გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის ანალიზი (04/04/18-10/04/18)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის ანალიზი (04/04/18-10/04/18)
11/04/2018
გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის ანალიზი (04/04/18-10/04/18)

გასულ კვირას განვითარებული მოვლენები
კრიპტოსავალუტო ბაზრის ყველაზე მსხვილი მოთამაშის ბიტკონის ფასი გასული წლის ნოემბრის ნიშნულს დაუბრუნდა და ბაზრის ექსპერტების აზრით შესაძლოა ფასების ვარდნის ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდეს. მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბიტკოინის ფასი 7,000 $ – ს ჩამოცდა, რაც ამავე წლის მარტის თვესთან შედარებით (2018 წლის ყველაზე მაღალი მაჩენებელი – დაახლოებით 11,500 $)  67% – ით კლებას აჩვენებს.[1] ბერკლის ბანკის ანალიტიკური ჯგუფის აზრით, 2017 წელს კრიპტოვალუტების ფასების მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებული იყო მათ მიმართ დაინტერესების მატებით, რასაც ანალიტიკოსებმა „ინფექცია“ უწოდეს – რომელიც დაავადებასავით გავრცელდა, და ახლა განკურნების პროცესი მიმდინარეობს რაც ფასების მკვეთრ კლებაში აისახება.[2]
ბიტკოინის ბოლო პერიოდის ფასების ვარდნას სხვა კრიპტოსავლუტო ბაზრებზეც ჰქონდა გავლენა, როგორიცაა ეთერიუმი, რიპლი, ბიტკოინ ქეში და ლაითკოინი. მათ ბიტკოინის მსგავსად დიდი ზარალი განიცადეს და კაპიტალიზაციის მაჩვენებლებიც საგრძნობლად შემცირდა. ბაზარზე ტენდენციურმა ვარდნებმა, ზოგიერთ ექსპერტს მოსალოდნელი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით სპეკულაციური განცხადებების გავრცელების საშუალება მისცა. თუმცა, მიუხედავად პესიმისტური განწყობისა, ექსპერტების აზრით ბიტკოინის ფასი მოკლევადიან პერიოდში 6,000 $ – იან ნიშნულს არ ჩამოსცდება.
„სკაიპის“ ყოფილმა აღმასრულებელმა საოპერაციო ოფიცერმა, მაიკლ ჯექსონმა განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასების კლებას უმნიშვნელო გავლენა ექნება ბაზრის ზოგად სრტრუქტურაზე გრძელვადიან პერიოდში, ვინაიდან ბოლო პერიოდში ფასების კლების ტრენდი ძირითადად სპეკულაციური განცხადებებით იყო განპირობებული. მაგრამ, მეორეს მხრივ, მისი თქმით, აღსანიშნავია პოზიტიური ძვრები ტრანზაქციების დამაჩქარებელი ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, რაც სამომავლოდ კრიპტოვალუტების ფასების ზრდას მოასწავებს.
ძირითადი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი (კვირის მიმოხილვა)
ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პირველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია eMoney – ს ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალ უტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, eMoney – ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.
რაც შეეხება კვირის მიმოხილვას, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (04/04/2018 – 10/04/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  eMoney – ს ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
გასული კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ფასი ჯერ 7,000 $ – ს და შემდეგ 6,700 $ – იან ნიშნულსაც ჩამოსცდა და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 6,636 $ – ზე დაფიქსირდა.  ბოლო კვირის ჭრილში ყველაზე დაბალი მონაცემიდან ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა და 10 აპრილის მონაცემებით დაახლოებით 6,843 $ – ს გაუტოლდა.[3]
ბიტკოინი
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin// (განხილულია დახურვის ფასები)
პროცენტულ ჭილში მინიმალური მაჩვენებლიდან მაქსიმალურამდე ბიტკოინის ფასი დაახლოებით 6 %-ით გაიზარდა და მაქსიმალური ნიშნულიდან ბოლო დროის (8 აპრილი)  მაჩვენებლამდე ფასი 2% ით შემცირდა.
რაც შეეხება ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს, გასული კვირის განმავლობაში 117.2 მილიარდი აშშ დოლარიდან 116.1 მილიარდ აშშ დოლარამდე დაეცა, რაც ფასის შემცირების ტრენდს ემთხვევა და მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების ღირებულების შემცირებას ასახავს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 118 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს წარმოადგენდა და შესაბამისად ყველაზე მაღალ და მინიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემებს შორის პროცენტულმა სხვაობამ დაახლოებით 6 % შეადგინა. საყურადღებოა ისიც, რომ ბიტკოინის წილი კრიპტოსავალუტო ბაზარში, 2017 წლის 20 დეკემბრიდან 2018 წლის 10 აპრილამდე 45.7 % – დან 44.3 % მდე შემცირდა[4], რაც სავარაუდოდ ხაზს უსვამს სხვა კრიპტოვალუტების საბაზრო პოზიციების გაძლიერებას.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
ბიტკოინ ქეში – ს შემთხვევაში, ბოლო კვირის მონაცემებზე დაყრდნობით, ერთი ერთეულის ფასი 606 $ – სა და 655 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინის მსგავსად ბიტკოინ ქეშის ფასის ცვლილება იგივე ტრენდს იმეორებს და მინიმალური მაჩენებლიდან 10 აპრილამდე ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა და ფასის ნიშნული 651 $ – ს უტოლდება.
ბიტკოინ ქეში
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
პროცენტულ ერთეულებში, მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებელს შორის სხვაობა 8 % -ს შეადგენს, ხოლო მინიმალური მაჩენებლიდან 3 აპრილამდე ფასი 7 % – ით გაიზარდა.
კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო კვირის განმავლობაში, ბიტკოინ ქეშის მოცულობა ბაზარზე 11.2 მილიარდი აშშ დოლარიდან 11.1 მილიარდ აშშ დოლარამდე დაეცა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 6 აპრილს დაფიქსირდა და 10.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 11.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალურ და მინიმალურ ნიშნულებს შორის პროცენტულმა განსხვავებამ დაახლოებით 9 % შეადგინა.
 ეთერიუმი / Ethereum
სხვა ვალუტებთან შედარებით ეთერიუმის ფასმა ბოლო კვირის განმავლობაში ზრდის ტრენდი დააფიქსირა. ფასის მინიმალურმა ნიშნულმა 370 $ შეადგინა, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 10 აპრილს დაფიქსირდა და დაახლოებით 410 $-ს მიუახლოვდა. ეთერიუმის ფასის ვარიაცია შედარებით სტაბილურია და არ შეინიშნება მნიშვნელოვანი რყევები. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალური მაჩვენებლიდან მაქსიმუმადე ფასი დაახლოებით 11 % – ით გაიზარდა.
ეთერიუმი
ფიგურა 3: წყარო: https://www.coindesk.com/ethereum-price/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის ბოლოს დაფიქსირდა და დაახლოებით 40.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია ფასის მსგავსად მერყეობს. ამავდროულად,  განსხვავება მინიმალურ და მაქსიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემებს შორის დაახლოებით 11% – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
ბოლო კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.47 $ – სა და 0.5 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩენებელი 6 აპრილს, ხოლო მაღალი 4 აპრილს დაფიქსირდა 0.5 $ ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან პირველ აპრილამდე რიპლის ფასი 2 % – ით შემცირდა.
მიუხედავდ დაბალი ფასისა, ვაჭრობის მოცულობის მხრივ, რიპლის კაპიტალიზაციის მოცულობა საგრძნობლად მაღალია. გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 19.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა განსხვავებამ მაქსიმალურ და მინიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს შორის 8% შეადგინა.
რიპლი
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/ (განხილულია დახურვის ფასები)
 
ლაითკოინი / Litecoin
ლაითკოინის შემთხვევაში, გასული კვირის დასაწყისიდან ფასმა ვარდნა დაიწყო, თუმცა კვირის ბოლოს ფასი მინიმალურ ნიშნულზე მაღლა 114.9 $ – ზე დაფიქსირდა, და მინიმალურმა მაჩენებელმა კი თავისმხრივ 113.5 $ – ს მიაღწია. კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ფასის პროცენტულმა ცვლილებამ -3 % შეადგინა, ხოლო მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ მაჩენებლამდე ფასმა 5 % – ით დაიკლო.
ლაითკოინი
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ სიტუაცია ფასების ტენდენციას იმეორებს. კვირის დასაწყისში ვაჭრობის მოცულობა კლებულობს, თუმცა კვირის ბოლოს დაახლოებით იგივე ნიშნულს 6.4 მილიარდ აშშ დოლარს უბრუნდება. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 6.3 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად პროცენტული ცვლილება მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებლებს შორის დაახლოებით 6% – ს გაუტოლდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 5 აპრილს 7.45 მილიარდი აშშ დოლარზე დაფიქსირდა.
დეში / Dash
ლაითკოინის მსგავსად, დეშის ფასსაც მსგავი ტენდენცია ახასიათებს. განხილული კვირის დასაწყისში ფასი იწყებს ვარდნას და კვირის ბოლოს თითქმის იგივე ნიშნულს 298.5 $ – ს უბრუნდება. მაქსიმალური მაჩვენებელი 8 აპრილს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 6 აპრილს 285 $ – ს გაუტოლდა. კვირის დასაწყისიდან 6 აპრილამდე ფასი 5 % – ით შემცირდა, ხოლო 6 აპრილიდან კვირის ბოლომდე ფასის ზრდა დაახლოებით 4% – ს გაუტოლდა.
დეში
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/
ბაზრის კაპიტალიზაციაც მსგავს ტრენდს იმეორებს. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ 2.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კლებადი ტენდენციის მიუხედავად კაპიტალიზაციის მოცულობა კვირის ბოლოს თითქმის იგივე ნიშნულს დაუბრუნდა და 2.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ფასების მსგავსად კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 6 აპრილს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალურსა და მინიმალურ ბრუნვას შორის პროცენტული განსხვავება 8 % – ს გაუტოლდა.
 ზოგადი ტრენდები
არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ადვილი შესამჩნევია, რომ კრიპტოვალუტების ფასებისა და კაპიტალიზაციის ვარიაცია მჭიდრო კორელაციაშია ერთანეთთან. ამავდროულად,  ფასების ყველაზე შესამჩნევი ვარდნა განხილული კვირის განმავლობაში ლაითკონმა განიცადა. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა დანარჩენი ელექტრონული ვალუტები მისგან განსხვავებით სტაბილური ვარიაციით გამოირჩეოდნენ, რადგან მათი ფასებისა და კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მერყეობა კვირის განმავლობაში უმნიშვნელოდ მერყეობდა. ასევე, არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტიც, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მხოლოდ ეთერიუმის ვალუტამ შეძლო ბაზარზე პოზიციის გამყარება, რაც მისი ფასისა და კაპიტალიზაციის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდით გამოიხატა.
რაც შეეხება ბაზრის მიმდინარე მდგომარეობასა და სამომავლო ტრენდებს, „კრიპტო აქტივების მართვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმოთი ენეკინმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტების „ზამთრის“ პერიოდი დასასრულს მიუახლოვდა და მოკლევადიან პერიოდში ფასები კვლავ ზრდის სტაბილურ მაჩვენებლებს დაუბრუნდება. მისი აზრით მიმდინარე პერიოდის კლებადი ტრენდი ძირითადად განპირობებული იყო მომდევნო 3 ფაქტორით:

  • აქტივების კონსოლიდაცია
  • რეგულაციის საფრთხე
  • კრიპტოვალუტების მეშვეობით ხელფასების გაცემისა და ხარჯების დაფინანსების მასიური ლიკვიდაცია

ბიტკოინის ფასის სწრაფმა ზრდამ 2017 წელს ხელი შეუწყო კრიპტო აქტივების კონსოლიდაციას, თუმცა ინვესტორების გარკვეულმა ნაწილმა უკან გამოითხოვა თავისი კაპიტალი და ამიტომ 2018 წლის დასაწყისში ფასებმა ვარდნა დაიწყო. ამავდროულად, ენეკინის აზრით, რეგულაციების გაძლიერებამ ინვესტორებში გარკვეულწილად შეშფოთება გამოიწვია და რისკების დაზღვევის მიზნით მათ ხელთ არსებული კაპიტალის რაოდენობა შეამცირეს.[5] თუმცა, მეორეს მხრივ, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ე.წ. რეგულატორები რომლებიც ბაზრის გამართულად ფუნქციონირებაზე ზრუნავენ, იმედისმომცემ ქმედებებს ახორციელებენ რაც საბოლოოდ ხელს უწყობს მომხმარებლების რისკების შემცირებასა და კრიპტოსავალუტო ბაზრებზე პოზიტიური მოლოდინების ჩამოყალიბებას.
 
 
[1] ბიტკონის ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა და დაახლოებით $ 20,000 – ს გაუტოლდა.
[2] წყარო: https://www.independent.co.uk/
[3] წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/
[4] წყარო: https://www.coindesk.com/bear-market-largely-over-crypto-hedge-fund-manager-claims/
[5] წყარო: https://www.coindesk.com/bear-market-largely-over-crypto-hedge-fund-manager-claims/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved