თუ შენც გაინტერესებს რა არის NFT, მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა. NFT, იგივე Non-Fungible Token ბოლო პერიოდის მანძილზე ყველგან გვესმის, ეს ყველაფერი კი მისი მაღალი მოთხოვნისა და მომგებიანობის დამსახურებაა. ერთ-ერთი NFT $69 მილიონადაც გაიყიდა Christie-ს აუქციონზე.
NFT არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ქონება, ხშირ შემთხვევაში ციფრული ხელოვნების ნიმუში, რომელიც უბრალო სურათის მსგავსი არაა. მისი განსხვავება ის არის, რომ მას აქვს კრიპტოვალუტის ავთენტიფიკაცია, რაც ნიშნავს, რომ NFT-ს ავტორს, მისი ნამუშევრისთვის აქვს მინიჭებული უნიკალური NFT-ს ტიტული (Badge) რაც ადასტურებს, რომ ის ნამუშევარი არის ორიგინალი და მასზე გარკვეული კრიპტოვალუტის ავთენტიფიკაცია არის მინიჭებული – მსგავსი ნამუშევრები კი, სხვადასხვა ონლაინ აუქციონებზე იყიდება.
კრიპტომოყვარულთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ NFT ციფრული ხელოვნების მომავალია, რისი დამხმარებითაც უამრავმა ხელოვანმა შეძლო საკუთარი ნამუშევრების საზოგადოებისთვის გაზიარება.
ექსპერტების თქმით, NFT არის ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც კრიპტოვალუტის სამყაროს განვითარების ნათელი მაგალითია. ყოველივე ეს კი, ექსპერტების აზრით იმის გარანტია, რომ კრიპტოსამყაროს, როგორც მასშტაბები, ასევე ღირებულება დრო და დრო უფრო მეტად გაიზრდება.