2 383 კრიპტო ვალუტა ჩაფლავდა, მაგრამ კრიპტო ინდუსტრია მაინც ძლიერია

Home » ბლოგი » 2 383 კრიპტო ვალუტა ჩაფლავდა, მაგრამ კრიპტო ინდუსტრია მაინც ძლიერია
01/06/2023
2 383 კრიპტო ვალუტა ჩაფლავდა, მაგრამ კრიპტო ინდუსტრია მაინც ძლიერია

საფონდო ბაზრის კვლევაზე მომუშავე ამერიკულ კომპანია „მოტლი ფუულის“ (Motley Fool) ინფორმაციით, პირველი კრიპტო ვალუტის დაარსებიდან 2022 წლამდე, სულ 2 383 კრიპტო ვალუტა ჩაფლავდა. ასეთი კრიპტოების არსებობის საშუალო ასაკი 15 თვის ფარგლებშია. და ამ პროექტების დახურვას რამდენიმე ძირითადი მიზეზი ჰქონდა.

კრიპტო ვალუტების დახურვის ძირითადი მიზეზი, ბაზარზე მოთხოვნის არარსებობაა. ამას კი ცალკე მიზეზები ჰქონდა. კერძოდ, ავტორების მიერ, საკუთარი ტოკენების დანიშნულების და სარგებლიანობის მკაფიოდ არგანსაზღვრა. ჩაფლავებული ვალუტების დაახლოებით ორი მესამედი, მათმა ავტორებმა უბრალოდ, მიატოვეს.

კრიპტო ვალუტების გაუქმების მეორე უდიდესი მიზეზი ისაა, რომ ისინი თაღლითური პროექტები იყო. ბაზარზე მათი გამოსვლის მომენტში, ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ მათი პროდუქტით დიდი ფულის შოვნა იყო შესაძლებელი. ნაწილი იქადნიდა, რომ მათი ვალუტა, კრიპტო ინდუსტრიაში რევოლუციას მოახდენდა. მაგრამ მალე ირკვეოდა, რომ ეს ეგრეთ წოდებული პონცი სქემებით შექმნილი პროექტები იყო. ერთ-ერთმა ასეთმა კრიპტომ შექმნელებს 4 მილიარდი დოლარი მოუტანა (ინვესტორები ამდენივეთი აზარალა).

სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ ახალი კრიპტოების ჩაფლავების წილი თანდათან მცირდება. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ეს ბაზრის ჩამოყალიბების უტყუარი ნიშანია. 2013-2017 წლებში ახალი კოინების დაახლოებით ნახევარი გაუქმდა. ამ მხრივ, ყველაზე უარესი სტატისტიკა 2014 წელს დაფიქსირდა – იმ წელს ახალი კოინების 76.5 პროცენტი (793-დან) ჩაფლავდა. შემდეგ სტატისტიკამ გაუმჯობესება დაიწყო. მართალია, 2018 წელს 751 ახალი კოინი ჩაფლავდა (რაც რეკორდული რიცხვია), მაგრამ ეს ახალი კოინების საერთო რაოდენობის მხოლოდ 27.62 პროცენტი იყო. ასე გაგრძელდა 2019 და 2020 წლებში, როდესაც ახალი კოინების 4.74 და 1.03 პროცენტი გაუქმდა. ეს წილი 2022 წელს მხოლოდ 0.06 პროცენტი იყო.

ბაზრის მიმომხილველები ამბობენ, რომ კრიპტო ინდუსტრიაში ახალი ეპოქა დაიწყო, როდესაც პროექტების ავტორებისთვის, მთავარი კრიტერიუმები, ინოვაციები და სტაბილურობაა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved