კრიპტოსავალუტო ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა კვირის (01/07/2019 – 07/07/2019)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » კრიპტოსავალუტო ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა კვირის (01/07/2019 – 07/07/2019)
08/07/2019
კრიპტოსავალუტო ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა კვირის (01/07/2019 – 07/07/2019)

დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (01/07/2019 – 07/07/2019) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  MyCoins-ის ელექტრონული საფულის დახმარებით.

ბიტკოინი / Bitcoin

ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ბიტკოინის ფასმა საგრძნობი ცვლილებები განიცადა. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით დაბალ მაჩვენებელზე იყო დაფიქსირებული და კვირის ბოლოს მან შესამჩნევი მატება განიცადა.  ფასმა მაქსიმუმს 3 ივლისს მიაღწია. კვირის პირველ დღეს ფასი  $ 10.583.13 იყო და კვირის ბოლოს იგი $ 11.518.23-ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პირველ ივლისს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთეულებში კვირის დასაწყისიდან კვირის მაქსიმალურ მაჩვენებლამდე ფასი 13 %-ით გაიზარდა, რაც 1 ივლისიდან 3 ივლისამდე ფასის ზრდას ასახავს.

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 188.30 მილიარდი აშშ დოლარიდან 205.08 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების ზრდას ასახავს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 212.87 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა შესამჩნევად მაღალი იყო. ზოგადად კვირის საწყისი მონაცემიდან კვირის ბოლო მონაცემამდე კაპიტალიზაცია 9 %-ით გაიზარდა.

bitcoin price chart

ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი $ 400.51-სა და $ 422.61-ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინისგან მცირედით განსხვავებულ ტრენდს იმეორებს. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით მაღალი იყო და კვირის ბოლოსკენ შედარებით დაბალ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ კვირის დასაწყისიდან, სადაც ფასის ნიშნული $ 416.65-ს უტოლდება, კვირის ბოლო მნიშვნელობამდე ფასი 1 %-ით შემცირდა.

კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 1 ივლისიდან 7 ივლისის ჩათვლით 7.45 მილიარდი აშშ დოლარიდან 7.34 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის ღირებულებამ მიაღწია 5 ივლისს დაფიქსირდა და 7.16 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს მიუახლოვდა. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 7.55 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. საბოლოოდ, მაქსიმალური მონაცემიდან კვირის ბოლო ნიშნულამდე პროცენტული კლება დაახლოებით 3 %-ს გაუტოლდა.

bitcoin cash price chart

ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ეთერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული $ 284.52-ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 7 ივლისს დაფიქსირდა და დაახლოებით $ 307.25  შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში კვირის დასაწყისიდან მაქსიმალურ მაჩვენებლამდე ფასის ზრდა 5 %-ს მიუახლოვდა.

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის ბოლოს დაფიქსირდა და დაახლოებით 32.82 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, კვირის საწყისი მონაცემიდან მაქსიმალურ მაჩვენებლამდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 5 %-ს გაუტოლდა.

ethereum price chart

ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი შესამჩნევად დაბალია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი $ 0.38-სა და $ 0.41-ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 5 ივლისს, ხოლო ყველაზე მაღალი 3 ივლისს დაფიქსირდა 0.41 $-იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, მაქსიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლო მაჩვენებლამდე ფასი 3 %-ით შემცირდა.

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 17.39 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა კლებამ კვირის მაქსიმალური მონაცემიდან კვირის ბოლო მაჩვენებლამდე დაახლოებით 3 % შეადგინა.

ripple price chart

ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდი ბიტკოინ ქეშის, ეთერიუმისა და რიპლის მსგავს ტრენდს იმეორებს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი $ 122.58-ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს $ 119.52-ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა კლებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 2 % შეადგინა.

კაპიტალიზაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 7.37 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლო დღის კაპიტალიზაციამდე პროცენტული კლება დაახლოებით 2 %-ს გაუტოლდა.

litecoin price chart

ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

დეში / Dash

დეშის შემთხვევაში, მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი 7 ივლისს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 2 ივლისს $ 152.49-ს გაუტოლდა. შესაბამისად, მინიმალური ფასიდან მაქსიმალურ ფასამდე პროცენტულმა ზრდამ 4 % შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი ფასების მსგავს ტრენდს იმეორებს. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ, კვირის ბოლოს, 7 ივლისს 1.41 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2 ივლისს დაფიქსირდა და შედეგად, მინიმალური მაჩვენებლიდან მაქსიმალურ ბრუნვამდე პროცენტული ზრდა 4 %-ს გაუტოლდა.

dash price chart

ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ეოსი / EOS

რაც შეეხება ეოსს, მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი 3 ივლისს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 4 ივლისს $ 5.75-ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა კლებამ 6 % შეადგინა.

არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი ფასების მსგავს ტრენდს იმეორებს. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ, კვირის შუა პერიოდში, 3 ივლისს 5.63 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 4 ივლისს დაფიქსირდა და შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული კლება ამ შემთხვევაშიც 6 %-ს გაუტოლდა.

EOS price chart

ფიგურა 7: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/eos/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ბაზრის კაპიტალიზაცია

საბაზრო ტრენდების ანალიზთან ერთად, ამავდროულად მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins-ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 1 ივლისს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 73 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 12 %) და რიპლი (დაახლოებით 7 %) ინაწილებენ.

market capitalisation

ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins-ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (01/07/2019)

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების წილების გადანაწილება საგრძნობლად არ შეცვლილა. 7 ივლისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 74 %-ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 12 %) და რიპლი (დაახლოებით 6 %) ინაწილებენ.

market capitalization

ფიგურა 9 კაპიტალიზაციის წილები MyCoins-ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (07/07/2019)

ისარგებლე MyCoins.ge-ს სერვისებით: იყიდე, გაყიდე, გააგზავნე, მიიღე, შეინახე კრიპტოვალუტები

© 2018 MyCoins.ge all rights reserved