2021 წლის დაწყებასთან ერთად, მარკეტზე #1 კრიპტოვალუტა – ბიტკოინი (BTC), 89% ზრდის შემდეგ, $60,000 ნიშნულს გადასცდა. ბიტკოინი (BTC) არ აღმოჩნდა ერთადერთი კრიპტოვალუტა, რომლის ინვესტორებისთვისაც 2021 წელი ძალიან მომგებიანი გახდა.
ყურადღების ქვეშ ასევე მოექცა ეთერიუმი (ETH), რომელიც წლის დაწყებასთან ერთად 343%-ით გაზარდა და მის უმაღლეს ნიშნულს – $3,500-ს მიაღწია. deVere Group-ის გენერალური დირექტორის, ნიგელ გრინის განცხადებით, ეთერიუმმა (ETH) სულ მალე შესაძლოა $5,000 ნიშნულსას მიაღწიოს.
თუ ეთერიუმი (ETH) მსგავსი სისწარაფით გააგრძელებს ზრდას და $5,000-ს მიაღწევს, მისი ზრდა მაინც არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორიც დოჯქოინს (DOGE) ჰქონდა.
მარკეტზე #4 კრიპტოვალუტა – დოჯქოინი (DOGE), რომელიც თავდაპირველად როგორც ხუმრობა ისე იყო შექმნილი, დღეს უამრავი კრიპტომოყვარულის საყვარელი კრიპტოა. 2021 წლის დაწყებიდან დღემდე მისმა ზრდამ 9,700% შეადგინა და $0.007-დან მის უმაღლეს ნიშნულს – $0.69-ს მიაღწია.
უფრო მარტივი აღსაქმელი რომ იყოს, წლის დასაწყისში, ზემოთ ხსენებული კრიპტოვალუტები $100-ით რომ გეყიდა, შენი მოგება მათი ფასის პიკში ასეთი იქნებოდა:
ბიტკოინი (BTC) – $221
ეთერიუმი (ETH) – $461
დოჯქოინი (DOGE) – $9,857
რას ფიქრობ, წლის ბოლომდე როგორ შეიცვლება ეს რიცხვები?