ბიტკოინის გამომუშავება უკვე თამაშითაც შეგეძლებათ – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (28/05/2018 – 03/06/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » ბიტკოინის გამომუშავება უკვე თამაშითაც შეგეძლებათ – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (28/05/2018 – 03/06/2018)
04/06/2018
ბიტკოინის გამომუშავება უკვე თამაშითაც შეგეძლებათ – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (28/05/2018 – 03/06/2018)

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები
იაპონურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ GMO Internet Group – მა განავითარა მობილურის ახალი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თამაშის მეშეობით გამოიმუშავოს კრიპტოვალუტები, კერძოდ ამ ეტაპზე ბიტკოინები. განცხადების საფუძველზე, ახალი აპლიკაცია, რომელიც კრიპტო ჩიპის სახელით იქნება წარმოდგენილი, საწყის ეტაპზე ინტეგრირდება GMO – ს მიერ შექმნილ თამაშში – რომელიც Whimsical War – ის სახელით არის ცნობილი. 2018 წლის აგვისტოდან, მოხმარებლებს iOS – ის და Android – ის მოწყობილობებზე შეეძლებათ გამოიმუშავონ ბიტკოინები, თამაშში დაკავებული ე.წ. რანკინგის (ადგილის) ნ შესრულებული მისიების მიხედვით. ნაცვლად იმისა, რომ კრიპტოვალუტების მომპოვებლებმა გამოიყენონ შესაბამისი აღჭურვილობა ბიტკოინის მისაღებად, მათ შეეძლებათ „ჯილდო“ მიიღონ თამაშის მეშვეობით პირდაპირ GMO – საგან. 2017 წლის დეკემბრიდან  აღნიშნულმა კომპანიამ თავიდან მოიშორა ბიტკოინის მოსაპოვებელი საოპერაციო დანადგარები, და ამა წლის აგვისტოსთვის იგი აპირებს გადაერთოს ბიტკოინის ე.წ. „Cloud” მოპვების სისტემაზე. ტექნოლოგიური გიგანტის თქმით, ამ აპლიკაციის შექმნის მთავარი მიზანი მომხმარებლების კრიპტოვალუტებისადმი ცნობადობის ამაღლება და მათ გამოყენების პროცესის გამარტივებაა, გამომდინარე იქიდან რომ თამაშიდან გამომუშავებული ბიტკოინების გადარცხვასა და გამოყენებას საკუთარი საულე სჭირდება. GMO – ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამომავლოდ ისინი აპირებენ კრიპტოვალუტების უფრო ფართო არეალზე გასვლას და მათ სხვადასხვა მობილურ თამაშებში ინტეგრირებას. კომპანიის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა სავარაუდოდ გაზრდის გამომუშავებული კრიპტოვალუტების რაოდენობას, რასაც სამომავლოდ მნიშვნელოვანი გავლენა ექნება კაპიტალიზაციის რაოდენობასა და კრიპტოვალუტების ღირებულებაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპიუტერული დანადგარებისა და მოწყობილობების მწარმოებელმა გიგანტმა Asus – მა პირველად შეიმუშავა პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია კრიპტოვალუტების მომპოვებლებისათვის. ე.წ. H370 Mining Master – ი წარმოადგენს გასულ წელს წარმოებული B250 Mining Expert – ის გაუმჯობესებულ ვერსიას, და Asus – ის თქმით ახალმა გამოგონებამ „ხელახლა განსაზღვრა ფორმულა რიგით მეორე თაობისათვის“ კრიპტოვალუტებთან დაკავშრებული პროდუქტებისათვის. Mining Master – ი შესამჩნევად გამოირჩევა წინამორბედისაგან, რადგან იგი მთლიანად მხარს უჭერს ეგრეთწოდებულ 20 გრაფიკულ ბარათს (GPUs). დღესდღობით არ არის ცნობილი თუ რა ფასად გაიყიდება თითოეული სისტემური პლატა (motherboard) ან როდის იქნება შესაძლებელი მისი ყიდვა. თუმცა კომპანიის წარმომადგენლების თქმით სავარაუდოდ პირველი ახალი პროდუქტი ბაზარზე გამოჩნდება ამა წლის მესამე კვარტალის მიწურულს. ახალი პროდუქტის დამატებით მახასიათებელს წარმოადგენს ისიც, რომ მასში არის ჩაშენებული მონიტორინგის სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თვალი მიადევნოს სისტემური პლატის დატვირთულობას (თუ როგორი დატვირთვით არის ჩართული პროცესში 20 გრაფიკული ბარათი). Asus – ის განცხადებით, რაც უფრო ნაკლებ დროს ხარჯავს მომხმარებელი სისტემური პლატის ქმედითუნარიანობის მონიტორინგში, მით უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს სისტემური პლატა კრიპტოვალუტების მოპოვებასა და მათზე მუშაობას. Asus – ს კვალდაკვალ მრავალი კომპანია გეგმავს მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვას და პროდუქტის შექმნას, რაც სავარაუდოდ გაზრდის ბაზარზე ნავაჭრი კრიპტოვალუტების მოცულობას.[1]
წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, დღესდღეობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია eMoney – ს ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალუტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, eMoney – ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.
კვირის მიმოხილვის ჭრილში, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (28/05/2018 – 03/06/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  eMoney – ს ელექტრონული საფულის დახმარებით.
 
ბიტკოინი / Bitcoin
ბოლო დროის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა შესამჩნევი ცვლილებები განიცადა. მისმა ფასმა კვირის დასაწყისში მატება დაიწყო  7,135,99 $ – იანი ნიშნულიდან და კვირის ბოლოს 7,716.00 $ – ს მიაღწია. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის ბოლოს, 3 ივნისს დაფიქსირდა და დაახლოებით 7,716 $ – ს გაუტოლდა. პროცენტულ ერთულებში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმამდე ფასი 8 % – ით გაიზარდა, რაც კვირის დასაწყისიდან ბოლო დღის ჩათვლით ზრდას ასახავს.
bitcoin
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 125.75 მილიარდი აშშ დოლარიდან 131.73 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი მოცულობის ზრდას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის ბოლოს 131 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა და შესაბამისად ყველაზე დაბალი კაპიტალიზაციის მაჩენებლიდან მაქსიმალურ დონემდე პროცენტული ზრდა 5 % – ს გაუტოლდა.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
რაც შეეხება ბიტკოინ ქეშს, ერთი ერთეული ბიტკოინ ქეშის ფასი 892.12 $ – სა და 1165.10 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინისაგან განსხვავებით ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა შედარებით სტაბილურია. ამავდროულად, მინიმალური მაჩვენებლიდან (კვირის დასაწყისიდან) 3 ივნისამდე ფასის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 1,165 $ – ს უტოლდება. პროცენტულ ერთეულებში, ფასის ზრდა მინიმალური ფასის ნიშნულიდან მაქსიმალურ მაჩვენებლამდე 31 % – ს მიუახლოვდა
bitcoin cash
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 17.09 მილიარდი აშშ დოლარიდან 20.00 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 29 მაისს დაფიქსირდა 15.38 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 20 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მინიმალური მაჩვენებლიდან მაქსიმუმამდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 30 % – ს გაუტოლდა.
ეთერიუმი / Ethereum
ერთი კვირის ჭრილში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 516.04 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 3 ივნისს დაფიქსირდა და დაახლოებით 616.94 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმამდე ზრდა 20 % – ს მიუახლოვდა.
ethereum
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის ბოლოს დაფიქსირდა და დაახლოებით 61.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად,  მინიმალური კაპიტალიზაციის მონაცემიდან მაქსიმალურ მაჩვენებლამდე ზრდა დაახლოებით 20 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
განხილულ სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია და მისი ფასის მერყეობაც არც თუ ისე შესამჩნევია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.55 $ – სა და 0.66 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 28 მაისს, ხოლო ყველაზე მაღალი 3 ივნისს დაფიქსირდა 0.66 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 19 % – ით გაიზარდა.
ripple
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 25.88 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა ზრდამ მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალური კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 19 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
წინა კვირის მსგავსად, ლაითკოინის საბაზრო ტრენდები, მიმდინარე კვირაშიც რიპლის მსგავს საბაზრო ტენდენციებს იმეორებს. ლაითკოინის ფასმა კვირის დასაწყისში ზრდა დაიწყო, და კვირის ბოლომდე ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა, სადაც ფასი 124.75 $ – ს გაუტოლდა. კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ფასი 12 % – ით გაიზარდა, რაც ამავდროულად მინიმალურ და მაქსიმალურ მაჩვენებლებს შორის განსხვავებას ასახავს.
litecoin
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივაც, სიტუაცია მსგავს ტენდენციას იმეორებს. კვირის დასაწყისში ვაჭრობის მოცულობამ ზრდა დაიწყო და კვირის ბოლომდე ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 6.35 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 12 % – ით გაიზარდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის ბოლოს 3 ივნისს დაფიქსირდა და 7.09 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაში, სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ერთი კვირის განმავლობაში ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაქსიმალური მაჩვენებელი 3 ივნისს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 28 მაისს 288.44 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მინიმალური ფასიდან მაქსიმალურ ფასამდე პროცენტულმა ზრდამ 15 % შეადგინა.
dash
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის ბოლოს 2.69 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 29 მაისს დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ბრუნვიდან მაქსიმალურ ბრუნვამდე პროცენტული ზრდა 15 % – ს გაუტოლდა.
საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩენებლების მიხედვით, 28 მაისს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 54 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 25 %) და რიპლი (დაახლოებით 10%) ინაწილებენ.
28.5
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (28/05/2018)
კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები საგრძნობლად არ შეცვლილა. 3 ივნისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს წილის მცირედი შემცირებით – რაც 53 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 25 %) და რიპლი (დაახლოებით 10%) ინაწილებენ.

3.6
 
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (03/06/2018)
რიპლის ქსელის გაფართოება
რიპლი ისევ აგრძელებს ახალი კლიენტების დამატებას მის ხელთ არსებულ ე.წ. განაწილებული გადახდების სისტემაში (distributed ledger – based payment), რომელიც RippleNet  – ის სახელით არის ცნობილი. ორი ფულადი გადარიცხვების საერთაშორისო კომპანია (სინგაპურში დაფუძნებული InstaRem – ი და ბრაზილიაში დაფუძნებული BeeTech – ი) შეუერთდა აღნიშნულ ქსელს, და მისი დახმარებით მომხმარებლებს შეეძლებათ სარგებელი ნახონ რიპლის პროდუქტით, რომელიც მათ სთავაზობს გადარიცხვის შედარებით მაღალ სიჩქარეს, გამჭვირვალობასა და ტრანზაქციის დაბალ დანახარჯებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კუვეიტის საფინანსო სახლმა (Kuwait Finance House) ხელი მოაწერა RippleNet – თან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც იგი კუვეიტის პირველი ბანკი გახდა, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ტრანზაქციებს ბლოკჩეინის ქსელის გამოყენებით. ბოლო თვის განმავლობაში, სულ მცირე ექვსმა ბანკმა და გადახდების პროვაიდერებმა დანერგეს რიპლის სხვადასხვა მეთოდებით განაღდებისა და გადარიცხვის სისტემა, მათ შორის სამხრეთ კორეის სავალუტო ბირჟამ და გადარიცხვების მომსახურების მომწოდებელმა კომპანიამ Coinone – მა.[2]
 
[1] წყარო: https://www.coindesk.com/asus-new-crypto-mining-motherboard-space-20-gpus/
[2] წყარო: https://www.coindesk.com/ripple-sees-new-group-of-clients-join-its-payment-network/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved