კრიპტო კვლევითმა ფირმამ ნობელის პრემიის მფლობელი ეკონომისტები დაიქირავა
ბლოკჩეინის კვლევითმა ფირმამ და აქსელერატორმა Cryptic Labs – მა ახლახანს ორი ნობელის პრემიის გამარჯვებული ეკონომისტი მრჩევლებად დაიქირავა. ორშაბათს გამოქვეყნებული პრეს – რელიზის მიხედვით, კანდიდატები რომლებიც შეუერთდებიან ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს არიან დოქტორი ერიკ ს. მასკინი და სერ კრისტოფერ პისარიდესი. ისინი უზრუველყოფენ არსებული ვითარების შეფასებას (ეკონომიკური ინსტრუმენტების ჭრილში) წამახალისებელი მექანიზმების ანალიზით, თამაშის თეორიის გამოყენებითა და მაკროეკონომიკური პოლიტიკების შემუშავებით.
დოქტორი მასკინი ამჟამად ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორია, და დაკისრებული ვალედბულების მიხედვით, იგი გამოიყენებს საკუთარ ღრმა ცოდნას (თამაშთა თეორიასა და მექანიზმის დიზაინში) მოხმარებელთა სტიმულებისა და მათი ქცევის შესასწავლად ბლოკჩეინის სხვადასხვა პროექტის განვითარების პროცესში. მასკინმა ნობელის პრემია მოიპოვა 2007 წელს ეკონომიკის დარგში, მექნიმის დიზაინის[1] საფუძვლების ჩამოყალიბებისათვის. მან პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი აზრით ბლოკჩეინის ტექნოლოგია პოტენციურად ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ეკონომიკისათვის. განხილვათა უმეტესობა ძირითადად ბლოკჩეინის ტექნიკურ ასპექტებზე მიმდინარეობს და მან განაცხადა რომ მისთვის, როგორც ეკონომისტისათვის, უფრო მეტად მნიშვნელოვანია გამოიკვლიოს თუ რა ეკონომიკური ღირებულება შეიძლება მოუტანოს მსოფლიოს აღნიშნულმა ტექნოლოგიებმა.
რაც შეეხება სერ პისარიდესს, მან ნობელის პრემია მოიპოვა 2010 წელს ეკონომიკის დარგში, სადაც მან ბაზრები გამოიკვლია ე.წ. ძიების თეორიით. მისი განცხადებით, ბლოკჩეინი ბოლო პერიოდის მონაცემებით ფინანსური ბაზრებისათვის ერთ – ერთ ყველაზე ამაღელვებელ სიახლეს წარმოადგენს. საკუთარი ცოდნიდან გამომდინარე, იგი კვლევით კომპანიასა და მის კლიენტებს კონსულტაციებს მაკროეკონომიკურ ჭრილში გაუწევს.
Crypto Labs – ის თანადამფუძვნებელის და ამავდროულად მმართველი დირექტორის თქმით, პირველად ინდუსტრიაში დოქტორი მასკინი და პისარიდესი ბლოკჩეინის სამყაროს შესთავაზებენ უპრეცედენტო ექსპერტიზასა და ინოვაციურ მიდგომას, რაც დაეხმარება მათ კლიენტებს ქცევითი ეკონომიკის უკეთ გააზრებასა და მისი მეშვეობით საკუთარი ქმედებების ოპტიმალურად დაგეგმვაში.[2]
წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple, ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია ვებგვერდი MyCoins – ის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.
MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.
დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (03/09/2018 – 09/09/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ ვებგვერდი MyCoins – ის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
მიმდინარე მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მისი ფასი კვირის დასაწყისში საგრძნობლად მაღალი იყო და კვირის ბოლოს მან შესამჩნევი ვარდნა განიცადა. კვირის დასაწყისში ფასი 7,260.06 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 6,415.47 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის დასაწყისში, 4 სექტემბერს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მაქსიმალური ფასიდან მინიმალურამდე ფასი 15 % – ით შემცირდა, რაც 4 სექტემბრუდან 8 სექტემბრის ჩათვლით შემცირებას ასახავს.
ფიგურა 1: წყარო: https://myc.ge/2PmGOvf (განხილულია დახურვის ფასები)
ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 125.54 მილიარდი აშშ დოლარიდან 110.72 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების შემცირებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 126.9 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა გაცილებით მაღალია. ზოგადად ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლიდან მინიმალურ დონემდე პროცენტული შემცირება 13 % – ს გაუტოლდა.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
რაც შეეხება ბიტკოინ ქეშს, ერთი ერთეული ბიტკოინ ქეშის ფასი 475.29 $ – სა და 626.36 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინის მსგავს ტრენდს იმეორებს. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით მაღალი იყო და კვირის ბოლოს მან მკვეთრი შემცირება განიცადა. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ მაქსიმალური მაჩვენებლიდან, სადაც ფასის ნიშნული 626.36 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლომდე ფასის შემცირება დაახლოებით 22 % – ს მიუახლოვდა.
ფიგურა 2: წყარო : https://myc.ge/2L8jKND(განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 3 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით 11.23 მილიარდი აშშ დოლარიდან 8.47 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 3 სექტემბერს დაფიქსირდა 8.47 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 11.03 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმალურამდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 25 % – ს გაუტოლდა.
ეთერიუმი / Ethereum
ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 197.95 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 3 სექტემბერს დაფიქსირდა და დაახლოებით 289.26 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე შემცირება 32 % – ს მიუახლოვდა.
ფიგურა 3: წყარო: https://myc.ge/2wn0ExZ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 30.03 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირება დაახლოებით 31 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
ზოგადად, სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია, და ამავდროულად მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტების (ეთერიუმი, ლაითკოინი და დეში) მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.28 $ – სა და 0.34 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 8 სექტემბერს, ხოლო ყველაზე მაღალი 3 სექტემბერს დაფიქსირდა 0. 34 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 15 % – ით შემცირდა (რაც 3 სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე ფასის შემცირებას ასახავს).
ფიგურა 4: წყარო: https://myc.ge/2N7YsRK (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 13.61 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალური ნიშნულიდან კვრის ბოლო დღის კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 17 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
ლაითკოინის საბაზრო ტრენდები რიპლის მსგავს მერყეობას აფიქსირებს. მისი ფასი კვირის დასაწყისიდან ბოლომდე კლების ტენდენციას აჩვენებს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 65.37 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 56.10 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა ცვლილებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე -14 % – ული ერთეული შეადგინა.
ფიგურა 5: წყარო: https://myc.ge/2vVoh0O (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია უმნიშვნელოდ განსხვავებულია. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 3.26 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 17 % – ით შემცირდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის ბოლოს 5 სექტემბერს დაფიქსირდა და 3.94 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაშიც, კვირის დასაწყისში ფასი შედარებით სტაბილურად მაღალია და კვირის ბოლოსკენ ფასის ნიშნულმა კლება დაიწყო. მაქსიმალური მაჩვენებელი 3 სექტემბერს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 5 სექტემბერს 174.44 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა შემცირებამ 20 % შეადგინა.
ფიგურა 6: წყარო: https://myc.ge/2nQ7t7b (განხილულია დახურვის ფასები)
ასევე, ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი უმნიშვნელოდ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 1.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 6 სექტემბერს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 19 % – ს გაუტოლდა.
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები ვებგვერდ MyCoins – ზე არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (03/09/2018)
საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის ვებგვერდზე არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 3 სექტემბერს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 67 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 16 %) და რიპლი (დაახლოებით 7 %) ინაწილებენ.
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები ვებგვერდ MyCoins – ზე არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (09/09/2018)
კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები საგრძნობლად შეიცვალა. 9 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 71 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 7 %) ინაწილებენ.
გამოკითვის თანახმად, ამერიკელთა 80% – მა იცის თუ რას წარმოადგენს ბიტკოინი
საარჩევნო კომპანია YouGov – ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზრდასრული მოსახლეობის გამოკითხულთა ნახევარზე (50 %) ოდნავ ნაკლები დაინტერესებულია კრიპტოვალუტის როგორც მთავარი გადახდის საშუალების პოტენციალით, დღესდღეობით გავრცელებულ ტრადიციულ ქაღალდის ვალუტასთან შედარებით. კვლევითმა კომპანიამ შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა მოსახლეობის რეპრეზენტატიული ნაწილი და პრესრელიზის მიხედვით, გამოკითხულთა 79 % – ს სმენია რომელიმე ტიპის კრიპტოვალუტაზე მაინც, მაშინ როცა 71 % – ს წარმოდგენა აქვს თუ რა არის ბიტკოინი. ამავდროულად მეორე ყველაზე ცნობილ კრიპტოვალუტას წარმოადგენს ეთერიუმი, სადაც გამოკითხულთა 13 % – ს წარმოდგენა აქვს აღნიშნულ ელექტრონულ ვალუტაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითულთა იმ ნაწილის 87 % – ს, რომელთაც სმენიათ რაიმე ბიტკოინზე, არ მოუპოვებია, უყიდია ან გაუყიდია კრიპტოვალუტა. ასევე, ამავე ჯგუფის ნახევარი სამომავლოდ საერთოდ არ აპირებს რაიმე ტიპის კრიპტო ტრანზაქციის განხორციელებას. გამოქვეყნებული სრული ანგარიშის მიხედვით, 18 დან 34 წლამდე რესპოდენტების 19 % „ძალიან დაინტერესებულია“, ხოლო ამავე ჯგუფის 29 % კი „გარკვეულწილად დაინტერესებულია“ კრიპტოვალუტის გამოყენებით. მეორეს მხრივ, 34 წელზე ზემოთ გამოკითხულთა ნახევარი, ნაკლებად ან საეთოდ არ არიან დაინტერესებული კრიპტოვალუტების ძირითადი გადახდის საშუალებად განხილვით.
განხილული რიცხვები იცვლება აღნიშნული თემის სხვა და სხვა ასაკობრივ ჭრილში განხილვისას. მიუხედავად იმისა რომ შედარებით ნაკლებ ადამიანს აქვს ბიტკოინის ყიდვის რაიმე უშუალო გეგმა, მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი (36 %) ფირქრობს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში კრიპტოვალუტები ფართოდ იქნება აღიარებული ლეგალური ტრანზაქციების განხორციელებისას.
ამასთან ერთად, გამოკითხული რესპოდენტების მეოთხედი კვლავ მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტები ჯერ კიდევ ძირითადად არალეგალური ტრანზაქციებისათვის გამოიყენება. ასევე, კვლევაში მონაწილე რესპოდენტების 19 % ფიქრობს რომ ელექტრონული ვალუტა თანაბრად გამოიყენება როგორც ლეგალური ისე არალეგალური მიზნებისათვის და გამოკითხულთა მხოლოდ 17 % მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტები ძირითადად ლეგალური ტრანზაქციებისათვის გამოიყენება.[3]
[1] მექანიზმის დიზაინი არის ეკონომიკის ერთ – ერთი მიმდინარეობა თამაშთა თეორიის მიმართულებით, რომელიც იყენებს საინჟინრო მიდგომას ეკონომიკური მექნიზმების და სტიმულების შემუშავების პროცესში, რაც თავისთავად ემსახურება სასურველი მიზნების მიღწევას სტრატეგიული პარამეტრების ჭრილში, სადაც ეკონომიკური აგენტები რაციონალურად მოქმედებენ.
[2] წყარო: https://myc.ge/2wZzhuM
[3] წყარო: https://myc.ge/2N85vOw