კრიპტო გადახდების ასაჩქარებლად მასტერქარდმა პატენტი მოიპოვა – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (16/07/2018 – 22/07/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » კრიპტო გადახდების ასაჩქარებლად მასტერქარდმა პატენტი მოიპოვა – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (16/07/2018 – 22/07/2018)
23/07/2018
კრიპტო გადახდების ასაჩქარებლად მასტერქარდმა პატენტი მოიპოვა – კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (16/07/2018 – 22/07/2018)

მასტერქარდის ინიციატივა

კრიპტო გადახდების ასაჩქარებლად მასტერქარდმა პატენტი მოიპოვა

კრიპტო გადახდების მოქნილობის გასაზრდელად მასტერქარდმა პატენტი მოიპოვა. აღნიშნული დოკუმენტი 2018 წლის 17 ივლისს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების პატენტებისა და აქციზური მარკების გაცემის ოფისის (USPTO) მიერ. დოკუმენტის მიხედვით, ვინაიდან და რადგანაც დღესდღეობით კრიპტოვალუტების გამოყენების სიხშირე მნიშვნელოვნად გაზრდილია და ისინი საკმაოდ დომინირებენ ტრადიციულ/აღიარებულ გადახდის საშუალებებზე იმ მომხმარებლებს შორის რომლებიც ანონიმურობას ამჯობინებენ, აუცილებელი ხდება ციფრული ვალუტების კონვერტაციისა და გადახდისუნარიანობის აჩქარება და მათი მეშვეობით განხორცილებული ტრანზაქციების ხარისხის გაუმჯობესება. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ ტრადიციული გადახდის საშუალებებით (საკრედიტო ბარათი) და კრიპტოვალუტებით განხორციელებულ გადახდებს შორის შესამჩნევი განსხვავებაა ინფორმაციის დამუშავების კუთხით, და შესაბამისად კრიპტოვალუტები არახელსაყრელ პოზიციაში იმყოფებიან.

არსებული განსხვავება ტრანზაქციების განხორციელების დროებს შორის, წარმოშობს ბლოკჩეინის სისტემის უტილიზების საჭიროებას საგადამხდელო პროცესებში. იმისათვის რომ შემცირდეს კრიპტოვალუტით განხორციელებული გადახდის პერიოდი, აუცილებელია ახალი ტიპის სამომხმარებლო ანგარიშის შექმნა, რომელსაც შეეძლება კრიპტოვალუტების გადარიცხვა უკვე არსებული ტრადიციული ფულადი გადარიცხვების სიტემის გამოყენებით. მომხმარებლის ანგარიშის ახალი ვერსია ერთმანეთთან დააკავშირებს სხვადასხვა ტიპის ე.წ. პროფილებს, რომლებიც ამოიცნობენ მომხმარებლის ანგარიშზე არსებულ ფულის რაოდენობას, ბლოკჩეინის სისტემაში არსებულ ვალუტის რაოდენობას, მიმღების ანგარიშსა და მის მისამართს.

ტრანზაქციები თავისთავად გამოიყენებენ ისეთივე უსაფრთხოების მახასიათებლებსა  და თვისებებს როგორც ტრადიციული გადახდების საშუალებები, უბრალოდ  თითოეული ტრანზაქცია წარმოდგენილი იქნება კრიპტო ერთეულებში. ასევე, მასტერქარდის წარმომადგენლების მიხედვით, კრიპტოვალუტებით განხორციელებული ტრანზაქციების დამუშავებით, საგადამხდელო ქსელებს შესაძლებლობა ექნებათ გამოთვალონ მოსალოდნელი თაღლითობისა და აქტივების ფლობის რისკის მომატების ალბათობა კონკრეტული ალგორითმის გამოყენებით (რომელიც დაამუშავებს გადახდების ისტორიულ მონაცემებს, საკრედიტო ბიუროს მონაცემებსა და დემოგრაფიულ ინფორმაციას, რაც არ არის ხელმისაწვდომი ბლოკჩეინის სისტემისათვის).[1]

 

წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი

მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალუტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, MyCoins – ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.

სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (16/07/2018 – 22/07/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.

ბიტკოინი / Bitcoin

ბოლო დროის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. მისი ფასი კვირის დასაწყისში საგრძნობლად დაბალი იყო და კვირის ბოლოს შესამჩნევად გაიზარდა. კვირის დასაწყისში ფასი  6,741.75 $ იყო და კვირის ბოლოს მან 7,520.96 $ – ს მიაღწია. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის ბოლოს, 22 ივნისს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმამდე ფასი 12 % – ით გაიზარდა, რაც 16 ივისიდან 22 ივლისის ჩათვლით ზრდას ასახავს.

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 109.03 მილიარდი აშშ დოლარიდან 129.09 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი მოცულობის ზრდასაც გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 129 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და კვირის დასაწყისთან შედარებით იგი საგრძნობლად გაიზარდა. ზოგადად ყველაზე დაბალი კაპიტალიზაციის მაჩენებლიდან მაქსიმალურ დონემდე პროცენტული ზრდა 18 % – ს გაუტოლდა.

ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

რაც შეეხება ბიტკოინ ქეშს, ერთი ერთეული ბიტკოინ ქეშის ფასი 767.66 $ – სა და 850.78 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინისგან განსხვავებით ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა შედარებით არასტაბილური იყო. კვირის დასაწყისში ფასმა მატება დაიწყო და ბოლოსკენ შესამჩნევი ვარდნა განიცადა. ამავდროულად, მინიმალური მაჩვენებლიდან 22 ივლისის ჩათვლით ფასის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 812.04 $ – ს უტოლდება. პროცენტულ ერთეულებში, ფასის შემცირება მაქსიმალური ფასის ნიშნულიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე 10 % – ს მიუახლოვდა.

კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 16 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით 12.49 მილიარდი აშშ დოლარიდან 14.01 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 16 ივლისს დაფიქსირდა 12.49 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 14.65 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მინიმალური მაჩვენებლიდან მაქსიმუმანდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 17 % – ს გაუტოლდა.

 

ეთერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 450.70 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 17 ივლისს დაფიქსირდა და დაახლოებით 501 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე შემცირება 10 % – ს მიუახლოვდა.

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის შუა პერიოდში დაფიქსირდა და დაახლოებით 50.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირება დაახლოებით 10 % – ს აღწევს.

რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია, თუმცა მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში ყველა სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.45 $ – სა და 0.49 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 20 ივლისს, ხოლო ყველაზე მაღალი 17 ივლისს დაფიქსირდა 0.49 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 5 % – ით შემცირდა.

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 19.83 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა ზრდამ მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალური კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 13 % შეადგინა.

ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდები რიპლის მსგავს მერყეობას აფიქსირებს. მისი ფასი კვირის დასაწყისში იზრდება, ხოლო კვირის ბოლოს ფასი უმნიშვნელო კლებას განიცდის. კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ფასი 1 % – ით შემცირდა.

კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია განსხვავებულია. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 4.53 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 14 % – ით გაიზარდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის დასაწყისში 18 ივლისს დაფიქსირდა და 5.16 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

დეში / Dash

დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი შესამჩნევად იზრდება  და კვირის ბოლოსკენ იგი უმნიშვნელოდ ვარდება. მაქსიმალური მაჩვენებელი 18 ივლისს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 16 ივლისს 246.58 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მინიმალური ფასიდან მაქსიმალურ ფასამდე პროცენტულმა ზრდამ 8 % შეადგინა.

ასევე, ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის შუა პერიოდში 2.18 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 16 ივლისს დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ბრუნვიდან მაქსიმალურ ბრუნვამდე პროცენტული ზრდა 14 % – ს გაუტოლდა.

საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩენებლების მიხედვით, 16 ივლისს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 57 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 24 %) და რიპლი (დაახლოებით 10%) ინაწილებენ.

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები საგრძნობლად შეიცვალა, რადგან ბიტკოინმა შესამჩნევი ცვლილებები განიცადა სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით. 22 ივლისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 60 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 22 %) და რიპლი (დაახლოებით 8%) ინაწილებენ.

 

ბლოკჩეინის სისტემების მოწყობაზე გაწეული ხარჯები

საერთაშორისო მონაცემების კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2022 წლისათვის ბლოკჩეინის სისტემის მოწყობაზე გაწეული დანახარჯები მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 75 პროცენტით გაიზრდება და თითქმის 12 მიალიარდ დოლარს მიაღწევს. ანალიტიკოსების აზრით, ფირმების მიერ ბლოკჩეინის ინდუსტრიაში განხორციელებულ პროექტებზე გაწეული ხარჯები 11.7 მილიარდ დოლარს მიუახლოვდება და იგივე მაჩვენებელი 2018 წლის ბოლოს დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი იქნება. მათი თქმით, ბლოკჩეინის მომსახურების სფეროში გაწეული დანახარჯები ერთ ერთი ყველაზე დიდია მომსახურების სფეროში გაწეულ სხვა დანახარჯებთან შედარებით (უსაფრთხოების პროგრამულ ან კომპიუტერულ უზრუნველყოფებთან ერთად).

დანახარჯების მოსალოდნელი ზრდა ძრითადად ფინანსური სექტორის მხრიდან მომდინარეობს, სადაც ბანკები ყველაზე ადრეული ინიციატორებს წარმოადგენენ. ანგარიშის მიხედვით, ფინანსურმა სექტორმა 2018 წლის განმავლობაში დაახლოებით 552 მილიონი ა.შ.შ. დოლარი დახარჯა ბლოკჩეინის სისტემებზე. მას მოსდევს დისტრიბუციისა და მომსახურების მსგავსი სექტორები დაახლოებით 334 მილიონი დოლარით.

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოქვეყნებული ანგარიში ასევე განიხილავს რვა განსხვავებულ რეგიონს ბლოკჩეინზე გაწეული დანახარჯების მიხედვით. ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებულ დანახარჯებში 36 პროცენტით მონაწილეობს და იგი ამ მონაცემით მოწინავე ადგილს იკავებს (საერთაშორისო გადახდებისა და უძრავი ქონების შესყიდვის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით). ამ დარგში ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით მთლიანობაში დახარჯულია 193 მილიონი ა.შ.შ. დოლარი. განხორცილებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, შესაძლებელია ვივარაუდოთ რომ გრძელვადიან პერიოდში განვითარებული ტექნოლოგიები მეტად პოპულარულს გახდის კრიპტოვალუტებით ტრანზაქციების განხორციელებას მრავალი მიმართულებით.[2]

 

[1] წყარო: https://www.coindesk.com/mastercard-wins-patent-for-speeding-up-crypto-payments/

[2] წყარო: https://www.coindesk.com/report-blockchain-spending-to-hit-nearly-12-billion-by-2022/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved