ბიტკოინი (BTC), მარკეტზე #1 კრიპტოვალუტა, რომელმაც ბოლო ათწლეულის განმავლობა მთელი მსოფლიო მოიცვა, შესაძლოა მცირე დროში ყველასათვის ცნობილი – ნაღდი ფულის ჩამნაცვლებელი გახდეს. სწორედ ეს პროგნოზი აქვთ Fintech სამყაროს სპეციალისტებს.
42 კრიპტო ექსპერტიდან 54% HyperBitcoinization-ის მომხრეა, რაც ნიშნავს რომ მათი აზრით, მომავალი 30 წლის განმავლობაში, ბიტკოინი (BTC) და სხვა კრიპროვალუტები სრულიად ჩაანაცვლებენ დღევანდელ სტაბილურ ვალუტებს, რომელებსაც ქვეყნები დღეს აქტიურად იყენებენ.
„ზოგი ქვეყანა ბიტკოინს (BTC) როგორც მთავარ ვალუტად აირჩევს, რაც ქვეყნის ფინანსურ სისტემას გაცილებით გაამარტივებს და „ბანკის გარეშე“ ეკოსისტემას შექმნის“ – განაცხადა ჯოზეფ რაცზინსკიმ, მისი თქმით ყოველივე ეს კრიპტოვალუტის პოპულარიზაციას საგრძნობლად შეუწყობ ხელს და 2025 წლისთვის მსგავსი პროცესები უკვე დაიწყება. ჯოზეფისვე თქმით, ამ ყველაფრის ფონზე, 2025 წელს ბიტკოინის ფასი უკვე $150,000-საც გადასცდება.