ნორვეგიაში მოქმედ ბიტკოინის მომპოვებლებს ელექტრო ენერგიის გადასახადის სუბსიდია შეუწყდებათ
ნორვეგიის მთავრობამ ბიტკოინის მომპოვებლებისათვის მინიჭებული ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდია გააუქმა. ზოგიერთ სკანდინავიურ ქვეყანას აღნიშნულ საქმიანობაზე დაწესებული აქვს ელექტროენერგიის გადასახადი. ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებების Aftenposten – ის ანგარიშის თანახმად, ყველა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ კრიპტოვალუტის მომპოვებელს, ახალი წლიდან ბიუჯეტისთვის ენერგიის მოხმარების ჩვეულებრივი (სტანდარტული) საფასურის გადახდა მოუწევთ. ამ დროისათვის, შედარებით დიდი ზომის მაინერები სარგებლობენ ისეთივე საგადასახადო შეღავათებით, როგორც ნორვეგიის სხვა ენერგო – ინტენსიური ინდუსტრიები. 0.5 მგვტ – ზე მეტი სიმძლავრის მქონე მაინერები ამ ეტაპზე ერთ კილოვატ საათში სტანდარტული განაკვეთის ნაცვლად (რომელიც ერთ კილოვატ საათზე 0.019 ა.შ.შ. დოლარს შეადგენს) 0.00056 ა.შ.შ. დოლარს იხდიან. ეს ნიშნავს იმას, რომ სუბსიდიის მიღების უფლებამოსილი მიანერები საგადასახადო განაკვეთის მხოლოდ 2.8 პროცენტს იხდიან. ნორვეგიის პარლამენტის წარმომადგენლის ლარს ჰალტბრეკენის განცხადებით, ნორვეგია ვეღარ გააგრძელებს უზარმაზარი საგადასახადო შეღავათების გაცემას ისეთი ენერგო – ინტენსიური კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად, როგორიცაა ბიტკოინი, რადგან იგი მოიხმარს უამრავ ენერგიას და შესაბამისად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური დათბობის დონის მატებაში.
ახლა კი სუბსიდიის შეწყვეტის შემდეგ, ბიტკოინის მომპოვებლებს მოუწევთ მაღალი გადასახადების გადახდა, რაც სავარაუდოდ შეამცირებს მათ მოგებას (თან იმ დროს როდესაც კრიპტოვალუტების დაბალი ფასები უკვე დიდ ზიანს აყენებს ინდუსტრიას). ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ წინა კვირის ორშაბათს 19 ნოემბერს, ა.შ.შ. – ში დაფუძნებულმა ბიტკოინის მაინერმა Giga Watt – მა გაკოტრება გამოაცხადა და მისმა ვალმა დაახლოებით 7 მილიონი ა.შ.შ. დოლარი შეადგინა (მევალეების სია ასევე ორ ენერგო – პროვაიდერს მოიცავს). რაც შეეხება სუბსიდიას, მისი მოხსნის შესახებ წინადადება ნორვეგიის საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ იყო წარდგენილი, რომელიც ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს სააგენტოს სახელით არის ცნობილი. აღნიშნული წინადადება უკვე დამტკიცდა სახელმწიფო ბიუჯეტში და ძალაში 2019 წლის იანვრიდან შევა. ტექნოლოგიური ინდუსტრიის ინტერეს – ორგანოს მთავარი ეკონომისტის რობერტ შჯერვას განცხადებით, აღნიშნული სიახლე შოკისმომგვრელია, რადგან ბიუჯეტის ხარჯვის პირობები კრიპტოსავალუტო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კონსულტაციებისა და დიალოგების გარეშე შეიცვალა. მისივე თქმით, სუბსიდიის შეწყვეტა, ნორვეგიაში მოღვაწე კრიპტო მაინერებს დანიასა და შვედეთში გადაისვრის, რაც ნორვეგიის ეკონომიკისათვის არასახარბიელო მოვლენას წარმოადგენს.[1]
წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple, ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.
MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.
დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (19/11/2018 – 25/11/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბიტკოინის ფასმა სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით ყველაზე საგრძნობი ცვლილებები განიცადა. ფასმა მაქსიმუმს კვირის დასაწყისში მიაღწია და კვირის ბოლოსკენ კლების ტენდენცია შეინარჩუნა. კვირის დასაწყისში ფასი 4,871.49 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 4,009.97 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვირის ბოლოსკენ, 24 ნოემბერს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე ფასი 20.3 % – ით შემცირდა, რაც 19 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით შემცირებას ასახავს.
ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 84.69 მილიარდი აშშ დოლარიდან 69.75 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების შემცირებას გვიჩვენებს. აღსანიშნავია ისიც რომ კაპიტალიზაციის მოცულობა 100 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს ჩამოცდა. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 84.69 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა შესამჩნევად მაღალია. ზოგადად კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე კაპიტალიზაციის შემცირება 17.6 % – ს გაუტოლდა.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი 180.69 $ – სა და 336,96 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინის მსგავს ტრენდს იმეორებს. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით მაღალი იყო და კვირის ბოლოს კლება განიცადა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ კვირის დასაწყისიდან, სადაც ფასის ნიშნული 336.96 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლო მონაცემამდე ფასის შემცირება 45.2 % – ს მიუახლოვდა.
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 19 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით 5.89 მილიარდი აშშ დოლარიდან 3.23 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის ღირებულებამ მიაღწია 24 ნოემბერს დაფიქსირდა 3.16 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 5.89 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმუმამდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 46 % – ს გაუტოლდა.
ეთერიუმი / Ethereum
ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 113.49 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 19 ნოემბერს დაფიქსირდა და დაახლოებით 149.18 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან კვირის ბოლომდე შემცირება 22 % – ს მიუახლოვდა.
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 15.41 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან კვირის ბოლომდე შემცირება დაახლოებით 22 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.37 $ – სა და 0.48 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 16 ნოემბერს, ხოლო ყველაზე მაღალი 25 ნოემბერს დაფიქსირდა 0.37 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 22 % – ით შემცირდა.
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 19.28 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 22 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
ლაითკოინის საბაზრო ტრენდები სხვა ყველა კრიპტოვალუტის მსგავს დინამიკას იმეორებს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 36.64 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 30.89 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა შემცირებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 16 % – ული ერთეული შეადგინა.
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 1.73 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ კაპიტალიზაციამდე შემცირება დაახლოებით 20 % – ს გაუტოლდა.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაშიც, მისი ფასის მერყეობა სხვა კრიპტოვალუტების მსგავს ტრენდს იმეორებს. მაქსიმალური მაჩვენებელი 21 ნოემბერს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 25 ნოემბერს 91.45 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა შემცირებამ 20 % შეადგინა.
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი ფასების მსგავ ტრენდს იმეორებს. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის შუაში 0.97 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 25 ნოემბერს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 20 % – ს გაუტოლდა.
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (19/11/2018)
საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 19 ნოემბერს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (25/11/2018)
ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 66 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 12 %) და რიპლი (დაახლოებით 15 %) ინაწილებენ.
კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები მცირედით შეიცვალა. 25 ნოემბრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 68 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 12 %) და რიპლი (დაახლოებით 15 %) ინაწილებენ.
ბიტკოინის მომპოვებელმა კომპანიამ Giga Watt – მა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა
ა.შ.შ. – ში დაფუძნებულმა ბიტკოინის მომპოვებელმა კომპანიამ Giga Watt – მა გაკოტრება გამოაცხადა და მილიონობით კაპიტალი ჯერ კიდევ მათ კრედიტორებს ეკუთვნით. CoinDesk – ისთვის ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, ვალის საერთო მოცულობა 7 მილიონ ა.შ.შ. დოლარს უტოლდება. კრედიტორების სიაშია Douglas Country – ის ბაზაზე მოღვაწე კომუნალური პროვაიდერი (რომლის მიმართ დავალიანების მოცულობა 310,000 ა.შ.შ. დოლარს შეადგენს) და ელექტროენერგიის მომწოდებელი Neppel Elecric – ი (რომლის მიმართ დავალიანება თითქმის ნახევარ მილიონ ა.შ.შ. დოლარს უტოლდება). Giga Watt – ის აქტივების საერთო ღირებულება მცირედით აღემატება 50,000 ა.შ.შ. დოლარს, ხოლო სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით მისი ვალდებულებები 10 – 50 მილიონ ა.შ.შ. დოლარს შეადგენს. აქციონერთა სპეციალური შეხვედრის მოწვევისას, კომპანია გადახდისუუნაროდ გამოცხადდა, რადგან მას არ შეუძლია საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების გასტუმრება. მათი აზრით ყველსათვის უმჯობესი იქნებოდა კომპანიის რეორგანიზაციის პროცესის ხელშეწყობა, და დაგროვილი ვალდებულებების ეტაპობრივად გასტუმრება (შეხვედრას ანდრეი კუზენი ხელმძღვანელობდა რომელიც კომპანიის დირექტორს წარმოადგენს და ფირმის 10 პროცენტზე მეტს ფლობს).
აღნიშნული კომპანია დაარსდა ბიტკოინის მომპოვებლის დეივ კარლსონის მიერ იმ მიზნით რომ ბიტკოინის მოპოვება ხელმისაწვდომი გამხდარიყო მცირე მასშტაბზე მოქმედი მაინერებისათვის (იაფი და სტაბილური ელექტროენერგიის მიწოდებისა და ხარისხიანი აღჭურვილობის შეთავაზების მეშვეობით). ასევე, იმისათვის რომ ინვესტორებს წვდომა ქონოდათ კომპანიის პროდუქტსა და მომსახურებაზე, 2017 წლის მაისში მათ ე.წ. ICO (თავდაპირველი მონეტის შეთავაზება) განახორციელეს და შესაბამისად კაპიტალი 22 მილიონი ა.შ.შ. დოლარით გაზარდეს. თუმცა, ამავე წლის იანვარში, მოსარჩელეთა ჯგუფმა უჩვლა აღნიშნულ კომპანიას არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების შეთავაზებისათვის. მოსარჩელეთა მთავარ ამოცანას საკუთარი ინვესტიციების დაბრუნებას წარმოადგენდა, რადგან ფირმა ვერ ჩაეტია წინასწარ განსაზღვრულ ვადებში და შესაბამისად ვერ შეძლო გაცემული დაპირებების შესრულება.[2]
[1] წყარო: https://www.coindesk.com/norway-ends-power-tax-subsidy-for-bitcoin-miners
[2] წყარო: https://www.coindesk.com/bitcoin-mining-firm-giga-watt-declares-bankruptcy-owing-millions