ამერიკის ბანკის (BOA) მზარდი დაინტერესება ბლოკჩეინის ტექნოლოგიებით – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (20/08/2018 – 26/08/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » ამერიკის ბანკის (BOA) მზარდი დაინტერესება ბლოკჩეინის ტექნოლოგიებით – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (20/08/2018 – 26/08/2018)
27/08/2018
ამერიკის ბანკის (BOA) მზარდი დაინტერესება ბლოკჩეინის ტექნოლოგიებით – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (20/08/2018 – 26/08/2018)

ამერიკის ბანკმა (Bank of America) ბლოკჩეინზე დაფუძნებული დაშიფრული კრიპტო საცავის სისტემის პატენტზე განცხადება გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების სიდიდით მეორე ბანკმა (Bank of America), მომდევნო ბლოკჩეინის პატენტის მოსაპოვებლად განაცხადი გააკეთა. ამერიკის პატენტებისა და სავაჭრო მარკების ოფისის (UPSTO) მიერ 2018 წლის 23 აგვისტოს გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, პატენტის მთავარ ამოცანას დაცული კრიპტო საცავის სისტემის განვითარება წარმოადგენს.

პატენტი, რომელიც უკვე ე.წ. „ბლოკჩეინის დაშიფრვის იარლიყის“ სახელით არის ცნობილი, აღწერს იმ სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია საწარმოებისა და კომპანიების ხელთ არსებული კრიპტოვალუტებით განხორციელებული ტრანზაქციების ჩაწერასა და შენახვაზე. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, აღნიშნული იდეის მიხედვით, ბლოკჩეინის ქსელისათვის იქმნება მონაცემების დაცვის ახალი სისტემა, რაც დაფუძნებული იქნება დაშიფრის მეთოდზე და ერთმანეთთან დააკავშრებს ერთეულ მონაცემსა და კონკრეტულ ბლოკჩეინის ქსელს.

საპატენტო დოკუმენტში, რომელიც 2018 წლის 18 აპრილს ჩრდილოეთ კაროლინის ბანკმა შეავსო, აღწერილია სისტემა რომელიც მოიცავს გამომთვლელ დანადგარს, სადაც პირველ რიგში მოწყობილობა ღებულობს მონაცემთა ელემენტებს, რის შემდეგაც იგი მოიპოვებს დაშიფვრის გასაღებს, მანამ სანამ ბლოკჩეინის პირველივე ბლოკში კონკრეტული მონაცემის ელემენტები დაიშიფრება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამერიკის ბანკმა (Bank of America) 2018 წლის მაისის ჩათვლით, ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ასათვისებლად დაახლოებით 50 – მდე საპატენტო აპლიკაცია შეავსო, რაც მას სხვა კომპანიებთან შედარებით ყველაზე ბევრი ბლოკჩეინის სისტემასთან დაკავშრებული ინოვაციური სიახლის მფლობელ კომპანიად წარმოაჩენს, და ამ მონაცემებით იგი ტექნოლოგიურ გიგანტს, IBM – საც კი უსწრებს. თუმცა ამავდროულად, მათი წარმომადგენლების თქმით, კრიპტოსავალტო ბაზრის სწრაფმა ზრდამ შეიძლება ბევრი პრობლემა წარმოშვას საქბანკო სისტემებისათვის მოხმარებლების მზრადი პრეფერენციებისა და ინდუსტრიის სტანდარტების აწევის გამო. ამიტომ, ამერიკის ბანკი ცდილობს ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რაც აღნიშნულ სისტემას დაეხმარება გაუმკლავდეს მომხმარებლების მზრად მოთხოვნასა და კრიპტოსავალუტო ბაზრების მზარდ ტენდენციებს.[1]

წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი

მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია კრიპტოსივრცე  MyCoins – ის  მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.

დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (20/08/2018 – 26/08/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  კრიპტოსივრცე  MyCoins – ის  დახმარებით.

ბიტკოინი / Bitcoin

მიმდინარე მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მისი ფასი კვირის დასაწყისში დაბალი იყო და კვირის ბოლოს მან შესამჩნევი ზრდა აჩვენა. კვირის დასაწყისში ფასი  6,308.53 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 6,757.31 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის ბოლოსკენ, 25 აგვისტოს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმამდე ფასი 7 % – ით გაიზარდა, რაც 20 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით ზრდას ასახავს.

ფიგურა 1: წყარო: https://myc.ge/2PmGOvf (განხილულია დახურვის ფასები)

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 108.51 მილიარდი აშშ დოლარიდან 116.45 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების ზრდას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 116.4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა გაცილებით მაღალია. ზოგადად ყველაზე დაბალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლიდან მაქსიმალურ დონემდე პროცენტული ზრდა 7 % – ს გაუტოლდა.

ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

რაც შეეხება ბიტკოინ ქეშს, ერთი ერთეული ბიტკოინ ქეშის ფასი 515.66 $ – სა და 537.25 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინისაგან განსხვებულ ტრენდს იმეორებს. კვირის დასაწყისში ფასმა ზრდა დაიწყო, თუმცა კვირის ბოლოს მან მკვეთრი ვარდნა განიცადა. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ მაქსიმალური მაჩვენებლიდან, სადაც ფასის ნიშნული 537.24 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლომდე ფასის შემცირება დაახლოებით 3 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 2: წყარო : https://myc.ge/2L8jKND (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 20 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით 9.86 მილიარდი აშშ დოლარიდან 9.04 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 21 აგვისტოს დაფიქსირდა 8.90 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 9.86 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმუმამდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 10 % – ს გაუტოლდა.

ეთერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 271.34 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 24 აგვისტოს დაფიქსირდა და დაახლოებით 282.97 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმამდე ზრდა 4 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 3: წყარო: https://myc.ge/2wn0ExZ  (განხილულია დახურვის ფასები)

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 30.57 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირება დაახლოებით 10 % – ს აღწევს.

რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია, და ამავდროულად მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში ყველა სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.32 $ – სა და 0.34 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 20 აგვისტოს, ხოლო ყველაზე მაღალი 21 აგვისტოს დაფიქსირდა 0.34 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 3 % – ით შემცირდა (რაც 21 აგვისტოდან 26 აგვისტომდე ფასის ვარდნას ასახავს).

ფიგურა 4: წყარო: https://myc.ge/2N7YsRK (განხილულია დახურვის ფასები)

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 13.59 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მინიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლო დღის კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 6 % შეადგინა.

ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდები რიპლისაგან განსხვავებულ მერყეობას აფიქსირებს და ძირითადად ბიტკოინის მსგავს ტრენდს იმეორებს. მისი ფასი კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ზრდის ტენდენციას აჩვენებს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 54,.00 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 57.85 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა ცვლილებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 7 % – ული ერთეული შეადგინა.

ფიგურა 5: წყარო: https://myc.ge/2vVoh0O (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია მცირედით განსხვავებულია. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 3.12 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 8 % – ით გაიზარდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის ბოლოს 26 აგვისტოს დაფიქსირდა და 3.36 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

დეში / Dash

დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი შემცირდა და კვირის ბოლოსკენ ფასის შუალედური ზრდის მიუხედავად ფასის ნიშნულმა დაიკლო. მაქსიმალური მაჩვენებელი 24 აგვისტოს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 24 აგვისტოს 145.02 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მინიმალური ფასიდან მაქსიმალურ ფასამდე პროცენტულმა ზრდამ 6 % შეადგინა.

ფიგურა 6: წყარო: https://myc.ge/2nQ7t7b (განხილულია დახურვის ფასები)

ასევე, ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 1.28 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 23 აგვისტოს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 12 % – ს გაუტოლდა.

საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის ვებგვერდზე არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 20 აგვისტოს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 66 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 18 %) და რიპლი (დაახლოებით 8 %) ინაწილებენ.

ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins.ge-ზე არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (20/08/2018)

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები საგრძნობლად არ შეცვლილა. 26 აგვისტოს მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 68 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 16 %) და რიპლი (დაახლოებით 7 %) ინაწილებენ.

ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins.ge-ზე არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (26/08/2018)

ლიხტენშტეინის ბანკი საკუთარ კრიპტო „სტაბილურ კოინს“ უშვებს

მსოფლიო მასშტაბით, ბანკების ბლოკჩეინის სისტემის მიმართ გააქტიურების კვალდაკვალ, ლიხტენშტეინის ბანკმა Union Bank AG – მ განაცხადა, რომ იგი საკუთარ ფასიან მონეტასა და კრიპტოვალუტას გამოუშვებს, რომელიც ქაღალდის ფულით იქნება გამყარებული. აღნიშნული ბანკის განცხადებით, (რომელიც 2018 წლის მონაცემებით განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბლოკჩეინის სისტემის გამვოთარებას) ეგრეთწოდებული საკუთარი „Union Bank Payment Coin (UPBC)” – ის გამოშვება ხელს შეუწყობს მათ დაწინაურებას როგორც – პირველი სრული მომსახურების ბლოკჩეინის საინვესტიციო ბანკი. ინსტიტუტის წარმომადგენლების თქმით, UPBC იფუნქციონირებს როგორც სტაბილური მონეტა (coin) და მას გაამყარებს ქაღალდის ფული როგორიცაა – შვეიცარიული ფრანკი. ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ პრეს-რელიზში გაკეთებული კომენტარის მიხედვით, მათ მთავარ ამოცანას მსოფლიოში პირველი ბლოკჩეინის საინვესტიციო ბანკის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ხელსაყრელი გადაწყვეტილებების უზრუნველყოფა, რაც საბოლოოდ გაზრდის ეფექტიანობას, შეამცირებს ხარჯებს და გახსნის ახალი შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს კომპანიის მომხმარებლებისა და შუამავლებისათვის.

Union Bank – ის ახალი წამოწყება იმავე კვირას გახდა ცნობილი, როდესაც კრიპტოვალუტების გაცვლის მთავარმა ერთეულმა (ბაზარმა) Binance – მა გაუშვა ე.წ. „ქაღალდის ფული – კრიპტოვალუტაში“ გაცვლის სისტემა ევროპის ერთ-ერთ პატარა დასახლებაში, რომელიც ემსახურება როგორც შვეიცარული ფრანკს ისევე ევროს სწრაფ გადაცვლას სასურველ ელექტრონულ ვალუტაში. როგორც ჩანს, ორივე Binance და Union Bank – ი, წარმატებულად იყენებენ იურისდიქციის პრო-ბლოკჩეინურ პოზიციას, რაც ხაზს უსვამს მათი მხრიდან დროის მოცემულ პერიოდში ფუნქციონალური ზრდისკენ სწრაფვას.[2]

 

[1] წყარო: https://myc.ge/2BSBrBm

[2] წყარო: https://myc.ge/2odOQKs

© 2020 MyCoins.ge all rights reserved