სემ ბანკმენ-ფრიედი არის სულ ახლახანს გამხდარი კრიპტო მილიონერი, რომელიც საკუთარ აზრებს გვიზიარებს, იმის შესახებ თუ როგორ გავხდეთ მასსავით წარმატებული.
29 წლის ახალგაზრდის ღირებულება დღეს $10 მილიარდზე მეტია, ამ შედეგს კი მან კრიპტო მარკეტზე აქტივობებით და კრიპტოვალუტის Exchange FTX-ის შექმნით მიაღწია. რის შედეგადაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გამდიდრებული ადამიანი გახდა.
“თავდაპირველად ეს ინდუსტრია (კრიპტო) ძალიან პატარა იყო და ხალხის ძალიან მცირე ნაწილმა თუ იცოდა მის შესახებ. დღეს კი მის შესახებ მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. მათ კი ვინც ამ სფეროს თავიდანვე მიაქციეს ყურადღება, მათ შორის მეც, დღეს საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია“ – აცხადებს ბანკმანი.
ბანკმანი კრიპტოს ერთ-ერთი პირველი ინვესტორი იყო, რის შემდეგაც მან, 2017 წელს დაარსა კვანტური ტრეიდინგის ფირმა „Alameda Research” რომლის ღირებულებაც $100 მილიონს უდრის.
ბანკმანის თქმით, საიდუმლო სწორი დროის შერჩევასა და ცივ გონებაზე მოქმედებაშია. სწორედ მსგავსი ტაქტიკით მოგზაურობის შედეგად კრიპტოსამყაროში, მან შეძლო და ერთ-ერთი პირველი კრიპტო მილიონერი გახდა.