კრიპტოსავალუტო ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა (03/06/2019 – 09/06/2019)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » კრიპტოსავალუტო ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა (03/06/2019 – 09/06/2019)
10/06/2019
კრიპტოსავალუტო ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა (03/06/2019 – 09/06/2019)

წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი

ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.

დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (03/06/2019 – 09/06/2019) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  MyCoins-ის ელექტრონული საფულის დახმარებით.

ბიტკოინი / Bitcoin

მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბიტკოინის ფასმა საგრძნობი ცვლილებები განიცადა. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით მაღალ მაჩვენებელზე იყო დაფიქსირებული და კვირის ბოლოს მან შესამჩნევი კლება განიცადა.  ფასმა მაქსიმუმს 3 ივნისს მიაღწია. კვირის პირველ დღეს ფასი  $ 8.208.99 იყო და კვირის ბოლოს იგი $ 7.777.58-ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 4 ივნისს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთეულებში კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლო მაჩვენებლამდე ფასი 5 %-ით შემცირდა, რაც 3 ივნისიდან 9 ივნისამდე ფასის კლებას ასახავს.

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 145.62 მილიარდი აშშ დოლარიდან 138.05 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების კლებას ასახავს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 145.62 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა შესამჩნევად მაღალი იყო. ზოგადად კვირის საწყისი მონაცემიდან კვირის ბოლო მონაცემამდე კაპიტალიზაციაც 5 %-ით შემცირდა.

ბიტკოინის ფასი

ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი $ 382.11-სა და $ 408.66-ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინის მსგავს ტრენდს იმეორებს. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით მაღალი იყო და კვირის ბოლოსკენ კლება განიცადა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ კვირის დასაწყისიდან, სადაც ფასის ნიშნული $ 408.66-ს უტოლდება, კვირის ბოლო მნიშვნელობამდე ფასი 6 %-ით შემცირდა.

კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 3 ივნისიდან 9 ივნისის ჩათვლით 7.28 მილიარდი აშშ დოლარიდან 6.81 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის ღირებულებამ მიაღწია 9 ივნისს დაფიქსირდა და 6.81 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს მიუახლოვდა. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 7.28 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. საბოლოოდ, მაქსიმალური მონაცემიდან კვირის ბოლო ნიშნულამდე პროცენტული კლება დაახლოებით 6 %-ს გაუტოლდა.

ბიტკოინ ქეში

ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ეთერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული $ 235.34-ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 3 ივნისს დაფიქსირდა და დაახლოებით $ 252.61  შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლო მაჩვენებლამდე ფასის კლება 7 %-ს მიუახლოვდა.

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 26.86 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, კვირის საწყისი მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე პროცენტული კლება დაახლოებით 7 %-ს გაუტოლდა.

ეთერიუმის ფასი

ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი შესამჩნევად დაბალია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი $ 0.39-სა და $ 0.43-ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 9 ივნისს ხოლო ყველაზე მაღალი 3 ივნისს დაფიქსირდა 0.43 $-იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, მაქსიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლო მაჩვენებლამდე ფასი 9%-ით შემცირდა.

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 17.96 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ კვირის მაქსიმალური მონაცემიდან კვირის ბოლო მაჩვენებლამდე დაახლოებით 9 % შეადგინა.

რიპლის ფასი

ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდი ყველა სხვა განხილული კრიპტოვალუტისგან განსხვავებულ ტრენდს იმეორებს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი $ 107.47-ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს $ 116.00-ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა ზრდამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 8 % შეადგინა.

კაპიტალიზაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 6.34 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლო დღის კაპიტალიზაციამდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 14 %-ს გაუტოლდა.

ლაითკოინის ფასი

ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

დეში / Dash

დეშის შემთხვევაში, მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი 3 ივნისს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 9 მაისს $ 142.84-ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა კლებამ 9 % შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი ფასების მსგავს ტრენდს იმეორებს. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში, 3 ივნისს 1.38 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 9 ივნისს დაფიქსირდა და შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული კლება ამ შემთხვევაში 8 %-ს გაუტოლდა.

დეშის ფასი

ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ბაზრის კაპიტალიზაცია

საბაზრო ტრენდების ანალიზთან ერთად, ამავდროულად მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins-ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 27 მაისს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 71 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 8 %) ინაწილებენ.

ბაზრის კაპიტალიზაცია

ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins-ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (03/06/2019)

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების წილების გადანაწილება საგრძნობლად არ შეცვლილა. 9 ივნისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 71 %-ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 8 %) ინაწილებენ.

ბაზრის კაპიტალიზაცია

ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins-ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (09/06/2019)

© 2020 MyCoins.ge all rights reserved