ავსტრალიის სამეცნიერო სააგენტომ გლობალური ბლოკჩეინის დატესტვისას მნიშვნელოვანი მოვლენა აღმოაჩინა
ავსტრალიის ფედერალურმა სამეცნიერო სააგენტომ სიდნეის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით (ე.წ. Data61 ტექნოლოგიების გამოყენებით) დაასრულა ბლოკჩეინის სისტემის გლობალურად დატესტვა, და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით სისტემამ ერთ წამში 30 000 საერთაშორისო ტრანზაქცია განახორციელა. ოთხშაბათს (26 სექტემბერს) გაკეთებული განცხადების მიხედვით, თანამეგობრობის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევითმა ორგანიზაციამ (CSIRO) კვლევის შედეგები ამაზონის ვებ მომსახურებების (Amazon Web Services) გლობალური სერვერის (cloud) ინფრასტრუქტურის დახმარებით განათავსა. ახალ სისტემას Red Belly Blockchain უწოდეს, და მისი ქმედითუნარიანობა დატესტეს 1 000 – მდე node – ზე 14 ქვეყანაში ამერიკის, აზიისა და წყნარი ოკეანის ტერიტორიებზე. მათი მტკიცებით, კვლევის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა 30 000 ტრანზაქციის განხორციელება სხვადასხვა გეოგრაფიული რეგიონებიდან და მიღებული შედეგების მიხედვით, თითეულ ჯერზე განხორციელებული ტრანზაქციების საშუალო შეყოვნება სამ წამს არ აღემატებოდა. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ ჩატარებული ექსპერიმენტი წარმოადგენს სააგენტოს პირველ ტესტს ბლოკჩეინის სისტემაზე საერთაშორისო გარემოში.
ახალი ქსელის მიზანია, ალტერნატიული კონსესუსის ალგორითმის დახმარებით, საერთო მასშტაბის ეკონომიის საკითხის მოგვარება ძირითად ბლოკჩეინებს შორის, რომლებიც ამჟამად ე.წ საჯარო ქსელის მიერ შესრულებული დავალების მტკიცებულების მექანიზმს იყენებენ (მაგალითად ბიტკოინი). CSIRO – სა და სიდნეის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, პროექტზე მომუშავე ჯგუფმა შეიმუშავა განსხვავებული ალგორითმი, რომელსაც დეტერმინისტული ბიზანტიური კონსესუსი (deterministic byzantine consensus) უწოდა. ნაშრომის აღწერილობის მიხედვით, ახალი ალგორითმი ძველისაგან გასხვავებით (რომელიც ზოგერთ შემთხვევაში შენელებული ქსელური კვანძებიდან ელოდებოდა მოთხოვნის დადასტურებას) ქსელს საშუალებას მისცემს დაასრულოს ტრანზაქციები წინასწარ შემუშავებული შეტყობინებების მიღებისთანავე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ალგორითმის ტესტირება IBM – ისა და სამეცნიერო სააგენტოს საერთო ძალისხმევით განხორციელებული პროექტის კვალდაკვალ ჩატარდა, რომელიც ავსტრალიის ეროვნული ბლოკჩეინის სისტემის სახელით არის ცნობილი. ზოგადად, CSIRO მიზნად ისახავს მათ მიერ შემუშავებული ბლოკჩეინის ქსელის გამოყენებას ფართომასშტაბიანი ბიზნეს და ფინანსური ტრანზაქციების წაქეზებას ადგილობრივი და საერთაშორისო საწარმოებისათვის, რომლებიც ფუნქციონირებენ ბლოკჩეინით გამყარებული ჭკვიანი კონტრაქტების დახმარებით.[1]
წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple, ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.
MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.
დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (24/09/2018 – 30/09/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
ბოლო მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა შესამჩნევი ცვლილებები განიცადა. ფასმა მაქსიმუმს კვირის შუა პერიოდში მიარჭია და კვირის ბოლოსკენ კლების ტენდენცია შეინარჩუნა. კვირის დასაწყისში ფასი 6,595.41 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 6,606.78 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვირის დასაწყისში, 25 სექტემბერს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმანდე ფასი 4 % – ით გაიზარდა, რაც 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით ზრდას ასახავს.
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 115.89 მილიარდი აშშ დოლარიდან 114.28 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების კლებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 115.8 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა საგრძნობლად მაღალია. ზოგადად ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლიდან მინიმალურ დონემდე პროცენტული შემცირება 4 % – ს გაუტოლდა.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი 445.23 $ – სა და 464.41 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინისაგან განსხვავებულ ტრენდს მიყვება. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით დაბალი იყო და კვირის ბოლოს შესამჩნევი ზრდა დააფიქსირა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ მინიმალური მაჩვენებლიდან, სადაც ფასის ნიშნული 445.23 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლომდე ფასის ზრდა დაახლოებით 19 % – ს მიუახლოვდა.
კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით 8.47 მილიარდი აშშ დოლარიდან 9.23 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის ღირებულების მოცულობამ მიაღწია 26 სექტემბერს დაფიქსირდა 7.73 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 9.88 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მინიმალური მაჩვენებლიდან მაქსიმალურამდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 28 % – ს გაუტოლდა.
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ეთერიუმი / Ethereum
რთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 215.85 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 30 სექტემბერს დაფიქსირდა და დაახლოებით 232.83 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმამდე ზრდა 8 % – ს მიუახლოვდა.
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 25.01 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირება დაახლოებით 12 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია, და ამავდროულად მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტებისაგან განსხვავებით ფასის მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.49 $ – სა და 0.58 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 24 სექტემბერს, ხოლო ყველაზე მაღალი 30 სექტემბერს დაფიქსირდა 0.58 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 17 % – ით გაიზარდა (რაც 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე ფასის ზრდას ასახავს).
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 23.15 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა ზრდამ მინიმალური ნიშნულიდან კვრის ბოლო დღის კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 19 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
ლაითკოინის საბაზრო ტრენდები ყველა სხვა განხილული კრიპტოვალტებისაგან გასხვავებულ დინამიკას აჩვენებს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 57.97 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 60.92 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა ცვლილებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 5 % – ული ერთეული შეადგინა.
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 3.35 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 10 % – ით გაიზარდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის ბოლოს 28 სექტემბერს დაფიქსირდა და 3.69 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი შესამჩნევად მაღალია, თუმცა კვირის ბოლოსკენ მისი მნიშვნელობა საგრძნობლად კლებულობს. მაქსიმალური მაჩვენებელი 24 სექტემბერს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 26 სექტემბერს 184.53 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა შემცირებამ 7 % შეადგინა.
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი უმნიშვნელოდ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 1.71 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 27 სექტემბერს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 10 % – ს გაუტოლდა.
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (24/09/2018)
საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 24 სექტემბერს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 65 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 14 %) და რიპლი (დაახლოებით 13 %) ინაწილებენ.
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (30/09/2018)
კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები საერთოდ არ შეცვლილა. 23 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 65 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 14 %) და რიპლი (დაახლოებით 13 %) ინაწილებენ.
Google – ი ე.წ. რეგულირებულ კრიპტოვალუტის – გაცვლის პლატფორმებს რეკლამის განთავსების ნებართვას მისცემს
საძიებო სისტემის გიგანტმა Google – მა განაცხადა, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან კრიპტოვალუტების გაცვლის პლატფორმებს საშუალებას მისცემს განათავსონ თავიანთი რეკლამა ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის საძიებო ქსელებში. რეკლამის განთავსების პოლიტიკის განახლებული ვერსიის მიხედვით, რეკლამის ქსელში გაშვების უფლება მიეცემათ მხოლოდ რეგულიდებულ სავაჭრო კრიპტო ერთეულებს. Google – ი იმ ტექნოლოგიური კომპანიებიდან ერთ-ერთია, რომელთაც თავიანთ პლატფორმაზე აკრძალული ჰქონდათ აღნიშნული ტიპის რეკლამების განთავსება, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ პირველადი მონეტის შეთავაზებასთან (ICO) დაკავშირებული პოსტები მაინც ხელმისაწვდომია საძიებო სისტემაში.
პლატფორმები, როგორებიცაა Facebook – ი და Twitter – ი იმ კომპანიებს შორისაა რომლებმაც შეზღუდვა დააწესეს მსგავს პოსტებზე, თუმცა, 2018 წლის ივნისში Facebook – ი იყო პირველი ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელმაც მსგავსი ტიპის რეკლამირებასთან მიდგომის პოლიტიკა შეამსუბუქა. Google – ის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ამავე წლის ოქტომბრიდან რეკლამის განმთავსებლები ვალდებულები იქნებიან Google – ისაგან მოიპოვონ სერტიფიკატი, კონკრეტული ქვეყნისათვის რომელშიც ისინი აპირებენ თავიანთი პოსტებისა თუ რეკლამების განთავსებას. აღნიშნული პოლიტიკა შეეხება ყველა იმ საძიებო ანგარიშს, რომელიც ახორციელებს საკუთარი ფინანსური კრიპტო პროდუქტების რეკლამირებას გლობალური მასშტაბით.[2]
[1] წყარო: https://www.coindesk.com/australias-science-agency-claims-breakthrough-in-global-blockchain-test/
[2] წყარო: https://www.coindesk.com/google-to-allow-ads-for-regulated-crypto-exchanges-next-month/