ვიდეო თამაშებში გამომუშავებული ჯილდოები რეალურ აქტივებად შეგიძლიათ აქციოთ – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (04/06/2018 – 10/06/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » ვიდეო თამაშებში გამომუშავებული ჯილდოები რეალურ აქტივებად შეგიძლიათ აქციოთ – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (04/06/2018 – 10/06/2018)
11/06/2018
ვიდეო თამაშებში გამომუშავებული ჯილდოები რეალურ აქტივებად შეგიძლიათ აქციოთ – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (04/06/2018 – 10/06/2018)

ვიდეო თამაშებში გამომუშავებული ჯილდოების რეალურ აქტივებად გადაქცევის შესაძლებლობა
ვიდეო თამაშების შემქნელი კომპანია Trendy Entertainment – ი სტარტაპ Signal Zero – სთან პარტნიორობით აპირებს ბლოკჩეინის სისტემაზე დაფუძნებული თამაშის შექმნას, cryრომელიც მისი თამაშებიდან ერთ – ერთი წამყვანი თამაშის Dungeon Defenders – ის გაგრძელებას წარმოადგენს.  Trendy – ს ბიზნესის განვითარების აღმასრულებელი დირექტორის თქმით, თამაშის მთლიანი სცენარის/ისტორიის განვითარების ე.წ. ჯილდოები (rewards) და პოზიციები (ranking) დაფუძნებული იქნება ბლოკჩეინის ქსელზე. მისი თქმით, კომპანია ეძებდა Dungeon Defenders II – ის მონეტიზაციის გზებს (ჯერ-ჯერობით თამაში უფასოა ყველა მომხმარებლისათვის), მაშინ როცა შემქმნელები მუშაობდნენ თამაშის სამართლიონობის/მიუკერძოებლობის საკითხებზე ყველა მოთამაშის მიმართ. თამაშის მსვლელობისას მრავალი ე.წ. სმარტ (გააზრებული) მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად სისტემა ავტომატურად შექმნის ჯილდოებს მოთამაშეებისათვის. შედეგად Dungeon Defenders II მოამარაგებს მოთამაშეების მიერ გამომუშავებული მონეტებით ბლოკჩეინს, რომელსაც ამ ეტაპზე Signal Zero ავითარებს. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა ბლოკჩეინის სისტემამ ე.წ. შესრულებული საქმიანობის წარმადობის/პროდუქტიულობის ალგორითმის აღსრულებისათვის შეიძლება ცენტრალური ან გრაფიკული მონაცემების დამუშავების ერთეულები (CPUs/GPUs) მოითხოვოს, თუმცა Signal Zero – ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მოთამაშეების სათამაშო სისტემები ჯილდოების გადანაწილების ყველა ვერსიას გაუმკლავდებიან. მათ მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით, რეალური სამუშაო რასაც მოთამაშეები ასრულებენ არის ვიდეო თამაშის თამაში. შესაბამისად ისინი მუსაობენ მათემატიკური მოდელის აგებაზე, რომელიც შეაფასებს მოთამაშის უნარებს და მას შესაბამის მონეტის ერთეულებს მიანიჭებს.
თამაშში გამომუშავებული მონეტების ეკონომიკა
ბლოკჩეინის სისტემის უპირატესობა ამ თამაშის ჭრილში არის ის, რომ მოთამაშეებს გამომუშავებული მონეტები შეეძლებათ გადაიტანონ სხვა თამაშში და იქ გამოიყენონ ან თუნდაც შეისყიდონ გარკვეული ჯილდოები ნებისმიერი თამაშისგან დამოუკიდებლად. მიმდინარე პერიოდისათვის Signal Zero – ს უკვე აქვს ჯილდოების გადაცვლის სისტემა აწყობილი Amazon – თან, Steam – თან, Xbox – თან და ასევე იგი ფლობს რამდენიმე საკუთარ კრიპტოვალუტას, შესაბამისად მოთამაშეებს შეეძებათ თამაშში გამომუშავებული მონეტების გადაცვლა როგორც რეალურ აქტივებზე ისე კრიპტოვალუტებზე. აღინიშნული ძალისხმევის კვალდაკვალ, გამომუშავებული მონეტების პროტოკოლი ერთი დღის განმავლობაში თავსებადი იქნება ეგრეთწოდებულ ERC-20 – ის სტანდარტთან. ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ არის სრულყოფილი თამაშის მსვლელობის ისტორია და მოთამაშის დაჯილდოვების ალგორითმი, რადგან იდეა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლების აზრით, სულ მალე შესაძლებლობა გვექნება დავაკვირდეთ თუ როგორ შეძლებენ თამაშის შემქმნლები იდეის განხორციელებას.[1]
 
წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
ბოლო დროის მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია eMoney – ს ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალუტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, eMoney – ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.
კვირის მიმოხილვის ჭრილში, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (04/06/2018 – 10/06/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  eMoney – ს ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
მიმდინარე მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. მისი ფასი კვირის განმავლობაში სტაბილური იყო და კვიროს ბოლოს საგრძნობლად დაეცა. კვირის დასაწყისში ფასი  7514.47 $ იყო და კვირის ბოლოს მან 6866.26 $ – ს მიაღწია. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შუა კვირაში, 7 ივნისს დაფიქსირდა და დაახლოებით 7,678 $ – ს გაუტოლდა. პროცენტულ ერთულებში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმანდე ფასი 11 % – ით შემცირდა, რაც კვირის შუა პერიოდიდან ბოლო დღის ჩათვლით შემცირებას ასახავს.
Bitcoin
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 131.85 მილიარდი აშშ დოლარიდან 117.32 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი მოცულობის შემცირებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის ბოლოსკენ 131 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, თუმცა იგი კვირის ბოლო დღეს საგრძნობლად შემცირდა. შესაბამისად ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მაჩენებლიდან მინიმალურ დონემდე პროცენტული შემცირება 11 % – ს გაუტოლდა.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
რაც შეეხება ბიტკოინ ქეშს, ერთი ერთეული ბიტკოინ ქეშის ფასი 977.40 $ – სა და 1,152.89 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინის მსგავსად ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა სტაბილური იყო და ბოლო დღეს მისი ფასი საგრძნობლად შემცირდა. ამავდროულად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან (კვირის დასაწყისიდან) 10 ივნისამდე ფასის შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 977 $ – ს უტოლდება. პროცენტულ ერთეულებში, ფასის შემცირება მაქსიმალური ფასის ნიშნულიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე 15 % – ს მიუახლოვდა.
Bitcoin Cash
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 20.1 მილიარდი აშშ დოლარიდან 16.79 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 10 ივნისს დაფიქსირდა 16.79 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 20.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმუმამდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 16 % – ს გაუტოლდა.
ეთერიუმი / Ethereum
ერთი კვირის ჭრილში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 539.99 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 6 ივნისს დაფიქსირდა და დაახლოებით 609.30 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე შემცირება 11 % – ს მიუახლოვდა.
ethereum
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 61.85 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად,  მინიმალური მაქსიმალური მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირება დაახლოებით 13 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
სხვა განხილულ კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია, თუმცა და მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში ყველა სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.60 $ – სა და 0.68 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 10 ივნისს, ხოლო ყველაზე მაღალი 7 ივნისს დაფიქსირდა 0.68 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 9 % – ით შემცირდა.
ripple
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 27.17 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალური კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 14 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
წინა კვირის მსგავსად, ლაითკოინის საბაზრო ტრენდები, მიმდინარე კვირაშიც რიპლის მსგავს საბაზრო ტენდენციებს იმეორებს. მისი ფასი კვირის დასაწყისში სტაბილურად მიერყეობდა. ხოლო კვირის ბოლოს ფასი საგრძნობლად შემცირდა. კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ფასი 11 % – ით შემცირდა
litecoin
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივაც, სიტუაცია მსგავს ტენდენციას იმეორებს. კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა სტაილურია და კვირის ბოლოს მნიშვნელოვნად მცირდება. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 6.10 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 14 % – ით შემცირდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის დასაწყისში 4 ივნისს დაფიქსირდა და 7.11 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაშიც, სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად კვირის ბოლო დღის გარდა ფასები სტაბილურად იცვლებოდა. მაქსიმალური მაჩვენებელი 5 ივნისს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 10 ივნისს 280.52 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა ვარდნამ 12 % შეადგინა.
Dash
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ასევე, ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 2.68 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 10 ივნისს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 15 % – ს გაუტოლდა.
0406
 
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (04/06/2018)
საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩენებლების მიხედვით, 4 ივნისს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 53 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 25 %) და რიპლი (დაახლოებით 10%) ინაწილებენ.
1006
 
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (10/06/2018)
კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები საერთოდ არ შეცვლილა, რადგან ჩვენს მიერ განხილულმა ყველა კრიპტოვალუტის ფასმა და კაპიტალიზაციამ საგრძნობი ვარდნა განიცადა. 10 ივნისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც ისევ 53 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 25 %) და რიპლი (დაახლოებით 10%) ინაწილებენ.
 
საძიებო სისტემის Baidu -ს მიერ Blockchain Space – ის (ბლოკჩეინის კოსმოსი) თამაშის გაშვება
ჩინურმა საძიებო სისტემის გიგანტმა Baidu – მ ბლოკჩეინზე დაფუძნებული თამაშის გამოშვება დაანონსა, რომელიც მის SuperChain პლატფორმაზე იქნება მიბმული. ლიტერატურული თარგმანის მიხედვით თამაშს სამყარო ეწოდება და იგი გვთავაზობს წარმოსახვით სამყაროში/კოსმოსში მოგზაურობას, რომელიც აღჭურივილი და მექანიზირებულია ბლოკჩეინის სისტემით. ნებისმიერი მოთამაშე ან მომხმარებელი რომელიც ჩართული იქნება ბლოკჩეინში, მიიღებს „ელემენტებს“ საკუთარი წარმოსახვითი პლანეტების შესაქმნელად. ოფიციალური წარმომადგენლების მიხედვთ, აღნიშნული „ელემენტები“ გენერირდება ბლოკჩეინის მეშვეობით, რასაც ჯილდოს სახე ექნება. რაც უფრო მეტ ელემეტებს მოაგროვებენ მომხმარებლები, მით უფრო დიდი პლანეტის შექმნას შეძლებენ და შესაბამისად პლანეტის გრავიტაციის ზრდასთან ერთად ისინი უფრო მეტ ელემენტს მოიზიდავენ და საბოლოოდ ელემენტების მოგროვებასთან ერთად უფრო მეტ და მრავალფეროვან მახასიათებლებს გამოააშკარავებენ. არსიდან გამომდინარე, თამაშის მთავარი მიზანია მომხმარებლებს მიაწოდოს ინფორმაცია კრიპტოვალუტების მსგავსი აქტივების დამატებით მახასიათებლებზე (გარდა მხოლოდ ვაჭრობისა). კომპანიის აღმასრულებლის თქმით, ამ თამაშის მიზანს არ წარმოადგენს ახალი კრიპტოვალუტის შექმნას, არამედ იგი წარმოადგენს ციფრული საზოგადოების ექსპერიმენტს, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს გაიზარონ ბლოკჩეინის სისტემის დამატებითი სარგებელი და მრავალფეროვანი მახასიათებლები.[2]
 
 
[1] წყარო: https://www.coindesk.com/dungeon-defenders-creator-will-integrate-blockchain-in-its-sequel/
[2] წყარო: https://www.coindesk.com/search-giant-baidu-is-launching-a-blockchain-space-game/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved