დღეს, ინვესტირების სამყაროში, კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. მარკეტზე უკვე 10 წლეულზე დიდხანს ყოფნის შემდეგ, კრიპტოვალუტების რაოდენობა საოცარი სისწრაფით გაიზარდა.
მარკეტზე #1 კრიპტოვალუტამ, ბიტკოინმა (BTC), 2021 წელს ახალი რეკორდები დაამყარა და აპრილის თვეში მის უმაღლეს ნიშნულს – $63,000-ს მიაღწია. დიდი პოპულარობით სარგებლობენ სხვა კრიპტოვალუტებიც, როგორებიცაა: დოჯქოინი (DOGE), რიპლი (XRP) და ეთერიუმი (ETH). მსგავსმა პოპულარობამ კი, ბევრი მასშტაბური კომპანიისა თუ უბრალო კრიპტომოყვარულის ყურადღება მიიპყრო.
ექსპერტების თქმით, დღეს, კრიპტოვალუტა წარმატებული ინვესტირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა, რომლის მეშვეობითაც უამრავმა კრიპტომოყვარულმა საკუთარი ინვესტიცია რამოდენიმეჯერ გაზარდა.
კრიპტომოყვარულებს მაგალითად ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდა მოჰყავთ. 5 წლის წინ, 2016 წელს, ერთი ბიტკოინის (BTC) ღირებულება სულ რაღაც $400-ს შეადგენდა. 2021 წელს კი მისმა ფასმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და $63,000 გახდა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ≈15,650% ზრდას ნიშნავს. მარტივად რომ ვთქვათ, შენ რომ 2016 წელს $100-ის ღირებულების ბიტკოინი (BTC) შეგეძინა, 2021 წლის აპრილის თვეში შენი მოგება ≈$15,550 იქნებოდა.
კრიპტომოყვარულთა აზრით, იმის გამოთვლა, თუ როდის არის ყველაზე კარგი დრო ინვესტიციისთვის რთულია. არავინ იცის კრიპტოს ფასის ზუსტი მომავალი. ექსპერტების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა, ინვესტიციის სტრატეგიის შესამუშავებლად, არის მარკეტზე მიმდინარე მოვლენების აქტიური თვალყური. მაგალითად, ბოლო დროში სხვადასხვა დიდი კომპანიების მიერ კრიპტოვალუტის მიმართ აქტიურმა მხარდაჭერამ საგრძნობლაგ გაზარდა კრიპტოს ღირებულება.
დღეის მაჩვენებლით, ა.შ.შ-ში 2,300 ბიზნესი უკვე მხარს უჭერს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებას, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია არის Tesla, რომელმაც ეს სიახლე სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა.
მსგავსი ტიპის მხარდაჭერები კრიპტოვალუტის ფასზე დადებითად მოქმედებს. სწორედ ამიტომაც, ექსპერტების თქმით, 2021 წელი ჯერ კიდევ არ არის გვიანი კრიპტოვალუტების შესაძენად, რადგან ისეთ პოპულარულ კრიპტოვალუტებს, როგორებიცაა: ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), რიპლი (XRP), დოჯქოინი (DOGE) და მრავალი სხვა, ძალიან დიდი და პერსპექტიული მომავალი აქვთ.
შენ რას ფიქრობ?