სულ მცირე დროის წინ, ანონიმურმა კრიპტო ანალიტიკოსმა „KALEO“-მ კრიპტოვალუტების ფასის ცვლილების მორიგი წინასწარმეტყველებები გამოაქვეყნა, მათ შორის ძალიან საინტერესო ეთერიუმისა (ETH) და ბიტკოინის (BTC) შესახებ.
“KALEO”-მ მის 321,000 გამომწერს Twitter-ზე განუცხადა, რომ 2021 წლის ბოლოს მისი პროგნოზით ბიტკოინის (BTC) ღირებულება $100,000-ს, ხოლო ეთერიუმის (ETH) $10,000-ს მარტივად გადასცდება. ამ ყველაფრის მიზეზად კი მარკეტზე მიმდინარე მკვეთრ ცვლილებებსა და კრიპტოვალუტების მიმართ გააქტიურებულ მზარდაჭერას ასახელებს.
2022-2023 წელს კი “KALEO”-ს თქმით, კრიპტოვალუტების მიმართ საგრძნობ რეგულაციებს უნდა ველოდოთ, რის შემდეგაც მათი ფასი კვლავ შესაძლოა შემცირდეს, რასაც მოგვიანებით კვლავ “Bull Run” მოჰყვება.
კრიპტომოყვარულთა დიდი ნაწილი ენდობა “KALEO”-ს წინასწარმეტყველებებს, რადგან მის მიერ დადებული პროგნოზები ძალიან ხშირად სიმართლე აღმოჩნდა, რისი მეშვეობითაც ანონიმურმა Twitter-ის გვერდმა, “KALEO”-მ უამრავი კრიპტომოყვარულის ნდობა დაიმსახურა.
შენ რას ფიქრობ, როგორი მომავალი აქვს კრიპტოსამყაროს?