ბლოკჩეინის სისტემის მიმართ დაინტერესება გაიზარდა – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (30/04/2018 – 6/05/2018)

Home » ბლოგი » მიმოხილვა » ბლოკჩეინის სისტემის მიმართ დაინტერესება გაიზარდა – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (30/04/2018 – 6/05/2018)
07/05/2018
ბლოკჩეინის სისტემის მიმართ დაინტერესება გაიზარდა  – გასული კვირის კრიპტოსავალუტო ბაზრის მიმოხილვა (30/04/2018 – 6/05/2018)

ბლოკჩეინის სისტემის მიმართ დაინტერესება გაიზარდა
დუბაის მთავრობის ინიციატივა
საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ფირმების უფრო ეფექტიანად ოპერირებისათვის დუბაის მთავრობამ ე.წ. „ბლოკჩეინების“ სისტემის დანერგვა გადაწყვიტა. ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დეპატამენტმა (DED) დუბაის სილიკონის ოაზისთან (DSOA), ჭკვიანი დუბაის ინიციატივისა და IBM – თან თანამშრომლობით გადაწყვიტა სისტემის შექმნა, რომელიც დაეხმარება კერძო ბიზნესს რეგისტრაციის გამარტივებასა და ბაზარზე ოპერირებაში. პლატფორმა – რომელიც ცნობილია როგორც დუბაის ბლოკჩეინის ბიზნესის რეესტრი – გაადვილებს ბიზნეს აქტივობების აღრიცხვას, რეგულაციებთან შესაბამისობის კონტროლს და ამამავდროულად დაეხმარება მათ პირდაპირი უცხოეური ინვესტიციების მოძიებაში, რადგან ისინი უფრო მოქნილი სისტემის წევრები გახდებიან და გაცილებით მარტივად შეძლებენ ინფორმაციის გადამუშავებას. აღნიშნული ინოვაციური პროექტი პირველად ე.წ. დუბაის სილიკონის ოაზისში (DSO) განხორციელდება, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიების თავისუფალ ზონას წარმოადგენს. IBM – ის ცენტრალური აზიის ფილიალის გენერალური მმართველის – არმ რაფაატის აზრით, ბლოკჩეინის სისტემის დანერგვის ინიციატივა წააქეზებს კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის ურთიერთნანამშრომლობის გაძლიერებას და ამავდროულად, სამთავრობო ტრანზაქციების გამჭვირვალობასა და უსაფრთხოების ზრდას. რაც საბოლოოდ, თავის მხრივ გაზრდის სანდოობის დონეს ბლოკჩენის სისტემის მიმართ.[1]
წამყვანი კრიპტოვალუტები და მათი ანალიზი
მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით, დღესდღეობით, ბრუნვის მოცულობის მიხედვით, მოწინავე ელექტრონულ ვალუტებს წარმოადგენს: ბიტკოინი / Bitcoin, ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash, ეთერიუმი / Ethereum, რიპლი / Ripple,  ლაითკოინი / Litecoin, დეში / Dash, ტრონი / Tron, ბინანს კოინი / Binance Coin, კარდანო / Cardano, იოტა / IOTA, მონერო / Monero და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი კრიპტოვალუტებიდან პიველი 6 ვალუტით ვაჭრობა შესაძლებელია eMoney – ს ელექტრონული საფულის მეშვეობით, რომლის უპირატესობას ბაზარზე საქმიანობის დიდი გამოცდილება წარმოადგენს. იგი პირველი იყო, რომელმაც ბაზარზე (2007 წლიდან) პირველი მულტისავალუტო ელექტრონული საფულე შექმნა, რამაც დიდი გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების საშუალება მისცა აღნიშნულ სფეროში. ამავდროულად, eMoney – ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს ვინაიდან იგი უზრუნველყოფს დაცულ, გამართულ და უსაფრთხო სისტემას, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მომხმარებლისათვის სრული და გამართული მომსახურების შესათავაზებლად კრიპტოვალუტებით ვაჭრობის დროს, როგორიცაა ყიდვა / გაყიდვა, გაგზავნა და მოთხოვნა.
კვირის მიმოხილვის ჭრილში, ამ სტატიაში განვიხილავთ იმ კრიპტოვალუტების ბოლო ერთი კვირის (30/04/2018 – 6/05/2018) საბაზრო ტენდენციებს, რომელთა ვაჭრობაც შეგიძლიათ  eMoney – ს ელექტრონული საფულის დახმარებით.
 
ბიტკოინი / Bitcoin
საკვლევი პერიოდის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. კერძოდ მისმა ფასმა კვირის დასაწყისში კლება დაიწყო  9,240 $ – იანი ნიშნულიდან და კვირის ბოლოს 9.546 $ – ს მიაღწია. ერთი კვირის განმავლობაში ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 5 მაისს დაფიქსირდა და დაახლოებით 9.858 $ – ს გაუტოლდა.
bitcoin
ფიგურა 1: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
პროცენტულ ჭრილში მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის განსხვავებამ  დაახლოებით 8 % – ს მიაღწია, ხოლო კვირის დასაწყისიდან ბოლო დღის ჩათვლით ზრდა დაახლოებით 3 % – ს მიუახლოვდა.
რაც შეეხება ბიტკოინის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს, გასული კვირის განმავლობაში 160.3 მილიარდი აშშ დოლარიდან 162.46 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც შესაბამისად მსოფლიოში ნავაჭრი ბიტკოინების მთლიანი მოცულობის ღირებულების მატებას გვიჩვენებს. ამ კვირის ჭრილში ბაზრის კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 5 მაისს 165.06 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა და შესაბამისად ყველაზე მაღალ და მინიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემებს შორის პროცენტული სხვაობა დაახლოებით 5 % – ს უტოლდება.
ბიტკოინ ქეში / Bitcoin Cash
ბოლო კვირის მონაცემების მიხედვით, ერთი ერთეული ბიტკოინ ქეშის ფასი 1,350 $ – სა და 1,733 $ – ს შორის მერყეობდა. ბიტკოინისაგან განსხვავებით ბიტკოინ ქეშის ფასის მერყეობა საგრძნობლად განსხვავებულია. ამავდროულად, ყველაზე მინიმალური მაჩენებლიდან 6 მაისამდე ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, სადაც ფასის ნიშნული 1,733 $ – ს უტოლდება. პროცენტულ ერთეულებში, მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებელს შორის სხვაობა 28 % -ს შეადგენს.
Bitcoin cash
ფიგურა 2: წყარო : https://coinmarketcap.com/currencies/bitcoin-cash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მონაცემების მიხედვით, ბოლო კვირის განმავლობაში, ბიტკოინ ქეშის მოცულობის ღირებულება ბაზარზე 24.64 მილიარდი აშშ დოლარიდან 29.66 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ყველაზე მინიმალური ნიშნული რასაც კაპიტალის მოცულობამ მიაღწია პირველ მაისს დაფიქსირდა 23.07 მილიარდ დოლარზე. ბოლო კვირის მიხედვით, კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 29.66 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, მაქსიმალურ და მინიმალურ ნიშნულებს შორის პროცენტული განსხვავება დაახლოებით 29 % – ს მიაუახლოვდა.
ეთერიუმი / Ethereum
ბოლო კვირის მონაცემებზე დაყრდნობით ეთერიუმის ფასის მინიმალური ნიშნული 669.92 $ – ზე, ხოლო მაქსიმალური ფასის მაჩვენებელი კი 5 მაისს დაფიქსირდა და დაახლოებით 816.12 $ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ პროცენტულ ჭრილში მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის განსხვავება 22 % – ს მიუახლოვდა.
ethereum
ფიგურა 3: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ethereum/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
რაც შეეხება ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაციას, მაქსიმალური მოცულობა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირდა და დაახლოებით 66.48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად,  განსხვავება მინიმალურ და მაქსიმალურ კაპიტალიზაციის მონაცემებს შორის დაახლოებით 17 % – ს აღწევს.
რიპლი / Ripple
სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, რიპლის ფასი გაცილებით დაბალია და მისი ფასის მერყეობაც არც თუ ისე შესამჩნევია. ბოლო კვირის განმავლობაში ერთი ერთეული რიპლის ფასი 0.83 $ – სა და 0.91 $ – ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი მაჩენებელი 30 აპრილს, ხოლო მაღალი 5 მაისს დაფიქსირდა 0.93 $ -იან ნიშნულზე. პროცენტულ მაჩვენებლებში, კვირის დასაწყისიდან, 6 მაისამდე რიპლის ფასი 4 % – ით შემცირდა.
ripple
ფიგურა 4: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/ripple/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობის ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა 35.09 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და პროცენტულმა განსხვავებამ მაქსიმალურ და მინიმალურ კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს შორის 5 % შეადგინა.
ლაითკოინი / Litecoin
ლაითკოინის საბაზრო ტრენდები, გასული კვირის განმავლობაში რიპლის საბაზრო ტრენდებს იმეორებს. ლაითკოინის შემთხვევაში, გასული კვირის დასაწყისიდან ფასმა ზრდა დაიწყო, და ბოლოსკენ უმნიშნელო კლება განიცადა. კვირის ბოლოს ფასი 169.18 $ – ს გაუტოლდა. მინიმალური მაჩენებელი 148.48 $ – ზე დაფიქსირდა და კვირის ბოლომდე ფასმა საშუალო ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა. კვირის დასაწყისიდან ბოლომდე ფასის პროცენტულმა ცვლილებამ 14 % შეადგინა, და ამავდროულად მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის პროცენტულმა სხვაობამ 20 % შეადგინა.
litecoin
ფიგურა 5: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/litecoin/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
კაპიტალიზაციის მხრივ სიტუაცია მსგავს ტენდენციას იმეორებს. კვირის დასაწყისში ვაჭრობის მოცულობა უმნიშვნელოდ შემცირდა, თუმცა კვირის ბოლომდე ზრდის ტენდენცია შენარჩუნა. ბაზრის კაპიტალიზაციის მინიმალური მაჩვენებელი 8.36 მილიარდ აშშ დოლარზე დაფიქსირდა და შესაბამისად პროცენტული ცვლილება მაქსიმალურ და მინიმალურ მაჩვენებლებს შორის დაახლოებით 14 % – ს გაუტოლდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კაპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული კვირის ბოლოს 6 მაისს დაფიქსირდა და 9.54 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
დეში / Dash
დეშის შემთხვევაში, კვირის დასაწყისში ფასი იწყებს ზრდას და კვირის ბოლოსკენ უმნიშვნელოდ მცირდება. მაქსიმალური მაჩვენებელი 5 მაისს დაფიქსირდა და ყველაზე მცირე ნიშნული 30 აპრილს 472.02 $ – ს გაუტოლდა და შესაბამისად მაქსიმალურ და მინიმალურ ფასებს შორის განსხვავებამ 7 % შეადგინა.
Dash
ფიგურა 6: წყარო: https://coinmarketcap.com/currencies/dash/historical-data/ (განხილულია დახურვის ფასები)
ბაზრის კაპიტალიზაციის ტრენდი უმნიშვნელოდ განსხვავდება ფასების ტრენდისაგან. ვაჭრობის ყველაზე მაღალმა მოცულობამ კვირის შუა პერიოდში 4.05 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. კაპიტალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პირველ მაისს დაფიქსირდა და შესაბამისად მაქსიმალურსა და მინიმალურ ბრუნვას შორის პროცენტული განსხვავება 7 % – ს გაუტოლდა.
საბაზრო ტრენდების ანალიზთან ერთად, ასევე საინტერესოა თუ როგორ იცვლება ბაზრის კაპიტალიზაციის პროცენტული მაჩენებლები კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე. eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაციის მაჩენებლების მიხედვით, 30 აპრილს ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობაში ბიტკოინს უკავია (დაახლოებით 53 %), ხოლო შემდეგ ორ ადგილს ეთერიუმი (დაახლოებით 23 %) და რიპლი (დაახლოებით 11%) ინაწილებენ.
 
3004
ფიგურა 7: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (30/04/2018)
კვირის ბოლომდე, ბიტკოინისგან განსხვავებით კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით სხვა კრიპტოვალუტების მოცულობა უმნიშვნელოდ გაიზარდა და პროცენტული წილების გადანაწილება მცირედით შეიცვალა. 6 მაისის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინი ისევ პირველ ადგილს იკავებს იგივე წილით – რაც 51 % – ს შეადგენს. აღნიშნული ცვლილების კვალდაკვალ ეთერიუმის წილი 24 % მდე გაიზარდა, ხოლო რიპლის წილი კი კვლავ 11 % – ზე დაფიქსირდა. ამავდროულად, ბიტკოინ ქეშის გააქტიურებიდან გამომდინარე, მისი წილი კვირის დასაწყისიდან კვირის ბოლომდე ჯამურ კაპიტალიზაციაში 8 % დან 9 % მდე გაიზარდა.
0605
ფიგურა 8: კაპიტალიზაციის წილები eMoney – ს საფულეში არსებული კრიპტოვალუტების მიხედვით (6/05/2018)
კერძო სექტორის მზარდი დაინტერესება
ბლოკჩეინის სისტემის მიმართ დაინტერესების ზრდის კვალდაკვალ, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მსხვილი საბანკო და საფინანსო მომსახურების პროვაიდერი „ჯეი-პი-მორგანი“ (JPMorgan) აპირებს პატენტის მოპოვებას საკუთარი ბლოკჩეინის სისტემის შესაქმნელად, რათა გაამარტივოს ფინანსური ტრანზაქციები და გაზარდოს საბანკო საქმიანობის ეფექტიანიბა. სწრაფად განვიარებად გარემოში, სადაც ტექნოლოგიები ყოველდღიურად იხვეწება, ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად საჭიროა მომსახურების (და მათ შრის ფინანსური მომსახურები) ხარისხისა და მოქნილობის დახვეწაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ წარმომადგენლების აზრით, საერთაშორისო და არამარტო საერთაშორისო ტრანზაქციების განხორიცელებისას, ფინანსური მომსახურების გაწევისას და საბანკო ანგარიშწორების დროს, ბლოკჩეინების სისტემის გამოყენება შეამცირებს ბიუროკრატიულ ხარჯებს, გაზრდის სანდოობას და ამავდროულად ტრანზაქციების და მომხმარებლების მონაცემების დაცულობას.[2]
JPMorgan – ის მსგავსად მსოფლიოს ოთხმა მოწინავე ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ BMW – მ, Ford – მა, General Motors – მა და Renault – მა შეთანხმებას მიაღწიეს და ე.წ. „მობილურობის ღია ბლოკჩეინის ინიციატივის“ დამაარსებელი წევრები გახდნენ. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც რომ ავტომობილების მწარმოებლები თანამშრომლობენ ავტონაწილების მსხვილ მწარმოებლებლებთან (Bosch და ZF), და ბლოკჩეინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან (IBM, Consensys და Hyperledger). ერთობლივი ძალისხმევით ისინი აპირებენ შექმნან საერთო მანაცემთა გაცვლის ბაზა (ბლოკჩეინის სისტემის მხარდაჭერით) რისი მეშვეობითაც განავითარებენ საერთო სტანდარტებს, უზრუნველყოფენ საერთო ხარისხის ამაღლებას და მომხმარებლებისათვის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას. ვინაიდან ავტომობილების ინდუსტრია დღესდღეობით მაღალ ტექნოლოგიებს იყენებს (მაგალითად თვითმავალი ავტომობილები), ავტომობილების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია კომპიუტერულ დანადგარებს შორის ინფორმაციის სწრაფი, სანდო და დაუბრკოლებელი მიმოცვლა. ამიტომ ბლოკჩეინის სისტემის დანერგვა, სხვა თანაბარ პირობებში, ხელს შეუწყობს საავტომობილო ინდუსტრიის სწრაფ განვითარებასა და საავტომობილო კომპანიების მიერ შექმნილი ავტომობილების ხარისხის დახვეწას.[3]
საბოლოოდ, კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის მზარდ დაინტერესებას ბლოკჩეინის სისტემის მიმართ, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კრიპტოსავალუტო ბაზრის მონაწილე ეკონომიკურ აგენტებზე, ვინაიდან არამხოლოდ ფიზიკური არამედ იურიდიული პირების მზარდი მოთხოვნა იმ სისტემაზე რომელიც ფუნქციონირებს ბლოკჩეინის სისტემის მხარდაჭერით, პოზტიურ მოლოდინებს ქმნის კრიპტოვალუტების ფლობისა და მათი სანდოობის ზრდის მიმართულებით.
 
[1] წყარო: https://www.coindesk.com/jpmorgan-seeks-patent-blockchain-powered-interbank-payments/
[2] წყარო: https://www.coindesk.com/jpmorgan-seeks-patent-blockchain-powered-interbank-payments/
[3] წყარო: https://www.coindesk.com/bmw-ford-gm-worlds-largest-automakers-form-blockchain-coalition/

© 2020 MyCoins.ge all rights reserved