Bitfury – იმ ახალი თაობის ბიტკოინ ASIC [1] ჩიპების შესახებ განაცხადა
Bitfury – იმ, 14 სექტემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, განავითარა ახალი, უფრო ეფექტიანი ბიტკოინის მოსაპოვებელი ჩიპები. მათ მიერ შემუშავებული ASIC (აპლიკაციისათვის სპეციფიკური ინტეგრირებული ერთეული) მომპოვებლები წინანდელ ბიტკოინ მაინერებთან შედარებით გაცილებით ძლიერია და მას აღნიშნულ პროდუქტში ჯერ ჯერობით კონკურენტი არ გააჩნია. კომპანიის მიხედვით, ახალი ჩიპი SHA256 ალგორითმზეა მორგებული და მისი შესაძლებლობები განსაზღვრულია 55 მვტ/გჰ (მილივატი/გეგაჰაში) – ითა და 120 გჰ/წმ (გეგაჰაში/წამი) ჰეშ[2] განაკვეთით. იგი ასევე აღჭურვილია 8,154 ბრუნვადი ჰეშირების ბირთვით, სრულიად ინტეგრირებული კონტროლირებადი დროის მართვის ფუნქციით და ინტეგრირებული ე.წ „power-on“ გადატვირთვის ერთეულით.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა განაცხადა, რომ საკუთარი მომპოვებელი მოწყობილობების განსავითარებლად ისინი ყველა ფაქტორს აქცევენ ყურადღებას, რომელიც მოიცავს სილიკონის ე.წ. შეფუთვის დიზაინს, ჩიპის ეფექტიანობას, ენერგიის ოპტიმალურად განაწილებას, გამაგრილებელი სისტემის მოწყობასა და განვითარების სისწრაფეს. მან ასევე დაამატა, რომ აღნიშნული სიახლე წინ გაუძღვება მრავალ ცვლილებას, რომელიც ამავდრულად წაადგება (ინვესტიციაზე უკუგების სახით) მომხმარებელსაც ASIC – ის ზომის მიუხედავად.
აღწერილობის თანახმად, ASIC – ს შეუძლია სწრაფად გადაერთოს ერთი ამოცანიდან მეორე ამოცანაზე, ვინაიდან ერთი დავალებისთვის იგი იყენებს სარეზერვო მარაგის SHA256 ალგორითმის კალკულაციებს და მეორე დავალება კი შესაძლებელია შესრულდეს ე.წ. „დავალება-ჩანაწერის“ ბრძანებით. მათ მიერ გამოქვეყნებული ბლოგის მიხედვით, კომპანიამ უკვე დაიწყო ახალი ჩიპების ინტეგრირება Bitfury – ს მომპოვებელ მოწყობილობებში. აღსანიშნავია ისიც, რომ Bitfury – ის ბიტკოინის მომპოვებელი ფერმები ფუნქციონირებენ კანადაში, ნორვეგიაში, ისლანდიაში და საქართველოშიც და მათივე განცხადებით, ახალი ჩიპების ინტეგრირება უკვე ხორციელდება აღნიშნულ ფერმებში.[3]
წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple, ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ.
ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins – ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.
MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.
დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (17/09/2018 – 23/09/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.
ბიტკოინი / Bitcoin
ბოლო მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა შესამჩნევი ცვლილებები განიცადა. მისი ფასი კვირის დასაწყისში დაბალი იყო და კვირის ბოლოს მან მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა. კვირის დასაწყისში ფასი 6,281.20 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 6,696.49 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვირის ბოლოს, 21 სექტემბერს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმანდე ფასი 7 % – ით გაიზარდა, რაც 18 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით ზრდას ასახავს.
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 112.51 მილიარდი აშშ დოლარიდან 115.74 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების ზრდას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 116.3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა გაცილებით მაღალია. ზოგადად ყველაზე დაბალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლიდან მაქსიმალურ დონემდე პროცენტული ზრდა 7 % – ს გაუტოლდა.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი 420.45 $ – სა და 499.04 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინის მსგავს ტრენდს იმეორებს. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით დაბალი იყო და კვირის ბოლოს იგი შესამჩნევად გაიზარდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ მინიმალური მაჩვენებლიდან, სადაც ფასის ნიშნული 420.5 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლომდე ფასის ზრდა დაახლოებით 16 % – ს მიუახლოვდა.
კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 17 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით 7.82 მილიარდი აშშ დოლარიდან 8.45 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია 18 სექტემბერს დაფიქსირდა 7.26 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 8.69 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მინიმალური მაჩვენებლიდან მაქსიმალურამდე პროცენტული ზრდა დაახლოებით 20 % – ს გაუტოლდა.
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ეთერიუმი / Ethereum
ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 197.88 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 21 სექტემბერს დაფიქსირდა და დაახლოებით 256.58 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალური ფასიდან მაქსიმუმამდე ზრდა 25 % – ს მიუახლოვდა.
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის ბოლოს დაფიქსირდა და დაახლოებით 25.25 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მინიმალური მონაცემიდან მაქსიმლაურ მაჩვენებლამდე ზრდა დაახლოებით 26 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია, და ამავდროულად მისი ფასის მერყეობა ამ კვირაში სხვა დანარჩენი განხილული კრიპტოვალუტების განსხვავებით ფასის მატების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.27 $ – სა და 0.57 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 17 სექტემბერს, ხოლო ყველაზე მაღალი 22 სექტემბერს დაფიქსირდა 0.57 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 108 % – ით გაიზარდა (რაც 17 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე ფასის ზრდას ასახავს).
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 22.56 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა ზრდამ მინიმალური ნიშნულიდან კვრის ბოლო დღის კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 101 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
ლაითკოინის საბაზრო ტრენდები რიპლის მსგავს მერყეობას აფიქსირებს, თუმცა მისი ფასის მატება რიპლის ზრდის ტემპისგან განსხვავებულია. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 52.54 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 60.77 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა ცვლილებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 16 % – ული ერთეული შეადგინა.
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 3.05 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ნიშნულიდან მაქსიმალურ ნიშნულამდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 16 % – ით გაიზარდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის ბოლოს 23 სექტემბერს დაფიქსირდა და 3.55 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი შესამჩნევად დაბალია თუმცა კვირის ბოლოსკენ მისი მნიშვნელობა საგრძნობლად მატულობს. მაქსიმალური მაჩვენებელი 21 სექტემბერს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 17 სექტემბერს 184.31 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მინიმალური ფასიდან მაქსიმალურ ფასამდე პროცენტულმა ზრდამ 13 % შეადგინა.
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი უმნიშვნელოდ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის ბოლოს 1.73 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 18 სექტემბერს დაფიქსირდა და შესაბამისად მინიმალური ბრუნვიდან მაქსიმალურ ბრუნვამდე პროცენტული ზრდა 13 % – ს გაუტოლდა.
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (17/09/2018)
საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 17 სექტემბერს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 71 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 7 %) ინაწილებენ.
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (23/09/2018)
კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები საგრძნობლად შეიცვალა. აღნიშნული ცვლილება ძრითადად რიპლის კაპიტალიზაციის ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდით იყო განპირობებული. 23 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 65 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 14 %) და რიპლი (დაახლოებით 13 %) ინაწილებენ.
2018 წლის პირველ ნახევარში კრიპტო – დანაშაულების (hack) შედეგად იაპონიამ 540 მლნ ა.შ.შ. დოლარი იზარალა
იაპონური გაზეთის Asahi Shimbun – ის განცხადებით, ეროვნული პოლიციის სააგენტომ (NPA) გაავრცელა მონაცემები 2018 წლის პირველ ნახევარში (6 თვე) იაპონიის ტერიტორიაზე განხორციელებული კიბერთავდასხმების შესახებ, რომელთა უმეტესობა აისახა კრიპტო საფულეებსა და კრიპტო პლატფორმებზე. NPA – ს მიხედვით, 158 კიბერდარღვევა დაფიქსირდა, რომლის საერთო ღირებულებამ 60.503 მილიარდი იენი (იაპონური ვალუტის ერთეული) შეადგინა რაც დაახლოებით 540 მილიონი ა.შ.შ. დოლარის კრიპტოვალუტის ექვივალენტია. აღნიშნული მონაცემები ჩრდილავენ 2017 წლის იანვრისთვის ჯამურად დაფიქსირებული დარღვევების მთლიან ღირებულებას, როდესაც 149 შემთხვევის საერთო მოცულობამ 5.9 მილიონ ა.შ.შ. დოლარს მიაღწია.
ბოლო მონაცემების მიხედვით, 2018 წლის პირველი ნახევრის დანაკარგების უმეტესობა გაცვლით პლატფორმებზე მოდიოდა, რამაც 518 მილიონი ა.შ.შ. დოლარი შეადგინა, ხოლო დანარჩენი (22 მილიონი ა.შ.შ. დოლარი) კი ინდივიდების კრიპტო საფულეებიდან ამოიღეს. პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ინდივიდების პირადი კრიპტო საფულეების გაძარცვის შემთხვევების 60 პროცენტი მოიცავდა ისეთ საფულეებს, სადაც მომხმარებლები იყენებდნენ ისეთივე საიდენტიფიკაციო მონაცემებსა და კოდებს, როგორსაც საკუთარ ელექტრონულ ფოსტასა და სხვადასხვა ინტერნეტ მომსახურების მიღებაზე.
ზოგადად მთლიანი თავდასხმების უმეტესობა Coincheck – ის გაცვლის პლატფორმაზე დაფიქსირდა (2018 წლის იანვარში), რომელიც ჯერ ჯერობით ყველაზე მასიურ თავდასხმას წარმოადგენს და მისი ღირებულება დაახლოებით 517 მილიონ ა.შ.შ. დოლარს უტოლდება. განვითარებული მოვლენების კვადაკვალ, ქვეყნის ფინანსური მომსახურების სააგენტომ გააძლიერა გაცვლითი ბირჟების თავდაცვითი სისტემები მათი ვებ – გვერდების ხშირი ინსპექტირების მეშვეობით, სარეგულაციო მოთხოვნების გამკაცრებით, რამდენიმე ტიპის მომსახურების გაუქმებითა და ლიცენზიაზე მოთხოვნის უარყოფის გზით. ამავდროულად, ფინანსური მომსახურების სააგენტოსთან ერთად NPA მუშაობს დაარწმუნოს ინვესტორები საკუთარი კრიპტო უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესაბაში.
გატარებული ქმედებების შედეგად, მოხსენების მიხედვით, მაშინ როცა იანვრიდან მარტის ჩათვლით შემთხვევების 76 პროცენტი დაფიქსირდა (120 ერთეული), შემდეგ თვეებში ჯამურად სისტემის გატეხვის შემთხვევების რაოდენობა 38 ერთეულამდე შემცირდა. მონაცემების უფრო დეტალურად განხილვისას, ყველაზე მეტად ჰაკერები თავს ესხმოდნენ NEM კრიპტოვალუტას და 36 თავდასხმიდან ჯამურად 517 მილიონი ა.შ.შ. დოლარი დაიკარგა (მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობა Coinchek – ის პლატფორმიდან გაქრა). გარდა ამისა, 13.5 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ღირებულების რიპლი (42 ერთეული შემთხვევა) და 7.66 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ღირებულების ბიტკოინი (94 ერთეული შემთხვევა) დაიკარგა აღნიშნული კრიპტოთავდასხმების შედეგად.[1]
[1] ASIC – (Application Specific Integrated Circuit) – აპლიკაციისათვის სპეციფიკური ინტეგრირებული ერთეული
[2] Hash – ზომავს თუ რა რაოდენობის ენერგიაა საჭირო იმისათვის რომ ბიტკოინის ქსელმა უწყვეტად იფუნქციონიროს
[3] წყარო: https://www.coindesk.com/bitfury-reveals-new-generation-of-bitcoin-asic-chips/
[4] წყარო: https://www.coindesk.com/japan-lost-540-million-to-crypto-hacks-in-first-half-of-2018/