ტოპ 5 ბიტკოინ (BTC) მილიონერი მსოფლიოში

Home » ბიტკოინი » ტოპ 5 ბიტკოინ (BTC) მილიონერი მსოფლიოში
04/01/2022
ტოპ 5 ბიტკოინ (BTC) მილიონერი მსოფლიოში

2009 წლიდან ბიტკოინის (BTC) ზრდამ შექმნა მილიონერების გასაოცარი და მრავალფეროვანი ჯგუფი. ზოგიერთმა შექმნა ბირჟები კრიპტოვალუტით, ნაწილმა გამოიყენეს კრიპტოვალუტა ფინანსური პროდუქტებისა და ტოკენების შესაქმნელად, რომლითაც მილიონები მოიპოვეს. ბიტკოინის (BTC) ბირჟაზე ვაჭრობის პირველი ფონდი (ETF) ამოქმედდა 2021 წლის ოქტომბერში, რამაც კრიპტოვალუტა ყველა დროის ახალ მაჩვენებლამდე მიიყვანა.

გაგაცნობთ მსოფლიოში ტოპ 5 ბიტკოინ მილიონერს:

სემ ბანკმენ-ფრიდი (Sam Bankman-Fried)

სემ ბანკმენ-ფრიდის საკმაოდ სწრაფად მოიპოვა მილიარდერის სტატუსი. 29 წლის MIT-ის კურსდამთავრებულმა 2019 წელს დააარსა FTX – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტო ბირჟა, რომელიც Forbes-მა 2021 წლის ოქტომბერში 26,5 მილიარდი დოლარის ღირებულებით შეაფასა.

FTX განასხვავებულია კონკურენტებისგან იმ ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, რომლებიც მიუწვდომელია სხვა ბირჟებზე. სემ ბენკმენმა $ 5 მილიონზე მეტი შემოწირულობა გაიღო აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კამპანიისთვის 2020 წელს.

ტაილერი და კამერონ ვინკლვოსები (Tyler and Cameron Winklevoss)

ტაილერმა და კამერონ ვინკლევოსებმა კრიპტოვალუტაში დააბანდეს ის მილიონები, რაც მათ ფეისბუქის წინააღმდეგ სასამართლო პროცესიდან გამოიმუშავეს. ისინი გახდნენ პირველი მილიარდერები კრიპტო ეკოსისტემაში, 2017 წლის ბოლოს ბიტკოინის (BTC) ფასის გაზრდის შემდეგ. Forbes-ის შეფასებით, მათი ქონება $ 5 მილიარდ არის შეფასებული.

მიუხედავად იმისა, რომ მათი სავარაუდო სიმდიდრის უმეტესი ნაწილი მოდის კრიპტოვალუტაში ინვესტიციებზე, ტყუპები ასევე არიან მეწარმეები, რომლებმაც დაარსეს Gemini კრიპტოვალუტის ბირჟა. ბირჟა შეფასდა 7,1 მილიარდ დოლარად 2021 წლის ნოემბერში 400 მილიონი დოლარის მოზიდვის შემდეგ.

ბარი სილბერტი (Barry Silbert)

ბარი სილბერტი – აღმასრულებელი დირექტორი და ციფრული ვალუტის ჯგუფის (DCG) დამფუძნებელი. Forbes-მა მისი ქონება 1,6 მილიარდ დოლარად შეაფასა.

DCG-ის მეშვეობით სილბერტმა გააფართოვა თავისი წვდომა სხვადასხვა ინდუსტრიებში. კომპანიის მისია – გლობალური ფინანსური სისტემის განვითარების დაჩქარებაა.

2016 წლის იანვარში DCG-მ შეიძინა CoinDesk, ბიტკოინის (BTC) ახალი ამბების წამყვანი წყარო, რომელიც მართავს ბიტკოინის (BTC) ინდუსტრიის ყოველწლიურ კონფერენციას. კომპანია ასევე ფლობს Genesis-ს, ბაზრის შემქმნელ და სავაჭრო ფირმას, რომელიც ორიენტირებულია ციფრულ ვალუტებზე. სილბერტმა ასევე შექმნა Grayscale Bitcoin Trust (GBTC), ETF, რომელიც აკონტროლებს ბიტკოინის (BTC) ფასს.

ბრაიან არმსტრონგი (Brian Armstrong)

ბრაიან არმსტრონგი არის Coinbase-ის დამფუძნებელი, მან ბირჟა დააარსა 2012 წელს Airbnb-ში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის სამსახურის დატოვების შემდეგ. არმსტრონგს აქვს 19%-იანი წილი Coinbase-ში.

მისი ადვილად გამოსაყენებელი ინტერფეისისა და სანდოობის გამო, Coinbase ითვლება კარიბჭედ საცალო ინვესტორებისთვის, რათა შეუერთდნენ კრიპტო ეკოსისტემას. არმსტრონგმა თქვა, რომ მან შექმნა Coinbase, რადგან სურდა მსოფლიოს ჰქონოდა „გლობალური, ღია ფინანსური სისტემა, რომელიც განაპირობებს ინოვაციას და თავისუფლებას“.

მაიკლ სეილორი (Michael Saylor)

ბიტკოინმა (BTC) მრავალი არატრადიციული ინვესტორი მიიზიდა წლების განმავლობაში. თუმცა, არცერთს არ აქვს მაიკლ სეილორის, პროგრამული უზრუნველყოფის – MicroStrategy Inc. (MSTR) აღმასრულებელი დირექტორის გულმოდგინება და ენთუზიაზმი. კომპანიამ კრიპტოვალუტის შეძენა 2020 წლის აგვისტოში დაიწყო 250 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინით (BTC).

MicroStrategy-ის აქციების ფასი გაიზარდა 337%-ზე მეტით (2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით) მას შემდეგ, რაც მან გამოაცხადა ბიტკოინის (BTC) შეძენა. იმავდროულად, Forbes-ის შეფასებით, სეილორის წმინდა ქონება 2,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved