ევროკავშირის მხარდაჭერა ბლოკჩეინის სისტემის მიმართ – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის ანალიზი (14/05/2018 – 20/05/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » ევროკავშირის მხარდაჭერა ბლოკჩეინის სისტემის მიმართ – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის ანალიზი (14/05/2018 – 20/05/2018)
21/05/2018
ევროკავშირის მხარდაჭერა ბლოკჩეინის სისტემის მიმართ – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის ანალიზი (14/05/2018 – 20/05/2018)

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები
ევროკავშირის პარლამენტის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებმა შეიძლება სარგებელი მიიღონ ბლოკჩეინის ტექნოლოგიების საკუთარ წამოებაში ინტეგრირებით. ინდუსტრიის, კვლევისა და ენერგეტიკის კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს მცირე ბიზნესებისათვის ბლოკჩეინის საგადამხდელო სისტემის შეთავაზებას, რაც გაამარტივებს ტრანზაქციებს ფირმებსა და მომწოდებლებს შორის. მათი აზრით აღნიშნული ცვლილება, შუამავლის გავლის გარეშე პირდაპირ დააკავშირებს ბიზნეს პარტნიორებს და საშუალებას მისცემს უფრო ეფექტიანად ნაკლები დანახარჯებით წარმართნ ბიზნეს საქმიანობა.
კომიტეტმა ბლოკჩეინების სისტემის იმპლემენტაციის ჭრილში განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია, ტექნოლოგიების არა-მონეტარული მიზნებით გამოყენებას, მონაცემების კონტროლს, მიწოდების ჯაჭვის მართვას, მიწის რეგისტრაციასა და ენერგეტიკის ბაზრის დეცენტრალიზაციას. შესაბამისად ისინი ემზადებიან მარეგულირებელი ერთეულის შესაქმნელად, რომელიც შეიმუშავებს მრავალმხრივ რეგულაციებს ბლოკჩეინის სხვადასხვა მიმართულებით გამოყენებისათვის.[1]
აღსანიშნავია ისიც, რომ თელავივის საფონდო ბირჟამ (TASE) თანამშრომლობა დაიწყო Accenture – თან და The Floor – თან (რომელიც ისრაელის მაღალი ტექნოლოგიების ჰაბს წარმოადგენს) ბლოკჩეინის სისტემით ფასიანი ქაღალდების გასესხების (BSL) პლატფმორმის შესაქმნელად, რომელის დანიშნულებაც ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტის პირდაპირი გასესხების გამარტივება იქნება. პრეს – რელიზის მიხედვით, ბლოკჩეინით ფასისანი ქაღალდების გასესხების (BSL) სისტემა იფუნქციონირებს როგორც „საცალო ვაჭარი“ (one – stop – shop) ყველა ტიპის ფასიანი ქაღალდის გასასხების აქტივობებისათვის, რაც წვდომას მისცემს მომხმარებლებს დიდი მოცულობის ფასიან ქაღალდებზე მოკლევადიან დროის მონაკვეთში. ზოგადად, განაწილებული ჩანაწერების ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბლოკჩეინის პლატფორმა მუშავდება იმისათვის რომ შემაცრიოს ტრანზაქციისდანახარჯები, გაზარდოს უსაფრთხოება და უზრუნველყოს უფრო მეტად მოქნილი გასესხების აქტივობები. ამავდროულად, ისრაელში მოღვაწე კომანიების აზრით, ბლოკჩეინის სისტემის დანერგვა გაზრდის მონაცემების დაცულობის ხარისხს და საშუალებას მისცემს ბიზნესის წარმომადგენლებს წვდომა ქონდეთ P2P (პირდაპირ) ტრანზაქციებზე, რაც მათ ბიზნეს საქმიანობას უფრო მოქნლის და წარმატებულს გახდის.[2]
წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
ბოლო დროის მონაცემებზე დაყრდნობით, დღესდღეობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია eMoney – ს ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალუტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, eMoney – ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.
კვირის მიმოხილვის ჭრილში, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (14/05/2018 – 20/05/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  eMoney – ს ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბიტკოინის ფასმა საგრძნობი ცვლილებები განიცადა. კერძოდ მისმა ფასმა კვირის დასაწყისში კლება დაიწყო  8,716.79 $ – იანი ნიშნულიდან და კვირის ბოლოს 8,515.84 $ – ს მიაღწია. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 14 მაისს დაფიქსირდა და დაახლოებით 8,716 $ – ს გაუტოლდა.
bitcoin
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
პროცენტულ ერთულებში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე ფასი 7 % – ით შემცირდა, ხოლო კვირის დასაწყისიდან ბოლო დღის ჩათვლით კლება დაახლოებით 2 % – ს მიუახლოვდა.
ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 148.4 მილიარდი აშშ დოლარიდან 145.15 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი მოცულობის კლებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის დასაწყისში 148.4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა და შესაბამისად ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მაჩენებლიდან მინიმალურ დონემდე პროცენტული შემცირება 7 % – ს გაუტოლდა.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
რაც შეეხება ბიტკოინ ქეშს, ერთი ერთეული ბიტკოინ ქეშის ფასი 1,431.69 $ – სა და 1,299.58 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინისაგან განსხვავებით ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა შედარებით სტაბილურია. ამავდროულად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან 20 მაისამდე ფასის შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 1,299$ – ს უტოლდება. პროცენტულ ერთეულებში, ფასის შემცირება მაქსიმალური ფასის ნიშნულიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე 17 % – ს მიუახლოვდა.
bitcoin cash
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 26.51 მილიარდი აშშ დოლარიდან 22,27 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 18 მაისს დაფიქსირდა 20.6 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 25.51 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმუმანდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 19 % – ს გაუტოლდა.
ეთერიუმი / Ethereum
ერთი კვირის ჭრილში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 672.66 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 14 მაისს დაფიქსირდა და დაახლოებით 730.55 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე ვარდნა 8 % – ს მიუახლოვდა.
ethereum
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 72.85 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად,  მაქსიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირება დაახლოებით 17 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
ჩვენს მიერ განხილულ სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია და მისი ფასის მერყეობაც არც თუ ისე შესამჩნევია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.74 $ – სა და 0.7 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 11 მაისს, ხოლო ყველაზე მაღალი 17 მაისს დაფიქსირდა 0.67 $ -იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 6 % – ით შემცირდა.
ripple
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 29.19 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალურიდან მინიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 11 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
წინა კვირის მსგავსად, ლაითკოინის საბაზრო ტრენდები, მიმდინარე კვირაშიც რიპლის მსგავს ტენდენციებს იმეორებს. ლაითკოინის ფასმა კვირის დასაწყისში კლება დაიწყო, და ბოლოსკენ უმნიშნელო მატება განიცადა. კვირის ბოლოს ფასი 139.3 $ – ს გაუტოლდა. მინიმალური მაჩენებელი 132.27 $ – ზე დაფიქსირდა. კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ფასი 6 % – ით შემცირდა, და ამავდროულად მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე შემცირებამ 10 % შეადგინა.
litecoin
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ სიტუაცია მსგავს ტენდენციას იმეორებს. კვირის დასაწყისში ვაჭრობის მოცულობამ კლება დაიწყო, თუმცა კვირის ბოლოს უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 7.51 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 8 % – ით შემცირდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის დასაწყისში 15 მაისს დაფიქსირდა და 8.34 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი მცირდება და კვირის ბოლოსკენ უმნიშვნელოდ იწყებს ზრდას. მაქსიმალური მაჩვენებელი 14 მაისს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 17 მაისს 387.41 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა ვარდნამ 10 % შეადგინა.
dash
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი მნიშვნელოვნად განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 3.49 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 18 მაისს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 10 % – ს გაუტოლდა.
საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩენებლების მიხედვით, 14 მაისს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 52 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 25 %) და რიპლი (დაახლოებით 10%) ინაწილებენ.
14.5
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (14/05/2018)
20.5
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (20/05/2018)
კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები თითქმის არ შეცვლილა. 20 მაისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს იგივე წილით – რაც 52 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 26 %) და რიპლი (დაახლოებით 10%) ინაწილებენ.
ცენტრალური ბანკები და კრიპტოვალუტები
ოფიციალური ინსტიტუტების მიერ კრიპტოვალუტების გამოშვებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ფონდის მმართველი საბჭოს წევრმა, ლაიელ ბრეინარდმა განაცხადა რომ ჯერჯერობით სახელმწიფოს ფედერალური ფონდის მხრიდან კრიპტოვალუტის გამოშვების მყარი საფუძველი არ არსებობს. ციფრული ვალუტის გაშიფვრის კონფერენციაზე (Decoding Digital Currency Conference), რომელიც სან ფრანცისკოში ჩატარდა, განიხილეს მრავალი საკითხი რომელიც კრიპტოვალუტების გახშირებულ მოხმარებასა და ფინანსურ ბაზებზე მათ გაზრდილ ბრუნვას შეეხებოდა. დამსწრეების მიერ გამოთქმული აზრის მიხედვით, ცენტრალური ერთეულის მიერ კრიპტოვალუტის „დაბეჭდვა“ ღრმა ანალიზს მოითხოვს რადგან სახელმწიფოს მიერ გამოცემული ციფრული ვალუტა საკმაოდ ბევრ გამოწვევასთან იქნება დაკავშირებული. ამავდროულად, ვინაიდან დღესდღეობით ეფრო და უფრო იხვეწება ტექნოლოგიები და მომხმარებლები მობლური აპლიკაციებისა და სხვადასხვა ელექტრონული დანადგარების/პროგრამების გამოყენებით შედარებით ეფექტიანად ახორციელებენ ტრანზაქციებს,  არსებული რეალობა არ მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას და ფედერალური სარეზერვო სისტემით გამყარებული ციდრული ვალუტის გამოშვებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ლაიელ ბრანდმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი აზრი კრიპტოვალუტებთან დაკავშრებით და განაცხადა რომ, ცენტრალური ბანკი აქტიურად აკვირდება კრიპტოვალუტების ბაზრებზე განვითარებულ მოვლენებს, ელექტრონული ვალუტის მეშვეობით განხორციელებულ ტრანზაქციებს, რეგულაციებსა და კრიპტოვალუტის გამოშვების პოლიტიკებს, და მათ ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით,  კრიპტოვალუტების არსებობა ფინანსური ბაზრების სტაბილურობას ამ ეტაპზე საფრთხეს არ უქმნის.
თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მმართველი საბჭოს წევრების თქმით, ბაზარზე ასიმეტრიული ინფორმაციის არსებობა და თაღლითრი ქმედებების წარმართვის შესაძლებლობა, ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს კრიპტოვალუტების ფასების მნიშვნელოვან მერყეობაში, რაც საბოლოოდ  ართულებს ვაჭრობას ბაზრის მონაწილეებს შორის და ანელებს ბაზრის ზრდის ტენცენციებსაც. ამავდროულად, ეს განაცხადი არ წარმოადგენს ცენტრალური ბანკის მიერ პირველ განაცხადს ფასების ექსტრემალური მერყეობის პოტენციურ საფრთესთან დაკავშირებით, რადგან ამავე წლის აპრილში მათმა წარმომადგენლებმა გააფრთხილეს ინდივიდუალური ინვესტორები ფასების მნიშნელოვან ცვლილებებთან და პოტენციურ დანაკარგებთან დაკავშრებით.[3]
 
[1] წყარო: https://www.coindesk.com/eu-parliament-touts-blockchain-to-empower-businesses-and-citizens/
[2] წყარო: https://www.coindesk.com/tel-aviv-stock-exchange-turns-to-blockchain-for-new-lending-platform/
[3] წყარო: https://www.coindesk.com/fed-governor-says-no-compelling-need-for-central-bank-crypto/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved