„მაიკროსტრატეჯიმ“ ბიტკოინის უმსხვილესი პაკეტი შეისყიდა

Home » ბლოგი » „მაიკროსტრატეჯიმ“ ბიტკოინის უმსხვილესი პაკეტი შეისყიდა
29/06/2023
<strong>„მაიკროსტრატეჯიმ“ ბიტკოინის უმსხვილესი პაკეტი შეისყიდა</strong>

ბლუმბერგის ინფორმაციით, კორპორატიული პროგრამული პაკეტების მწარმოებელმა კომპანია „მაიკროსტრატეჯიმ“, მეორე კვარტალში დაახლოებით 347 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები შეისყიდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც ბიტკოინის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია (2021 წლის ბოლოს), ეს ბიტკოინის ყველაზე მსხვილი შესყიდვაა.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიის (SEC) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, „მაიკროსტრატეჯიმ“, რომლის მფლობელიც ცნობილი ინვესტორი მაიკლ სეილორია, 12 333 ცალი ბიტკოინი შეისყიდა. ამ შესყიდვის შემდეგ, კომპანიის ხელში არსებული ბიტკოინების ფასმა 4.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, „მაიკროსტრატეჯის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 4.2 მილიარდი დოლარია.

უფრო მეტიც, შესყიდვის შემდეგ, ბიტკოინის ფასი დაახლოებით 2 000 დოლარით გაიზარდა და შესაბამისად, კომპანიის ხელთ არსებული ბიტკოინების ჯამური ფასიც 4.5 მილიარდს საგრძნობლად ასცდებოდა.

„მაიკროსტრატეჯიმ“ ბიტკოინების შესყიდვა 2020 წელს დაიწყო და ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ მოსალოდნელი ინფლაციის ზრდის პირობებში, გაუფასურების მოლოდინის გამო, საკუთარ ფინანსებს აზღვევდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ მაშინ, პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად, განვითარებული ქვეყნების, პირველ რიგში, შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, მიმოქცევაში ტრილიონობით დოლარი გამოუშვა, რამაც ინფლაციის ზრდას ძლიერი ბიძგი მისცა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved