პოზიტიური მოლოდინები ბიტკოინის ფასის ზრდასთან დაკავშირებით – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (18/06/2018 – 24/06/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » პოზიტიური მოლოდინები ბიტკოინის ფასის ზრდასთან დაკავშირებით – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (18/06/2018 – 24/06/2018)
25/06/2018
პოზიტიური მოლოდინები ბიტკოინის ფასის ზრდასთან დაკავშირებით – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (18/06/2018 – 24/06/2018)

ანალიტიკოსების პროგნოზით, ბიტკოინის ფასმა შესაძლოა $ 10, 000 – იანი ნიშნული გადალახოს
TradingAnalyst.com ის დამაარსებელის, ტოდ გორდონის პროგნოზის მიხედვით ბიტკოინის ფასი 2018 წლის შუა პერიოდისათვის მიუახლოვდება $ 5, 000 – იან ზღვარს და წლის ბოლოსთვის მისი ფასი $ 10, 000 – ს აცდება. მისი გამოთვლების გასამყარებლად, გორდონმა მოიშველია ე.წ. „მშვენიერი ზრდის ტენდენცია“, და ბოლო დროის ვარდნა ფასის მაქსიმუმიდან (დაახლოებით $ 19, 000) შეაფასა როგორც „ალოგიკური“ შემთხვევა ბიტკოინის სარგებლიანობიდან გამომდინარე.
ანალიტიკოსის აზრით, მიმდინარე მერყეობა მაღალ და დაბალ მაჩვენებლებს შორის საშუალოდ 17 % – ს შეადგენს, რომელიც ერთ – ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბიტკოინის არსებობის ისტორიაში. იყო დრო, როდესაც აღნიშნული ცვალებადობა 20, 30, 40 პროცენტს უახლოვდებოდა ერთი კვირის ჭრილში, და ამიტომ მაგალითისთვის თუ მიმდინარე პერიოდში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 30 % – ით არის შემცირებული, ეს არ წარმოადგენს საგანგაშო სიტუაციას, რადგან ორ კვირაში სავარაუდოა რომ (ფასის მერყეობიდან გამომდინარე) „დაკარგული“ კაპიტალი ანაზღაურდება. გორდონის ვარაუდით, კრიპტოსავალუტო ბაზარი საკმაოდ „ტექნიკურად“ არის მოწყობილი, ამიტომ საბაზრო სენტიმენტებისა და ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, ახლო მომავალში მარტივად არის შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის დანაკარგების ამოღება/ანაზღაურება.
ტოდ გორდონის ვებ-გვერდი კრიპტოსავალუტო პროგნოზების გარდა აწარმოებს სხვადასხვა სამომხმარებლო თუ არასამომხმარებლო ბაზრების ტენდენციების ანალიზს. 2015 წლის ნოემბერში მან საკუთარი გათვლებიდან  გამომდინარე ივარაუდა, რომ ნედლი ნავთობის ფასი, (რომელიც იმ დროს $ 41 – ად ივაჭრებოდა) დაახლოებით 40 % – ით დაეცემოდა და 26 $ -ს მიაღწევდა. მომდევნო წლის თებერვალში, მისი პროგნოზი გამართლდა და ნედლი ნავთობი იმ პერიოდში $ 26.05 – ად ივაჭრებოდა.
ამავე წლის ივნისში, საფონდო ბირჟის ანალიტიკურმა კომპანიამ Terfis – მა გამოიანგარიშა, რომ ბიტკოინის ფასი 2018 წლის დასასრულისათვის დაახლოებით $12, 500 – ს გაუტოლდებოდა. Terfis – ის პროგნოზი ბიტკოინის ფასებთან დაკავშრებით გამოიანგარიშება მოთხოვნისა და მიწოდების საფუძვლების პრინციპით, სადაც მოთხოვნის მხარეს ბიტკოინის მომხმარებელთა და ტრანზაქციების რაოდენობა წარმოადგენს, ხოლო მიწოდების მხარეს კი –  ხელმისაწვდომი ბიტკოინები. ამავდროულად, წინა თვეში, Wall Street – ის ანალიტიკოსმა სპენსერ ბოგარტმა განაცხადა, რომ ძირითადი კრიპტოვალუტა (იგულისხება ბიტკოინი) „სულ მცირე“  $ 10, 000 იან ნიშნულზე მაღლა ივაჭრება 2018 წლის დასასრულისათვის. მან ასევე განმარტა, რომ კრიპტო სამყაროს ღრმა ინსტიტუციონალიზაცია ქმნის დამცავ ბარიერს ბიტკოინის პოზიტიური და გრძელვადიანი წარმატებული მომავლისათვის.[1]
 
წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
ბოლო დროის მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია eMoney – ს ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალუტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, eMoney – ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.
კვირის მიმოხილვის ჭრილში, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (18/06/2018 – 24/06/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  eMoney – ს ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
მიმდინარე მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. მისი ფასი კვირის დასაწყისში შედარებით სტაბილური იყო და კვირის ბოლოს მნიშვნელოვნად დაეცა. კვირის დასაწყისში ფასი  6,734.82 $ იყო და კვირის ბოლოს მან 6,204.80 $ – ს მიაღწია. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის დასაწყისში, 20 ივნისს დაფიქსირდა და დაახლოებით 6,776 $ – ს გაუტოლდა. პროცენტულ ერთულებში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმანდე ფასი 10 % – ით შემცირდა, რაც 20 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით შემცირებას ასახავს.
bitcoin
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 111.32 მილიარდი აშშ დოლარიდან 106.18 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი მოცულობის შემცირებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 115 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, თუმცა იგი კვირის ბოლო დღეს საგრძნობლად შემცირდა. ზოგადად ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მაჩენებლიდან მინიმალურ დონემდე პროცენტული შემცირება 10 % – ს გაუტოლდა.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
რაც შეეხება ბიტკოინ ქეშს, ერთი ერთეული ბიტკოინ ქეშის ფასი 755.98 $ – სა და 904.65 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინის მსგავსად ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა შედარებით სტაბილური იყო კვირის დასაწყისში და ბოლო დღეს მისი ფასი საგრძნობლად შემცირდა. ამავდროულად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან 24 ივნისამდე ფასის შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 757.15 $ – ს უტოლდება. პროცენტულ ერთეულებში, ფასის შემცირება მაქსიმალური ფასის ნიშნულიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე 16 % – ს მიუახლოვდა.
bitcoincash
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 14.61 მილიარდი აშშ დოლარიდან 13.02 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 23 ივნისს დაფიქსირდა 12.99 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 15.57 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური მაჩვენებლიდან მინიმუმამდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 17 % – ს გაუტოლდა.
 
ეთერიუმი / Ethereum
ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 465.82 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 19 ივნისს დაფიქსირდა და დაახლოებით 537.96 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე შემცირება 13 % – ს მიუახლოვდა.
ethereum
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის შუა პერიოდში დაფიქსირდა და დაახლოებით 53.95 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან მინიმალურ მაჩვენებლამდე შემცირება დაახლოებით 15 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია, თუმცა მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში ყველა სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.48 $ – სა და 0.55 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 24 ივნისს, ხოლო ყველაზე მაღალი 19 ივნისს დაფიქსირდა 0.55 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 10 % – ით შემცირდა.
ripple
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 21.57 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალური კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 12 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
ლაითკოინის საბაზრო ტრენდები სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, მთელი კვირის განმავლობაში, შედარებით სტაბილური იყო. მისი ფასი კვირის დასაწყისში სტაბილური იყო, ხოლო კვირის ბოლოს ფასმა უმნიშვნელო კლება განიცადა. კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ფასი 18 % – ით შემცირდა.
litecoin
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივაც, სიტუაცია მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 4.63 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 18 % – ით შემცირდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის დასაწყისში 20 ივნისს დაფიქსირდა და 5.65 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი უმნიშვნელოდ მერყეობს  და კვირის ბოლოსკენ ფასი საგრძნობლად ვარდება. მაქსიმალური მაჩვენებელი 18 ივნისს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 22 ივნისს 236.48 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა ვარდნამ 11 % შეადგინა.
dash
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ასევე, ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 2.16 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 23 ივნისს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 11 % – ს გაუტოლდა.
საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩენებლების მიხედვით, 18 ივნისს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 54 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 24 %) და რიპლი (დაახლოებით 10%) ინაწილებენ.
1806
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (18/06/2018)
კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები უმნიშვნელოდ შეიცვალა, რადგან ჩვენს მიერ განხილულმა ყველა კრიპტოვალუტის ფასმა და კაპიტალიზაციის მოცულობამ დაახლოებით მსგავსი ცვლილებები განიცადა. 24 ივნისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 56 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 24 %) და რიპლი (დაახლოებით 10%) ინაწილებენ.
2406
 
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (24/06/2018)
 
ბაჰამის კუნძულების ცენტრალური ბანკი აპირებს საცდელი ციფრული ვალუტის გამოშვებას
Jamaica Observer – ის ანგარიშის მიხედვით, ბაჰამის ცენტრალური ბანკი გეგმვას სახემწიფოს მიერ გამყარებული საცდელი ციფრული ვალუტის გამოშვებას. გასულ კვირას გამართულ ბლოკჩეინისა და კრიპტოსავალუტისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ბაჰამის პრემიერ მინისტრის მოადგილემ და ფინანსთა მინისტრმა განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ ციფრული ანგარიშწორების მომსახურების განვითარებას, რასაც „მმართელობის ახალი ერა“ უწოდეს. ფინანსთა მინისტრის, პიტერ ტრანკესტის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა, ძირითადად გამიზნულია მცირე ზომის კუნძლებზე მცხოვრები საოჯახო მეურნეობებისათვის, რათა მათ წვდომა ქონდეთ ფინანსურ მომსახურებაზე დისტანციურად. ვინაიდან და რადგანაც მრავალი კერძო ბანკი უარს აცხადებს სერვის ცენტრების განთავზებაზე (მაღალი ხარჯებისა და დაბალი შემოსავლების არსებობის გამო), ადგილობრივი მკვიდრები ფინანსური ინსტიტუტებისა და მომსახურების ნაკლებობას განიცდიან.
რადგანაც, ბაჰამა მრავალი კუნძულის ერთანობას წარმოადგენს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის (ძიითადად ხანდაზმულებისათვის) ტრანსპორტირება/გადაადგილება დიდ ძალისხმევასა და ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ მთავრობა ცდილობს მოსახლეობას შესთავაზოს სახელმწიფო და ფინანსური მომსახურება ციფრული ყწაროებისა და დაცული მექანიზმების მეშვეობით.
სახელმწიფო წარმომაგდგენლები ამავდროულად, ძლიერ უჭერენ მხარს ბლოკჩეინის ტექნოლოგიების დანერგვას სახელმწიფო და კერძო მიმართულებებითაც. მათ სურვილი აქვთ ბაჰამის კუნძულები გარდაქმნან „რეგიონის ციფრულ სამოთხედ“. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მთავრობა აპირებს ბლოკჩეინზე დაფუძვნებული საგანმანათლებლო სერთიფიკატების გამოშვებას სახელმწიფო სატრეინინგო სააგენტოს კურსდამთავრებულებისათვის, რაც დაეხმარება ქვეყნის მოსახლეობას მოძებნონ ბლოკჩეინის ტექნოლოგიების დანერგვის ოპტიმალური და ეფექტიანი მეთოდები – თუ როგორ არის შესაძლებებლი მისი მორგება ბიზნესის ლიცენზირების პროცესებზე, პასპორტების გაცემის აქტივობებზე და ასევე სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მიწოდებაზე. მათი აზრით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება მნიშნელოვად შეუწყობს ხელს კორუფციის შემცირებას, რაც საბოლოოდ საგრძნობლად გაზრდის სახელმწიფოს მიერ განსახორციელებული ცვლილებების ეფექტიანობას.[2]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/analyst-predicts-bitcoin-price-rebound-above-10-000-by-2019
[2] წყარო: https://cointelegraph.com/news/bahamas-central-bank-to-launch-pilot-digital-currency

© 2020 MyCoins.ge all rights reserved