როგორ გაგრძელდება ეთერიუმის (ETH) ფასის ცვლა $3,000 ნიშნულის შემდეგ?

Home » ბლოგი » როგორ გაგრძელდება ეთერიუმის (ETH) ფასის ცვლა $3,000 ნიშნულის შემდეგ?
13/08/2021
როგორ გაგრძელდება ეთერიუმის (ETH) ფასის ცვლა $3,000 ნიშნულის შემდეგ?

გასულ დღეებში, ეთერიუმის (ETH) ლონდონის hardfork განახლებამ ყველანაირი შეფერხებების გარეშე ჩაიარა. განხორციელებულ განახლებებს კი, ბაზარზე #2 კრიპტოვალუტის ფასის ზრდა მოჰყვა და ეთერიუმმა (ETH) $3,100 კვლავ გადალახა.

Cointelegraph-ის მიერ შემოთავაზებული გრაფა გვიჩვენებს, რომ ეთერიუმის (ETH) ფასმა გასული დღეების განახლებების შემდეგ, მართლაც მნიშვნელოვნად დაიწყო ზრდა და 7 ივნისის შემდეგ, მის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

განახლებების შემდეგ, პირველ რამოდენიმე საათში, 2,160 ($6 მილიონი) ეთერიუმი (ETH) მომენტალურად იქნა შეძენილი. ამ ყველაფერმა კი, ინვესტორებს მყარი მიზეზი მისცათ იმისი, რომ ეთერიუმის ფასი მართლაც, რომ საგრძნობლად დაიწყებდა ზრდას და ტენდენცია გაგრძელდებოდა

How_to_buy_bitcoin

კრიპტომოყვარულები ფიქრობენ, რომ ეთერიუმის (ETH) განახლებები კრიპტოვალუტაზე დადებითან იმოქმდებს და კრიპტოსამყაროში მიმდინარე Bear Market-ის მიუხედავად, ეთერიუმი (ETH) კვლავ გააგრძელებს ზრდას.

ექსპერტების აზრით, მსგავსი პროგრესის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, ძალიან მალე, ეთერიუმი (ETH) $10,000-საც მიუახლოვდეს.

შენ რას ფიქრობ, ავა ეთერიუმი $10,000-ზე?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved