კრიპტოსავალუტო ბაზარმა „გამოჯანმრთელება“ დაიწყო – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (10/04/2018 – 16/04/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » კრიპტოსავალუტო ბაზარმა „გამოჯანმრთელება“ დაიწყო – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (10/04/2018 – 16/04/2018)
17/04/2018
კრიპტოსავალუტო ბაზარმა „გამოჯანმრთელება“ დაიწყო – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (10/04/2018 – 16/04/2018)

კრიპტოვალუტების ბაზარმა „გამოჯანმრთელება“ დაიწყო
ბაზრის აღმავალი ტრენდი
ბოლო კვირის მონაცემების მიხედვით, კრიპტოსავალუტო ბაზარზე ნავაჭრი ვალუტების უმეტესობის ფასები საგრნობლად გაუმჯობესდა. მათ შორის, ყველაზე შესამჩნევი ცვლილებები რიპლის ბაზარზე მოხდა. რიპლი კვირის დასაწყისში, 5 ყველაზე ცუდად ფუნქციონირებად ვალუტებს შორის იმყოფებოდა, და კვირის ბოლოს მან, სხვა დანარჩენ ვალუტასთან შედარებით, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ფასებისა და კაპიტალიზაციის ზრდის მაჩვენებლების მიხედვით. დღესდღეობით, ვაჭრობის ღირებულების მოცულობით იგი მესამე ადგილზე იმყოფება, და კვირიდან კვირამდე მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 33.6 % -ით გაიზარდა.[1] რა თქმა უნდა, პოზიტიური ძვრები სხვა ვალუტების ბაზრებზეც შეინიშნება და ჯამურად ყველა ვალუტის კაპიტალიზაციის საშუალო ზრდამ ერთ კვირის ჭრილში 30 % შეადგინა.
აღნიშნული პოზიტიური ძვრების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ, ესპანეთში დაფუძნებული საბანკო გიგანტის Santander -ის მიერ ახალი აპლიკაციის გაშვებით, რომელიც რიპლთან თანამშრომლობით შეიქმნა. აპლიკაცია One Pay FX – ის სახელით არის ცნობილი და იგი ამარტივებს საზღვარგარეთ გადარიცხვებისა და გადახდების მომსახურებას. ზემოთ ხსენებულმა სიახლემ ბევრი ინვესტორი მიიზიდა და შესაბამისად რიპლის კაპიტალის მოცულობა გაზარდა, თუმცა, ამავდროულად აღსანიშნავია ისიც რომ ახალი აპლიკაცია საერთოდ არ იყენებს რიპლის ე.წ. კრიპტო მონეტებს.
რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, გავრცელებული ხმების მიხედვით, Wall Street – ის მსხვილი მოთამშეები (როგორც სოროსი და როკფელერი)[2], კრიპტოსავალუტო ბაზრებზე ე.წ. „ხარის“ გამოშვებას აპირებენ რაც მათი მხრიდან ბაზარში ჩარევასა და კრიპტოვალუტებზე მოთხოვნის მატებას გულისხმობს. შედეგად, ელექტრონული ვალუტების ბრუნვის მოცულობა გაიზრდება და მათი ფასები მნიშვნელოვნად მოიმატებს.
ძირითადი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
დღესდღეობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პირველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია eMoney-ს ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალუტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, eMoney-ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.
რაც შეეხება კვირის მიმოხილვას, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (10/04/2018 – 16/04/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  eMmoney – ს ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
გასული კვირის განმავლობაში (10/04/2018 – 16/04/2018) ბიტკოინის ფასი 6,800 $ ნიშნულიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფასი ჯერ 7,500 $ – ს და შემდეგ 8,000 $ – იან ნიშნულსაც ასცდა. ბოლო კვირის ჭრილში ყველაზე დაბალი მონაცემიდან ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა და 16 აპრილის მონაცემებით დაახლოებით 8,050 $ – ს გაუტოლდა.
Bitcoin
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
პროცენტულ ჭილში მინიმალური მაჩვენებლიდან მაქსიმალურ ფასამდე ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 22 %-ით გაიზარდა, ხოლო კვირის ბოლო დღესთან შედარებით ზრდა დაახლოებით 18 % –  გაუტოლდა.
რაც შეეხება ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს, გასული კვირის განმავლობაში 115.3 მილიარდი აშშ დოლარიდან 141.57 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ფასის ზრდის ანარეკლს წარმოადგენს და მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი მოცულობის ღირებულების მატებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 141 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს წარმოადგენდა და შესაბამისად ყველაზე მაღალ და მინიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემებს შორის პროცენტული სხვაობა დაახლოებით 23 % – ს შეადგენს.
 
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
ბიტკოინ ქეში – ს შემთხვევაში, ბოლო კვირის მონაცემებზე დაყრდნობით, ერთი ერთეულის ფასი 649 $ – სა და 766 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინისაგან მსგავსად ბიტკოინ ქეშის ფასის ცვლილება სტაბილური და ზრდადია, და ამასთან ერთად, ყველაზე მინიმალური მაჩვენებლიდან 16 აპრილამდე ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 766.47$ – ს უტოლდება.
BitcoinCash
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
პროცენტულ ერთეულებში, მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებელს შორის სხვაობა 20 % -ს შეადგენს, ხოლო მინიმალური მაჩენებლიდან 16 აპრილამდე ფასი 18 % – ით გაიზარდა.
კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო კვირის განმავლობაში, ბიტკოინ ქეშის მოცულობა ბაზარზე 10.8 მილიარდი აშშ დოლარიდან 13.34 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 10 აპრილს დაფიქსირდა 10.8 მილიარდ დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 13.34 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალურ და მინიმალურ ნიშნულებს შორის პროცენტულმა განსხვავება დაახლოებით 23 % – ს მიაუახლოვდა.
ეთერიუმი / Ethereum
ბოლო კვირის მონაცემებზე დაყრდნობით ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 414 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 15 აპრილს დაფიქსირდა და დაახლოებით 531 $ შეადგინა. ეთერიუმის ფასის ვარიაცია შედარებით სტაბილურია და არ შეინიშნება მნიშვნელოვანი რყევები. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალური მაჩვენებლიდან მაქსიმუმანდე ფასი დაახლოებით 28 % – ით გაიზარდა, ხოლო მინიმალური ნიშნულიდან ბოლო დროის ნიშნულამდე (16 აპრილამდე) მისი ფასი 23% – ით გაიზარდა.
Ethereum
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის ბოლოს დაფიქსირდა და დაახლოებით 52.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია უმნიშვნელოდ მერყეობს და სხვა კროპტოვალუტებისაგან განსხვავებით, შედარებით სტაბილურია. ამავდროულად,  განსხვავება მინიმალურ და მაქსიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემებს შორის დაახლოებით 33 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
ზემოთ განხილულ კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია და მისი ფასის მერყეობაც არც თუ ისე შესამჩნევია. ბოლო კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.49 $ – სა და 0.66 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩენებელი 10 აპრილს, ხოლო მაღალი 15 აპრილს დაფიქსირდა 0.68 $ ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან 16 აპრილამდე რიპლის ფასი 35 % – ით შემცირდა და მინიმალური მაქსიმალურამდე (15 აპრილამდე) ფასი 39 % – ით გაიზარდა.
მიუხედავდ დაბალი ფასისა, ვაჭრობის მოცულობის მხრივ, რიპლის კაპიტალიზაციის მოცულობა საგრძნობლად მაღალია. გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 26.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა განსხვავებამ მაქსიმალურ და მინიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს შორის 39% შეადგინა.
Ripple
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის შემთხვევაში, გასული კვირის დასაწყისიდან ფასმა ზრდა დაიწყო, კვირის შუა პერიოდში ფასები შემცირდა და ბოლოსკენ მატება შეინარჩუნდა. კვირის ბოლოს ფასი 128 $ – ს გაუტოლდა. მინიმალურმა მაჩენებელმა 114.2 $ – ს მიაღწია და კვირის ბოლომდე ფასმა ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა. კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ფასის პროცენტულმა ცვლილებამ 12 % შეადგინა, ხოლო მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ მაჩვენებლამდე ფასმა 16 % – ით მოიმატა.
litecoin
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ სიტუაცია ფასების ტენდენციას იმეორებს. კვირის დასაწყისში ვაჭრობის მოცულობა კლებულობს, თუმცა კვირის ბოლოს გაცილებით მაღალ ნიშნულს 7.4  მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 6.4 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად პროცენტული ცვლილება მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებლებს შორის დაახლოებით 12 % – ს გაუტოლდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის ბოლოს 7.4 მილიარდი აშშ დოლარი დაფიქსირდა.
დეში / Dash
დეშის ფასს ბიტკოინისა და ბიტკოინ ქეშის მსგავი ტენდენცია ახასიათებს. განხილული კვირის დასაწყისში ფასი იწყებს ზრდას და კვირის ბოლოს შედარებით მაღალ ნიშნულს 363.5 $ – ს აღწევს. მაქსიმალური მაჩვენებელი 15 აპრილს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 10 აპრილს 298.8 $ – ს გაუტოლდა. კვირის დასაწყისიდან 15 აპრილამდე ფასი 28 % – ით გაიზარდა, ხოლო 10 აპრილიდან კვირის ბოლომდე ფასის ზრდა თითქმის 22 % – ს გაუტოლდა.
Dash
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბაზრის კაპიტალიზაციაც მსგავს ტრენდს იმეორებს. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ ბოლოს 3.06 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ფასების მსგავსად კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 10 აპრილს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალურსა და მინიმალურ ბრუნვას შორის პროცენტული განსხვავება 29 % – ს გაუტოლდა.
სანდოობის ზრდა
საერთაშორისო სადაზღვევო ბროკერმა Marsh – მა დაიწყო მოლაპარაკებები IBM – ის მსგავს კომპანიებთან ისეთი დაზღვევის ვერიფიკაციის სისტემის შესაქმენლად, რომელიც ბლოკ – ჩეინზე იქნება დაფუძნებული. აღნიშნული ცვლილება გაამარტივებს ინფორმაციის გაცვლის პროცესს კომპანიებსა და სადაზღვევო ბროკერებს. Marsh – ის მთავარი ანალიტიკური ოფიცერის აზრით, მონაცემების ე.წ. ბლოკ ჩეინებზე მიბმა დიდი შესაძლებლობების არეალს შლის კლიენტებთან ურთიერთბის პროცესში, რადგან ფურცელზე დაფუძნებული ურთერთობა ნაცვლდება ციფრული და კომპიუტერული ტექნოლოგიებით, რაც ამარტივებს, აიაფებს და მეტად ეფექტიანს ხდის საქმიანი ურთერთობის წარმართვას. ამავდროულად, IBM – ის სადაზღვევო მიმართულების მთავარი მმართველი აცხადებს, რომ ბლოკ ჩეინების ქსელზე მზარდი მოთხოვნა, ხელს უწყობს ახალი და მეტად მოქნილი ეკონომიკური გარემოს შექმნას. მისი აზრით, აღნიშნული შეთანხმება მათსა და Marsh – ს შორის, წარმოადგენს რეალური ბიზნეს ცვლილებების იდეალურ მაგალითს, სადაც ბლოკ ჩეინი ერთ – ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
კერძო სექტორში მიმდინარე ცვლილებების კვალდაკვალ, იაპონიის ცენტრალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ გრძელვადიან პერიოდში ისინი არ გამორიცხავენ საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას, რაც ეკონომიკის განვითარების მახასიათებლებით და თავისებურებებით ახსნეს. თუმცა, მიმდინარე პეროდში მათ მიერ ვალუტის გამოშვება გამორიცხულია, რადგან ამ ქმედებას დიდი გავლენა ექნება ცენტრალური ბანკის მარეგულირებელ ფუნქციებზე.[3]
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ პოზიტიური განწყობა ოფიციალურ წარმომადგენლებსა და ბიზნეს გარემოს შორის კრიპტოვალუტებთან მიმართებაში, წარმოშობს მყარ საფუძველს იმისათვის, რომ გრძელვადიან პერიოდში ელექტრონულ ვალუტაზე ფასების მატება შენარჩუნდეს.
[1] https://coinmarketcap.com/
[2] https://www.coindesk.com/why-ripples-xrp-outperformed-the-other-top-cryptos-this-week/
[3] https://www.coindesk.com/japanese-official-no-plans-for-central-bank-cryptocurrency/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved