიც ჩინეთსა და მსოფლიოში თვალყურს ადევნებს მაღალი შემოსავლის მქონე ინდივიდებს, ოთხშაბათს 10 ოქტომბერს გამოაქვეყნა ჩინეთის ყველაზე მდიდარი აღმასრულებელი დირექტორების სია, რომელთა სიმდიდრე სულ მცირე ორ მილიარდ იუანს (იგივე რაც 228 ა.შ.შ. დოლარი) უტოლდება. ანგარიშის მიხედვით, ბიტკოინის მომპოვებელი ფირმებიდან და კრიპტოსავალუტო ბირჟებიდან 6 ადამიანის მთლიანი მოგება ცალ – ცალკე ერთ მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე მეტს შეადგენს, მაშინ როცა მთლიანობაში ინდუსტრიიდან ცამეტი ადამიანი აღმოჩნდა ყველაზე მდიდრების სიაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ზან კეტუანი (ხუთი წლის წინ დაარსებული მომპოვებელი ფირმის Bitmain – ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი) არის ერთადერთი ადამიანი ინდუსტრიიდან რომელიც ჩინეთის 100 უმდიდრეს ადამიანს შორის მოხვდა (95-ე ადგილით), რომლის მთლიანი სიმდიდრე 29.5 მილიარდ იუანს უტოლდება (რაც 4.25 მილიარდი ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტია). სიმდიდრის მიხედვით, ზანის შემდეგ მოდი ვუ ჯიჰანი, რომელიც ასევე Bitmain – ის თანადამფუძნებელია და მისი მთლიანი სიმდიდრე 16.5 მილიარდ იუანს (ან 2.38 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს) შეადგენს.

ამჟამინდელი კრიპტოსავალუტო ბაზრის კრიზისის მიუხედავად, მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოსავალუტო ბირჟების დამფუძნებლებიც ახლად გამოჩეკილ მილიარდერებად იქცნენ. Binance – ის შემქმნელი ზაო ჩანგპენგი, Huobi – ის შემქმენლი ლი ლინი და OKCoin – ის შემქმნელი სტარ ქსუ, წარმოადგენენ სიის მომდევნო ყველაზე მდიდარ კრიპტოსავალუტო ანტრეპრენეურებს, შესაბამისი 2.1 მილიარდი, 1.4 მილიარდი და 1 მილიარდი ა.შ.შ. დოლარით.

ასევე საყურადღებოა, რომ ცამეტი კრიპტო – აღმასრულებლიდან რომლებიც სიაში აღმოჩნდნენ ექვსი მათგანი Bitmain – ის წარმომადგენელია, და ამავდროულად სიის კიდევ სამი წევრი ზემოთხსენებული კომაპანიის კონკურენტი ჩიპების მწარმოებელი ფირმის Canaan Creative – ის აღმასრულებელი დირექტორები არიან. საერთო ჯამში კი, ჩინეთის მასშტაბით ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის სათავეში Alibaba – ს მფლობელი ჯეკ მა აღმოჩნდა, რომლის სიმდიდრე დაახლოებით 270 მილიარდ იუანს (იგივე რაც 39 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი) უტოლდება.[1]

წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი

მიმდინარე მონაცემების მიხედვით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.

დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (08/10/2018 – 14/10/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.

ბიტკოინი / Bitcoin

ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ბიტკოინის ფასმა შესამჩნევი ცვლილებები განიცადა. ფასმა მაქსიმუმს კვირის დასაწყისში პერიოდში მიაღწია და კვირის ბოლოსკენ კლების ტენდენცია განაგრძო. კვირის დასაწყისში ფასი  6,652.23 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 6,343.32 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვირის შუა პერიოდში, 11 ოქტომბერს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე ფასი 6 % – ით შემცირდა, რაც 8 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით შემცირებას ასახავს.

ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 114.25 მილიარდი აშშ დოლარიდან 109.88 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების კლებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 115.18 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა შესამჩნევად მაღალია. ზოგადად ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლიდან მინიმალურ დონემდე პროცენტული შემცირება 6 % – ს გაუტოლდა.

ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი 443.04 $ – სა და 528.98 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინის მსგავს ტრენდს მიყვება. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით მაღალი იყო და კვირის ბოლოს შესამჩნევი ვარდნა განიცადა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ მაქსიმალური მაჩვენებლიდან, სადაც ფასის ნიშნული 528.98 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლომდე ფასის შემცირება დაახლოებით 16 % – ს მიუახლოვდა.

კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 8 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით 9.02 მილიარდი აშშ დოლარიდან 7.77 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის ღირებულებამ მიაღწია 12 ოქტომბერს დაფიქსირდა 7.49 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 9.16 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმალურამდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 18 % – ს გაუტოლდა.

ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ეთერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 189.50 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 8 ოქტომბერს დაფიქსირდა და დაახლოებით 229.26 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან მინიმალურამდე შემცირება 17 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 23.53 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირება დაახლოებით 18 % – ს აღწევს.

რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამავდროულად მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტების მსგავს ტრენდს აფიქსირებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.38 $ – სა და 0.49 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 11 ოქტომბერს, ხოლო ყველაზე მაღალი 8 ოქტომბერს დაფიქსირდა 0.49 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 14 % – ით შემცირდა (რაც რვა ოქტომბრიდან 14 ოქტომბრამდე ფასის შემცირებას ასახავს).

ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 19.59 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალური ნიშნულიდან კვრის ბოლო დღის კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 14 % შეადგინა.

ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდები სხვა განხილული კრიპტოვალტების მსგავს დინამიკას იმეორებს (ეთერიუმი, ბიტკოინი, ბიტკოინ ქეში, რიპლი და დეში). კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 59.41 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 53.40 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა შემცირებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 10 % – ული ერთეული შეადგინა.

ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 2.99 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 14 % – ით შემცირდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის დასაწყისში 9 ოქტომბერს დაფიქსირდა და 3.49 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

დეში / Dash

დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი შესამჩნევად მაღალია, თუმცა კვირის ბოლოსკენ მისი მნიშვნელობა საგრძნობლად კლებულობს. მაქსიმალური მაჩვენებელი 9 ოქტომბერს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 11 ოქტომბერს 157.14 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა შემცირებამ 14 % შეადგინა.

ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი უმნიშვნელოდ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 1.53 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 12 ოქტომბერს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 14 % – ს გაუტოლდა.

ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (08/10/2018)

საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 8 ოქტომბერს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 67 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 14 %) და რიპლი (დაახლოებით 11 %) ინაწილებენ.

ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (14/10/2018)

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები უმნიშვნელოდ შეიცვალა. 14 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 69 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 11 %) ინაწილებენ.

ფინანსური სტაბილურობის საბჭოს (FSB) თქმით, კრიპტო – აქტივები დღესდღეობით საფრთხეს არ უქმნიან ფინანსურ სტაბილურობას

ფინანსური სტაბილურობის საბჭოს მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრიპტოვალუტები და ციფრული აქტივები დღესდღეობით გლობალური ფინანსური სტაბილურობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. აღნიშნული დოკუმენტი სახელწოდებით „კრიპტო აქტივების ბაზარი: პოტენციური არხები სამომავლო ფინანსური სტაბილურობისათვის“ თვეების მანძილზე მუშავდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ფინანსურ ბაზრებზე კრიპტოვალუტებისა და ციფრული აქტივების გავლენის შესაფასებლად. პრეს რელიზში, FSB – მ (რომელსაც აფინანსებს ანგარიშსწორების საერთაშორისო ბანკი) შედეგების შემაჯამებელ ნაწილში განაცხადა, რომ კრიპტოვალუტები არ წარმოადგენენ გადახდის, შენახვის ან ღირებულების აღრიცხვის ეფექტურ საშუალებებს. კერძოდ, კრიპტოვალუტები დგანან ისეთი საკითხების წინაშე, როგორებიცაა დაბალი ლიკვიდურობა, არასტაბილურობით გამოწვეული საბაზრო რისკი და საოპერაციო რისკი. მათი თქმით, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კრიპტო აქტივები ამ ეტაპზე გლობალური ფინანსური ბაზრის სტაბილურობას მატერიალურ საფრთხეს არ უქმნიან. თუმცა, ამავდროულად ბაზრის განვითარების სისწრაფესთან ერთად აუცილებელია მიმდინარე მოვლენების აქტიური მონიტორინგი.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ კრიპტო აქტივები კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობენ, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ფინანსურ სტაბილურობაზე ინვესტორთა განწყობაზე ეფექტის მოხდენის გზით. ამავდროულად შესაძლოა წარმოიშვას სხვა რისკებიც იმ კრიპტოვალუტებისაგან  რომლებსაც ეკონომიკური აგენტები ამჟამად გადახდისა და ანგარიშსწორების საშუალებად გამოიყენებენ.

კრიპტო აქტივების მჭიდრო მონიტორინგის მხარდაჭერისა და მათი პოტენციური რისკის განხილვისას, FSB – მ განაცხადა რომ საბოლოო ეფექტის დადგენა, ნაწილობრივ მაინც, საკმაოდ რთული იქნება, რადგან ამ ეტაპზე არ არის დიდი ოდენობით ინფორმაცია  ხელმისაწვდომი სრული გავლენის შესაფასებლად. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრიპტო აქტვები ფინანსური სტაბილურობის მიღმა გავლენას ახდენენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მომხმარებელთა და ინვესტორთა უსაფრთხოება, ბაზრის გაერთიანება, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლა, გადასახადებისგან და კაპიტალის კონტროლისგან თავის არიდება და ასევე უკანონო ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისათვის შეთავაზება. თუმცა, რამდენადაც მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხები, ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოცემული პრობლემები ძირითადად განხილული უნდა იყოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე შესაბამისი საჭიროებების მიხედვით.[2]

 

[1] წყარო: https://www.coindesk.com/wealth-list-reveals-chinas-13-biggest-crypto-billionaires/

[2] წყარო: https://www.coindesk.com/crypto-assets-dont-pose-threat-to-financial-stability-today-says-fsb/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved