კრიპტოსავალუტო ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა (15/04/2019 – 21/04/2019)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » კრიპტოსავალუტო ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა (15/04/2019 – 21/04/2019)
22/04/2019
კრიპტოსავალუტო ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა (15/04/2019 – 21/04/2019)

წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი

ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.

დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (15/04/2019 – 21/04/2019) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.

ბიტკოინი / Bitcoin

ბოლო მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით დაბალ მაჩვენებელზე იყო დაფიქსირებული და კვირის ბოლოს მან ზრდა განიცადა.  ფასმა მაქსიმუმს 20 აპრილს მიაღწია. კვირის პირველ დღეს ფასი  5.067.11 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 5.314.53 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 15 აპრილს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთეულებში კვირის დასაწყისიდან კვირის მაქსიმალურ მაჩვენებლამდე ფასი 5 % – ით გაიზარდა, რაც 15 აპრილიდან 20 აპრილამდე ფასის ზრდას ასახავს.

ბიტკოინის ფასი

ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 89.42 მილიარდი აშშ დოლარიდან 93.85 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების ზრდას ასახავს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 94.25 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა საგრძნობლად მაღალი იყო. ზოგადად კვირის საწყისი მონაცემიდან კვირის ბოლო მონაცემამდე კაპიტალიზაცია 5 % – ით გაიზარდა.

ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი 290.48 $ – სა და 318.31 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინისგან განსხვავებულ ტრენდს აჩვენებს. კვირის დასაწყისში ფასმა შედარებით მაღალი იყო და კვირის ბოლოსკენ კლება განიცადა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ კვირის დასაწყისიდან, სადაც ფასის ნიშნული 314.12 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლო მნიშვნელობამდე ფასი 8 % – ით შემცირდა.

ბიტკოინ ქეშის ფასი

ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 15 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით 5.57 მილიარდი აშშ დოლარიდან 5.15 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის ღირებულებამ მიაღწია 21 აპრილს 5.15 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე დაფიქსირდა. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 5.64 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. საბოლოოდ, მაქსიმალური მონაცემიდან მინიმალურ ნიშნულამდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 9 % – ს გაუტოლდა.

ეთერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 161.57 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 18 აპრილს დაფიქსირდა და დაახლოებით 173.71 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური მიშნულიდან კვირის ბოლო ფასის მაჩვენებლამდე შემცირება 2 % – ს მიუახლოვდა.

ეთერიუმის ფასი

ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის შუა პერიოდში დაფიქსირდა და დაახლოებით 18.38 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, კვირის საწყისი მონაცემიდან ბოლო დღის მაჩვენებლამდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 5 % – ს გაუტოლდა.

რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.32 $ – სა და 0.34 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 15 აპრილს, ხოლო ყველაზე მაღალი 18 აპრილს დაფიქსირდა 0.34 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ მაჩვენებლამდე ფასი 5 % – ით გაიზარდა.

რიპლის ფასი

ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 14.15 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა კლებამ, კვირის მაქსიმალური მონაცემიდან კვირის ბოლო მაჩვენებლამდე დაახლოებით 4 % შეადგინა.

ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდი ეთერიუმის და დეშის მსგავს დინამიკას იმეორებს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 79.05 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 77.33 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა კლებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 2 % შეადგინა.

ლაითკოინის ფასი

ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 4.75 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ კაპიტალიზაციამდე პროცენტული კლება დაახლოებით 6 % – ს გაუტოლდა.

დეში / Dash

დეშის შემთხვევაში, მაქსიმალური მაჩვენებელი 18 აპრილს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 15 აპრილს 119.21 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მინიმალური ფასიდან მაქსიმალურ ფასამდე პროცენტულმა ზრდამ 4 % შეადგინა.

დეშის ფასი

ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი ფასების მსგავს ტრენდს იმეორებს. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის შუა პერიოდში 1.09 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 15 აპრილს დაფიქსირდა და შედეგად, მინიმალური მაჩვენებლიდან მაქსიმალურ ბრუნვამდე პროცენტული ზრდა 4 % – ს გაუტოლდა.

ბაზრის კაპიტალიზაცია

საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ამავდროულად მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 15 აპრილს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 68 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 10 %) ინაწილებენ.

ბაზრის კაპიტალიზაცია

ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (08/04/2019)

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების წილების გადანაწილება თითქმის არ შეცვლილა. 21 აპრილის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 69 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 10 %) ინაწილებენ.

ბაზრის კაპიტალიზაცია

ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (14/04/2019)

© 2020 MyCoins.ge all rights reserved