„ბლექროკის“ გეგმებით გამოწვეულ ეიფორიას გაგრილება ელის

Home » ბიტკოინი » „ბლექროკის“ გეგმებით გამოწვეულ ეიფორიას გაგრილება ელის
27/06/2023
„ბლექროკის“ გეგმებით გამოწვეულ ეიფორიას გაგრილება ელის

აქტივების მმართველ უმსხვილეს კომპანია „ბლექროკის“ გეგმამ, რომელიც ბიტკოინის ფონდის შექმნას ითვალისწინებს, კრიპტო ბაზარი გამოაცოცხლა და კრიპტო ვალუტების ფასების ძლიერი ზრდა გამოიწვია. მაგრამ ახლოვდება დრო, როცა შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა) მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამან კი შესაძლოა, კრიპტო ბაზრის „გაგრილება“ გამოიწვიოს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ცენტრალური ბანკის მიერ, დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის შემთხვევაში, ბიტკოინის და სახვა კრიპტოების ფასების ზრდა შეფერხდება. გარდა ამისა, ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიას (SEC), მის მიერ კრიპტო სავაჭრო პლატფორმების, „ბაინენსის“ და „კოინბეიზის“ წინააღმდეგ, საქმეები არ შეუწყვეტია და ამას არც გეგმავს. ესეც მეორე ძლიერი მიზეზი, რაც კრიპტო ბაზარს ასუსტებს.

საინტერესოა, რომ „ბლექროკს“ თავისი ბიტკოინ სავაჭრო ფონდის (ETF) დაარსებაზე, განაცხადი სწორედ SEC-ში აქვს შეტანილი. მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, ახალი პლატფორმა არაერთ იმ ინვესტორს მიიზიდავს, რომლებიც ამ ეტაპზე, ბიტკოინის შესყიდვისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ.

რაც შეეხება ფედრეზერვის პოლიტიკას, მისთვის მთავარ რისკებად ისევ მზარდი ინფლაცია და ეკონომიკის რეცესიის რისკი რჩება, რაც პოლიტიკის გამკაცრების გაგრძელების რეალური საბაბია. ამ შემთხვევაში, კრიპტო ბაზარს რეალური გამოცდა ელის.

გარდა ამისა, SEC-ს ჯერჯერობით „ბლექროკის“ განაცხადზე დასტური არ მიუცია. უფრო მეტიც, აქამდე არაერთი მსგავსი განაცხადი დააბრუნა უარით. ამის მთავარი მიზეზი, ყოველთვის საბაზრო მანიპულაციების დიდი რისკი იყო. თუმცა მიმომხილველები თვლიან, რომ „ბლექროკს“ განსხვავებული მიდგომა აქვს, რაც შესაძლოა, SEC-ისგან თანხმობის მიღებაში დაეხმაროს…

© 2020 MyCoins.ge all rights reserved