კრიპტოსავალუტო ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა (04/03/2019 – 10/03/2019)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » კრიპტოსავალუტო ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა (04/03/2019 – 10/03/2019)
11/03/2019
კრიპტოსავალუტო ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა (04/03/2019 – 10/03/2019)

წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი

მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პირველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.

დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (04/03/2019 – 10/03/2019) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.

ბიტკოინი / Bitcoin

ბოლო მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ფასმა მაქსიმუმს კვირის ბოლოს მიაღწია. კვირის დასაწყისში ფასი $3.761.56 იყო და კვირის ბოლო დღეს იგი $3.938.21- ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 4 მარტს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთეულებში კვირის დასაწყისიდან ბოლო დღემდე ფასი 5 % – ით გაიზარდა, რაც 4 მარტიდან 10 მარტამდე ზრდას ასახავს.

ბიტკოინი

ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 66.10 მილიარდი აშშ დოლარიდან 69.33 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების ზრდას ასახავს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 69 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა შესამჩნევად მაღალია. ზოგადად კვირის საწყისი მონაცემიდან კვირის მაქსიმალურ მონაცემამდე კაპიტალიზაცია 5 % – ით გაიზარდა.

ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი $125.12  – სა და $133.82- ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინის მსგავს ტრენდს აჩვენებს. კვირის დასაწყისში ფასი მინიმუმზე დაფიქსირდა და კვირის ბოლოს ზრდის ტემპი შეინარჩუნა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ კვირის დასაწყისიდან, სადაც ფასის ნიშნული $125.12 – ს უტოლდება, კვირის ბოლო მნიშვნელობამდე ფასი 6 % – ით გაიზარდა.

ბიტკოინ ქეში

ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 4 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით 2.21მილიარდი აშშ დოლარიდან 2.34 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის ღირებულებამ მიაღწია 4 მარტს დაფიქსირდა 2.21 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 2.36 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. საბოლოოდ, კვირის დასაწყისიდან მაქსიმალურ ნიშნულამდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 7 % – ს გაუტოლდა.

ეთერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული $127.12- ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 6 მარტს დაფიქსირდა და დაახლოებით $138.79  შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალური ფასიდან მაქსიმალურ ფასამდე ზრდა 9 % – ს მიუახლოვდა.

ეთერიუმი

ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 14.59 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, კვირის საწყისი მონაცემიდან ბოლო დღის მაჩვენებლამდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 6 % – ს გაუტოლდა.

რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი $0.31- სა და $0.32-ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 4 მარტს, ხოლო ყველაზე მაღალი 6 მარტს დაფიქსირდა $0.32-იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 3 % – ით გაიზარდა.

რიპლი

ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 13.14 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლო მაჩვენებლამდე დაახლოებით 1 % შეადგინა.

ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდები ბიტკოინის, ბიტკოინ ქეშის, რიპლის, ეთერიუმისა და დეშისგან განსხვავებულ ტრენდს მისდევს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი $46.43- ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს $56.62- ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა ზრდამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 22 % შეადგინა.

ლაითკოინი

ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 2.82 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ კაპიტალიზაციამდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 25 % – ს გაუტოლდა.

დეში / Dash

დეშის შემთხვევაში, მისი ფასის მერყეობა სხვა განხილული კრიპტოვალუტების ტრენდების მსგავს დინამიკის იმეორებს. მაქსიმალური მაჩვენებელი 9 მარტ დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 4 მარტს $79.80-ს გაუტოლდა. შესაბამისად, მინიმალური ფასიდან მაქსიმალურ ფასამდე პროცენტულმა ზრდამ 5 % შეადგინა.

დეში

ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი ფასების მსგავს ტრენდს იმეორებს. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის ბოლოს 0.73 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 4 მარტს დაფიქსირდა და შესაბამისად კვირის დასაწყისიდან მაქსიმალურ ბრუნვამდე პროცენტული ზრდა 5 % – ს გაუტოლდა.

ბაზრის კაპიტალიზაცია

საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 4 მარტს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 68 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 14 %) და რიპლი (დაახლოებით 13%) ინაწილებენ.

კაპიტალიზაციის მაჩვენებელი

ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (04/03/2019)

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების წილების გადანაწილება საერთოდ არ შეცვლილა. 10 მარტის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 67 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 14 %) და რიპლი (დაახლოებით 13%) ინაწილებენ.

კაპიტალიზაციის მაჩვენებელი

ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (10/03/2019)

© 2020 MyCoins.ge all rights reserved