Bitmain-ის ახალი მაინერები – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (04/11/2018 – 11/11/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » Bitmain-ის ახალი მაინერები – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (04/11/2018 – 11/11/2018)
12/11/2018
Bitmain-ის ახალი მაინერები – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (04/11/2018 – 11/11/2018)

Bitmain – მა ახალი მაინერების გაყიდვა დაიწყო

Bitmain – ი იწყებს ახალი ორი Antminer მოდელის გამოშვებას, რომელიც გათვლილია ბიტკოინი მოპოვების ინდუსტრიაზე. სამშაბათს 6 ნოემბერს გაკეთებული განცხადების მიხედვით, კრიპტო პროცესორების მწარმოებელმა გიგანტმა Bitmain – მა გამოუშვა ახალი Antminer S15 და T15 მომპოვებლები, რომლებიც აღჭურვილია 7nm ASIC (აპლიკაციისათვის სპეციფიკური ინტეგრირებული ერთეული) პროცესორით, და აღნიშნული მომპოვებლები ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება ამავე წლის 8 ნოემბრიდან. კომპანიის მიხედივთ, ახალი მაინერები ფლობენ ინდუსტრიაში წამყვან ჰეშ განაკვეთებს, რომლებიც შემუშავებულია SHA256 ალგორითმით კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად. Bitmain – ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ჟიჰან ვუმ 2018 წლის სექტემბრის ბოლოს დაანონსა 7nm ჩიპების წარმოება და განაცხადა, რომ აღნიშნული ჩიპები იქნებოდნენ გაცილებით ენერგოეფექტურები და ძლიერები წინამორბედებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩიპი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოშვებული, აღმასრულებელი დირექტორის თქმით, გაყიდვაში გაშვებული პროდუქტი შეიცავს მილიარდზე მეტ ტრანზისტორს და მას შეეძლება მიაღწიოს ენერგიის მოხმარებისა და კრიპროვალუტის მოპოვების მოცულობის თანაფარდობის 42 ჯ/ტჰ განაკვეთს.

Bitmain – ის მიერ ახალი პროდუქტის გამოშვება მათ მიერვე პირველადი მონეტის შეთავაზების (IPO) კვალდაკვალ მიმდინარეობს. კომპანიამ IPO – ზე ოფიციალური განაცხადი 2018 წლის სექტემბერში შეავსო, და CoinDesk – ის ეგრეთწოდებილი pitch decks – ები მიუთითებენ, რომ ზოგიერთი ინვესტორი შესაძლოა ფირმის სტატუსის შესახებ ცრუ ინფორმაციას ღებულობდეს. დაფინანსების წყაროების ძიების გარდა, კომპანიის ახალ პროდუქტს მოუწევს სხვა მრავალ ბიტკოინზე ორიენტირებულ ASICs – ის ჩიპებთან კონკურენციის გაწევა, მათ შორის 14 nm ჩიპთან, რომლის გამოშვებაც ერთი დღით ადრე დაანონსა Bitfury – იმ. Bitfury Clarke – ს სახელით ცნობილი ახალი პროდუქტი ასევე პირდება მომხმარებელს, რომ გაზრდის ძალის ეფექტიანობას სპეციალურად SHA265 ალგორითმისათვის, რომელიც მიმართულია ისეთი კრიპტოვალუტების მოპოვებაზე, როგორიცაა ბიტკოინი. ამავე დროს აღსანიშნავია ისიც, რომ Bitfury – იმ მაიკ ნოვოგრაცის Galaxy Digital – ს შეუწყვიტა 80 მილიონი ა.შ.შ. დოლარის ოდენობის დაფინანსება.[1]

წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი

მიმდინარე მონაცემების მიხედვით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია MyCoins -ის ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს (eMoney – ს გამოცდილებიდან გამომდინარე). MyCoins.ge არის ახალი კრიპტოსივრცე, ვებ გვერდი რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მართონ საკუთარი კრიპტოსავალუტო ოპერაციები და უმარტივესად იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გააგზავნონ მათთვის სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins.ge სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, იგი მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს უფრო მარტივად აკონტროლონ ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად თავაზობს კრიპტო მარკეტს შეჩერების დავალების და მარკეტ ორდერის დარეგისტრირების შესაძლებლობას, შეჩერების დავალება მომხმარებლებს დაეხმარება დააზღვიონ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგონ დრო (რომელიც საბაზრო კურსის მუდმივად შემოწმებით იკარგება) სასურველი ყიდვა/გაყიდვის კურსის დაფიქსირებით, რომელზეც მომხმარებლის კრიპტოსივრცე ავტომატურად იყიდის ან გაყიდის მითითებულ კრიპტოვალუტას. მარკეტ ორდერი კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ სწრაფი ყიდვა/გაყიდვის კურსებზე უკეთესი კურსებით რომელსაც თავად ამოირჩევს სისტემის მიერ შემოთავაზებული ინტერვალიდან, MyCoins.ge კი სხვა მომხმარებლების მიერ დარეგისტრირებულ მარკეტ ორდერებს შორის მოიძიებს საუკეთესო შემხვედრ დავალებას, რომლის მოცულობიდან გამომდინარეც დარეგისტრირებული დავალება სრულად ან ნაწილობრივ შესრულდება.

დღევანდელ სტატიტაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (05/11/2018 – 11/11/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  MyCoins – ის ელექტრონული საფულის დახმარებით.

ბიტკოინი / Bitcoin

ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით, ბიტკოინის ფასმა არც თუ ისე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ფასმა მაქსიმუმს კვირის შუა პერიოდში მიაღწია და კვირის ბოლოსკენ კლების ტენდენცია განაგრძო. კვირის დასაწყისში ფასი  6,419.66 $ იყო და კვირის ბოლოს იგი 6,411.27 $ – ს გაუტოლდა. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვირის ბოლოსკენ, 9 ნოემბერს დაფიქსირდა. პროცენტულ ერთულებში მაქსიმალური ფასიდან მინიმუმამდე ფასი 2.2 % – ით შემცირდა, რაც 7 ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით შემცირებას ასახავს.

ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში მისი ღირებულება 111.46 მილიარდი აშშ დოლარიდან 111.37 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი ღირებულების შემცირებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 113.40 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა, და ამავდროულად კვირის სხვა დღეებთან შედარებით მისი მნიშვნელობა შესამჩნევად მაღალია. ზოგადად კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე კაპიტალიზაციის შემცირება 0.1 % – ს გაუტოლდა.

ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash

ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, ერთი ერთეული კრიპტოვალუტის ფასი 533.34 $ – სა და 628.47 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა ბიტკოინის მსგავს ტრენდს მიყვება. კვირის დასაწყისში ფასი შედარებით დაბალი იყო და შუალედური ზრდის შემდეგ კვირის ბოლოს კლება განიცადა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ კვირის დასაწყისიდან, სადაც ფასის ნიშნული 558.47 $ – ს უტოლდება, კვირის ბოლო მონაცემამდე ფასის ზრდა შემცირება 4.5 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ნავაჭრი ბიტკოინ ქეშის ღირებულება ბაზარზე 5 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით 9.74 მილიარდი აშშ დოლარიდან 9.31 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ყველაზე დაბალი ნიშნული რასაც კაპიტალის ღირებულებამ მიაღწია 11 ნოემბერს დაფიქსირდა 9.31 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 10.80 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლომდე პროცენტული შემცირება დაახლოებით 14 % – ს გაუტოლდა.

ეთერიუმი / Ethereum

ერთი კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 209.09 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 6 ნოემბერს დაფიქსირდა და დაახლოებით 218.45 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მაქსიმალური ფასიდან კვირის ბოლომდე შემცირება 3 % – ს მიუახლოვდა.

ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 22.45 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, მაქსიმალური მონაცემიდან კვირის ბოლომდე შემცირება დაახლოებით 3 % – ს აღწევს.

რიპლი / Ripple

სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლის ფასი საგრძნობლად დაბალია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.49 $ – სა და 0.55 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 8 ნოემბერს, ხოლო ყველაზე მაღალი 6 ნოემბერს დაფიქსირდა 0.55 $ – იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, კვირის ბოლომდე რიპლის ფასი 2 % – ით გაიზარდა.

ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის ღირებულების ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 21.64 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა შემცირებამ მაქსიმალური ნიშნულიდან მინიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლამდე დაახლოებით 8 % შეადგინა.

ლაითკოინი / Litecoin

ლაითკოინის საბაზრო ტრენდები სხვა ყველა კრიპტოვალუტის მსგავს დინამიკას იმეორებს. კვირის დასაწყისში ლაითკოინის ფასი 53.55 $ – ს გაუტოლდა და მისმა მნიშვნელობამ კვირის ბოლოს 51.36 $ – ს მიაღწია. შედეგად, ფასის პროცენტულმა შემცირებამ კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე 4 % – ული ერთეული შეადგინა.

ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

კაპიტალიზაციის მხრივ, სიტუაცია ფასების მსგავს ტენდენციას იმეორებს. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 3.04 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ნიშნულიდან კვირის ბოლომდე კაპიტალიზაცია დაახლოებით 7 % – ით შემცირდა.

დეში / Dash

დეშის შემთხვევაშიც, მისი ფასის მერყეობა სხვა კრიპტოვალუტების მსგავს ტრენდს. მაქსიმალური მაჩვენებელი 6 ნოემბერს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული კი 9 ნოემბერს 159.99 $ – ს გაუტოლდა. შესაბამისად, მაქსიმალური ფასიდან მინიმალურ ფასამდე პროცენტულმა შემცირებამ 6 % შეადგინა.

ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)

აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი ფასების მსგავ ტრენდს იმეორებს. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის დასაწყისში 1.43 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 9 ნოემბერს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალური ბრუნვიდან მინიმალურ ბრუნვამდე პროცენტული შემცირება 5 % – ს გაუტოლდა.

ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (05/11/2018)

საბაზრო ტრენდების განხილვასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის წილობრივი მაჩვენებლები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩვენებლების მიხედვით, 5 ნოემბერს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 67 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 12 %) ინაწილებენ.

ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები MyCoins – ის საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (11/11/2018)

კვირის ბოლომდე, კრიპტოვალუტების მოცულობების წილები საერთოდ არ შეცვლილა. 11 ნოემბრის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს – რაც 67 % – ს შეადგენს, ხოლო შემდეგ ორ ადგილს ისევ ეთერიუმი (დაახლოებით 13 %) და რიპლი (დაახლოებით 11 %) ინაწილებენ.

ყველაზე მსხვილ ათ კრიპტოვალუტას შორის რიპლი კაპიტალიზაციის მატებით მოწინავე პოზიციას იკავებს

Coindesk – ის მონაცემების მიხედვით 5 ნოემბერს არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით მესამე კრიპტოვალუტის რიპლის ფასი 6 პროცენტით გაიზარდა (რაც ბოლო 30 დღის განმავლობაში ყველაზე მაღალ მაჩენებელს წარმოადგენს). 8 ოქტომბრიდან მოყოლებული, როდესაც მისი ფასი 0,49 ცენტს შეადგენდა, ბოლოს ფასმა ყველაზე დიდი მაჩვენებელი 5 ნოემბერს დააფიქსირდა 0.4650 ნიშნულზე (ანალიზი ეყარება 5 ნოემბრამდე არსებულ მონაცემებს). არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რიპლი მსოფლიოს ყველაზე დიდ 10 კრიპტოვალუტას შორის საბაზრო კაპიტალიზაციის მატებით პირველ კრიპტოვალუტას წარმოადგენს (შვიდ დღიანი მატება 11.13 პროცენტს მიუახლოვდა). ამ პერიოდის განმავლობაში რიპლის ბაზრის კაპიტალიზაცია 2.1 მილიარდ ა.შ.შ. დოლარზე მეტად გაიზარდა, რამაც ბოლო ოთხი თვის მანძილზე აკუმულირებული დანაკარგები მთლიანად გადაწონა.

Coindesk – ზე განთავსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წლიდან წლამდე ჭრილში რიპლის ფასი 144 პროცენტით გაიზარდა და 0.2 ცენტიდიდან გაორმაგებაზე მეტი ზრდა აჩვენა. თუმცა 2018 წელს, მისი ფასი ყველაზე მაღალი მაჩვენებლიდან 3.95 ა.შ.შ. დოლარიდან 82 პროცენტით შემცირდა. ორშაბათის (5 ნოემბერი) განმავლობაში, რიპლთან ერთად სხვა კრიპტოვალუტებმაც განიცადეს საგრძნობი მატება. ცნობილმა კრიპტოვალუტებმა, მათ შორის ბიტკოინმა და კარდანომ 24 საათიანი მოგების ჭრილში 1 დან 2 პროცენტამდე ზრდა განიცადეს, ხოლო BasicAttentionToken (BAT) – მა და Zcash – მა 4 დან 8 პროცენტამდე ზრდა დააფიქსირეს. ასევე, განხილული მონაცემების მიხედვით, მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ყველა კრიპტოვალუტისათვის ერთი დღის ჭრილში (4 დან 5 ნოემბრამდე) 209.8 მილიარდი ა.შ.შ. დოლარიდან  2.8 მილიარდი ა.შ.შ. დოლარით გაიზარდა და დაახლოებით 213 მილიარდ ა.შ.შ. დოლარს მიაღწია.[2]

 

 

[1]  წყარო: https://www.coindesk.com/bitmain-to-begin-selling-new-bitcoin-miners-later-this-week/

[2] წყარო: https://www.coindesk.com/xrp-nears-50-cents-as-price-rises-to-one-month-highs/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved